რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერლის ქეთა თოფურიას პერსონით რუსული მედია მუდმივად ინტერესდება. ახალგაზრდა ქალს წარმატებული კარიერა ყვითელი მედიისთვის საინტერესო პერსონად აქცევს. teleprogramma.pro მომღერლის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებდა და მისი ცხოვრების საინტერესო დეტალებზე გვიყებოდა:
მედია წერდა...
ქეთი თოფურია ქართული წარმოშობის ცნობილი რუსი მომღერალია. ტემპერამენტის, ხმის ტემბრის, ნიჭის და მიზიდულობის წყალობით ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდა ქეთა დიდებამდე.
ქეთი თოფურიას "რუს ლედი გაგას" უწოდებენ, მის ჩაცმულობას და ექსცენტრიულ გამოსვლებს ცნობილი პოპ დივას მანერებს ადარებენ. თოფურია არის A-Studio ჯგუფის სოლისტი, საკუთარი ტანსაცმლის ბრენდის Ketione-ის დამფუძნებელი, მსახიობი და უკვე სამი ულამაზესი შვილის დედა.
ქეთევან (ქეთა) თოფურია დაიბადა 1986 წლის 9 სექტემბერს თბილისში, ანდრო და ნატალია თოფურიების ოჯახში. დედამ, რომელიც ნიჭიერი ინჟინერი გახლდათ, გოგონას დაბადების შემდეგ გადაწყვიტა დიასახლისი გამხდარიყო. მამა სამშენებლო ინდუსტრიაში წარმატებული ბიზნესმენი იყო და დიდი ხნის ნანატრი ქალიშვილის დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის გაასამართლეს.
მალე თავიდან განიხილეს ანდრო თოფურიას საქმე, როგორც არასწორი მართლმსაჯულების შემთხვევა. ციხეში ყოფნისას ანდრომ არალეგალური ნივთიერებების გამოყენება დაიწყო. ქეთას არ უყვარს ამ თემაზე საუბარი და მამის შესახებ მხოლოდ ნათელ მოგონებებს ინახავს.
ქეთა თოფურია ჯერ ბიზნესმენ ლევ გეიხმანზე, შემდეგ კი ასევე ბიზნესმენ ლევ დენგოვზე დაქორწინდა. პირველ ქმართან ქეთას ერთი ქალიშვილი ჰყავს. მეორე ქორწინებაში კი ორი შვილი შეეძინა.
მომღერალი ქეთი თოფურია პოდკასტს - "ფულისთვის" სტუმრობდა, სადაც საკუთარი ბავშვობისა და ოჯახის შესახებ დეტალურად ისაუბრა:
"ჩემს ოჯახს ჰქონდა პერიოდი, როცა შედარებით ნაკლებად გვილხინდა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდით, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდებოდა და ფული ისევ გვექნებოდა. არც ტანსაცმელი მაკლდა, არც საკვები და არც ის, რაც მომინდებოდა. როცა არ გვქონდა რაღაც პერიოდი, მაღაზიაში შევდიოდი და "ნისიად" გამომქონდა პროდუქტები. განსაკუთრებით ბევრი - ტკბილეული, რადგან მიყვარდა სხვა ბავშვების გამასპინძლება. ერთხელ მახსოვს, ბავშვები ვიყავით ერთად, მამა მოვიდა და ასდოლარიანი გამომიწოდა, წადით, კევები იყიდეთო. ყველა გაოცებული იყო..."
ქეთა თოფურიამ დეტალურად გაიხსენა ბავშვობა, როგორ აგროვებდა მეგობრებთან ერთად ბოთლებსა და გაზეთებს, შემდეგ აბარებდა და აღებული ფულით ტკბილეულს ყიდულობდა.
"ჩემი სიმღერით 13 წლისამ მივიღე პირველი ჰონორარი საახალწლო კონცერტზე - 50 დოლარი. მეგობრები დავპატიჟე და პიცერიაში წავედით..." - ამბობს ის.
ახლა ქეთა უკვე სამი შვილის დედაა. როგორც მან პოდკასტში აღნიშნა, ჰყავს სამი ძიძა, თუმცა შვილებთან თავადაც დიდ დროს ატარებს:
"ძიძებიც მყავს, ბებიაც მეხმარება, მაგრამ აუცილებელია ჩემი დიდი დროით მათთან ყოფნა. სამი ძიძა მყავს, ცვლიან ერთმანეთს და 9 წელია ჩემთან არიან, სამივეს ვენდობი. მათ მხოლოდ ბავშვების აღზრდა ევალებათ, სახლს სხვა ალაგებს".
პოდკასტში ქეთამ აღნიშნა, რომ არ უყვარს საკუთარ შემოსავალზე და ფულზე საუბარი, არ სიამოვნებს, როცა კითხვებს ძვირადღირებულ საჩუქრებსა და ნივთებზე უსვამენ. თქვა, რომ მეუღლე ხშირად უკეთებს საჩუქრებს, თუმცა საკუთარი თავისთვის თავადაც შეუძლია სურვილების ასრულება.
ქმრის საჩუქრებიდან ქეთიმ გამოარჩია 15 8000-დოლარიანი საათი.
"ქმართან ერთად ბედნიერი ვარ. ჩვენი უკვე 5 წელია, ერთად ვართ და ერთმანეთთან იდეალური ურთიერთობა გვაქვს".