"მადლობელი ვარ ჩემს ცხოვრებაში ყველაფრისთვის - ადამიანებისთვის, მომენტებისთვის" - ქეთო თოფურიძე - Marao

"მადლობელი ვარ ჩემს ცხოვრებაში ყველაფრისთვის - ადამიანებისთვის, მომენტებისთვის" - ქეთო თოფურიძე

2025-01-13 11:00:03+04:00

"მადლობელი ვარ ჩემს ცხოვრებაში ყველაფრისთვის - ადამიანებისთვის, მომენტებისთვის, აღმავლისა და დაღმასვლისთვის, დანაკარგებისა და მოგებისთვის. ყოველი ნაბიჯი აყალიბებს მოგზაურობას. აღფრთოვანებული ვარ იმისთვის, რასაც მომავალი მიმზადებს" - წერს ქეთო თოფურიძე სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს:

keto

  • ქეთო თოფურიძის პირველი კომენტარი კრიტიკისა და ბულინგის შესახებ: "ქართული ოცნების" წევრი მამა, წარმატებული კარიერა და ცნობილი ოჯახი 
  • ხმაური ქეთო თოფურიძის განცხადების გარშემო: ვინ არის ეკა კახიანის უმცროსი ქალიშვილი და რას საქმიანობს ის 
  • სამი უმშვენიერესი ქალიშვილი და ცხოვრება ცნობილ ოჯახში: ეკა, ნინი, ანასტასია და ქეთო 

ქეთო თოფურიძე

ეკა კახიანი ცნობილი მსახიობის, იმედა კახიანისა და ფლორა ანთიძის ქალიშვილია. ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, ეკას საზოგადოება ბავშვობიდან იცნობს. გარდა ამისა, ის "მზიურელია" და მუსიკალური კარიერის შექმნაც სწორედ აქედან დაიწყო. ეკა პროფესიით მსახიობია და თეატრის სცენასა თუ ეკრანებზეც არაერთხელ გვინახავს. 

ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ანასტასია და ქეთო შეეძინათ.

26 წლის უმშვენიერესი ქეთო დებს შორის ყველაზე უმცროსია. ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, ის ყოველთვის იყო ყურადღების ცენტრში. ქეთომ დედისა და დებისგან განსხვავებული პროფესია აირჩია და პიარისა და მარკეტინგის სფეროში საქმიანობს. მან მცირე ასაკში მოახერხა ამ მიმართულებით წარმატების მიღწევა და განვითარებას მუდმივად აგრძელებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ქეთო პოპულარულ შოუებსა და გადაცემებს თითქმის არასდროს სტუმრობს, მისი ცხოვრება მაინც არაერთხელ იქცა განხილვის საგნად. ჯერ კიდევ 2016 წელს ბევრს წერდნენ, რომ გოგონამ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და გარეგნობაში ცვლილებები შეიტანა. მოგვიანებით ქეთომ ყურადღება კარიერული წარმატებითაც მიიქცია: ქეთო თოფურიძე 21 წლის ასაკში ერთ-ერთ ავტოსატრანსპორტო კომპანიის დირექტორი იყო. ეს უმსხვილესი კომპანია ძვირადღირებული მანქანების გაქირავებას კურირებდა.

დღეისთვის ქეთო კვლავ მარკეტინგის სფეროშია დასაქმებული, აქვს გამორჩეული და დახვეწილი სტილი და სოციალურ ქსელში საკუთარ ყოველდღიურობასაც ხშირად აზიარებს. ქეთო განსაკუთრებით ბევრს მოგზაურობს, ის ბოლო ორი წლის მანძილზე აშშ-ში, ჩეხეთში, იტალიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ესპანეთში, საფრანგეთში, საბერძნეთსა და პორტუგალიაში იმყოფებოდა.