1980-იანი წლების ბოლოს ნაომი კემპბელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სუპერმოდელი იყო. მას მედიაში "შავ პანტერას“ უწოდებდნენ. უამრავ პრესტიჟულ ჟურნალს ამშვენებდა და არაერთ გავლენიან ბრენდთან, თუ მოდის სახლთან თანამშრომლობდა. როგორც ცნობილია, ნაომი წარმატებული კარიერის პარალელურად, შვილის გაჩენაზე ოცნებობდა, თუმცა ამ ოცნების ასრულება 50 წლის ასაკის შემდეგ მოახერხა...
სუპერმოდელს არაერთ ცნობილ და გავლენიან მამაკაცთან ურთიერთობას მიაწერდნენ, თუმცა ნაომი საჯაროდ პირად ცხოვრებაზე არასოდეს საუბრობდა.
კემპბელის მეგობარ მამაკაცებს შორის რობერტ დე ნიროც იყო. 2019 წელს სუპერმოდელმა თქვა, რომ რობერტ დე ნირომ მას მნიშვნელოვანი რჩევა მისცა და მიხვდა, რომ პირადი ცხოვრება საზოგადოებისაგან მაქსიმალურად უნდა დაემალა.
დიდი ხნის განმავლობაში ნაომი პირად ამბებზე არაფერს ამბობდა, თუმცა 2021 წელს მთელი მსოფლიო გააოცა, როცა 51 წლის ასაკში პირველად გახდა დედა.
მაშინ სუპერმოდელმა საკუთარ გვერდზე დაწერა: "ის ჩემი ბიოლოგიური შვილია. ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა ჩემი განზრახვის შესახებ. ეს გოგონა ჩემი გამართლება და იღბალია. საუკეთესოა მათ შორის, რაც ოდესმე მქონია.“
ნაომიმ შვილის დაბადების შესახებ დეტალები არ გაასაჯაროვა, მისი თაყვანისმცემლები კი ვარაუდობდნენ, რომ სუპერმოდელმა შვილის გაჩენა სუროგატი დედის დახმარებით მოახერხა. პერიოდულად, იგი სოციალურ ქსელებით პატარა გოგონას ფოტოებს გვიზიარებდა, თუმცა სახეს არ აჩვენებდა. კემპბელმა ერთხელ დაწერა:
"ბავშვობაში დავბრუნდი. ჩემს შვილთან ერთად მეც თოჯინებით ვთამაშობ და ეს არის ის, რაზეც ადრე ვერც კი ვიოცნებებდი. ახლა ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, ჩემი შვილისთვისაა. ის პირველ ადგილზე დგას.“
ახლახან კი სუპერმოდელმა კიდევ ერთხელ გააოცა თაყვანისმცემლები. ნაომიმ განაცხადა, რომ ვაჟის დედა გახდა და დაწერა, რომ "არასოდესაა გვიან, გახდე დედა.“
ამჯერად მოდელი შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს:
ნაომი კემპბელი
ნაომი კემპბელი (Naomi Campbell) არის ბრიტანული მოდელი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სუპერმოდელი 1990-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე. ის ცნობილია თავისი შესანიშნავი გარეგნობით, მოხდენილი მისტიკურობით და იმ ფაქტით, რომ იგი იყო ერთ-ერთი პირველი შავკანიანი მოდელი, რომელმაც დიდ წარმატებებს მიაღწია მოდის ინდუსტრიაში.