"ჩემი ძმა მკაც­რი იყო. სა­დაც უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, სა­ღა­მოს შინ დრო­ზე უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი…“ - ნინა ზარქუა - Marao

"ჩემი ძმა მკაც­რი იყო. სა­დაც უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, სა­ღა­მოს შინ დრო­ზე უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი…“ - ნინა ზარქუას ცნობილი ოჯახი, პოლიტიკოსი ძმა და ცხოვრების საინტერესო ამბები

2025-01-13 13:45:43+04:00

ნინა ზარ­ქუა ქარ­თუ­ლი მო­დის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ხეა, რომ­ლის დახ­ვე­წი­ლი სტი­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი კა­ბე­ბი მუდ­მი­ვად იქ­ცევს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბას. ის არამ­ხო­ლოდ დი­ზა­ი­ნე­რი, არა­მედ თა­ვა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მო­დის მიმ­დე­ვა­რია, რაც მას ქარ­თუ­ლი მო­დის სიმ­ბო­ლოდ აქ­ცევს. ნი­ნას მე­უღ­ლე ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, ალექ­სან­დრე ამი­სუ­ლაშ­ვი­ლია, და მათ ერ­თად სამი შვი­ლი ჰყავთ.

ნი­ნას ინ­სტაგ­რამ­ზე 131 ათა­სი გა­მომ­წე­რი ჰყავს, სა­დაც ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ფო­ტო­ებს წვე­უ­ლე­ბე­ბი­დან, ასე­ვე კად­რებს, რო­მელ­საც მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს იღებს. წარ­მო­გიდ­გენთ ზარ­ქუ­ას ძვი­რა­დღი­რე­ბულ გარ­დე­რობს და გა­მორ­ჩე­ულ სტილს, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად იქ­ცევს გა­მომ­წე­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბას.

zarqua

ნინა ზარქუა პროფესიით დიპლომატია, დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, მაგრამ ახლა მოდის ინდუსტრიაში საქმიანობს. ყოფილი მოდელი აქსესუარების, ფეხსაცმელების, ჩანთებისა და სამკაულების ხაზზე მუშაობს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება.

ცოტა ხნის წინ ამერიკელი სუპერმოდელი კენდალ ჯენერი, რომელმაც სახელი განსაკუთრებით რეალითი შოუს „კარდაშიანების ოჯახის“ წყალობით გაითქვა, ერთ კვირაში ორჯერ გამოჩნდა ნინა ზარქუას მიერ შექმნილი ფეხსაცმლით. დიზაინერის ჩანთაზე შეაჩერა არჩევანი მსოფლიოში ცნობილმა მომღერალმა ლედი გაგამ – მას ერთ-ერთ წვეულებაზე ნინა ზარქუას ჩანთა ეჭირა. 

ნინა ზარქუას ოჯახი

ჟურ­ნალ "ბო­მონდთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ნინა ზარ­ქუა ოჯახ­სა და ძმა­ზე ჰყვე­ბო­და: "უდარ­დე­ლი ბავ­შვო­ბა მქონ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 90-იან წლებს და­ემ­თხვა. უფ­რო­სი და-ძმა მყავს, მე ნა­ბო­ლა­რა ვარ და ყვე­ლა მა­ნე­ბივ­რებ­და. ის, რომ ქვე­ყა­ნა­ში რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, მა­ში­ნაც ვხვდე­ბო­დი. დედა ერი­დე­ბო­და ჩვენს ქუ­ჩა­ში გაშ­ვე­ბას.

გო­გო­ნე­ბი დამ­ყო­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ჩვე­ნი ძმა კო­მა­რო­ვის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და და მთე­ლი ოჯა­ხი სულ მის მო­ლო­დინ­ში ვი­ყა­ვით. მახ­სოვს, მეც ვნერ­ვი­უ­ლობ­დი... ჩემი ძმა მკაც­რი იყო. სა­დაც უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, სა­ღა­მოს შინ დრო­ზე უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი…“ - ჰყვე­ბა ნინა ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­მე­ლიც ძმის სიმ­კაც­რის მი­უ­ხე­და­ვად ად­რე­ულ ასაკ­ში და­ქორ­წინ­და და ახლა სამი მოზ­რდი­ლი შვი­ლი ჰყავს...

  • "საუკეთესო მეგობრები 2009 წლიდან" - ბავშვობის მეგობრების რამდენიმეწლიანი დაპირისპირება, საერთო საქმე და საინტერესო ცხოვრება: უმშვენიერესი დიზაინერების, ნინა ზარქუასა და ანუკი არეშიძის ძველი ფოტოები 
  • რა ღირს კაბები, რომელმაც დიზაინერის გამომწერების ყურადღება მიიქცია: ნინა ზარქუას დახვეწილი და გამორჩეული გარდერობი 
  • ბედნიერი ოჯახი და ზღაპრული დასვენება მზიან სანაპიროზე - ფეხბურთელ ალექსანდრე ამისულაშვილისა და დიზაინერ ნინა ზარქუას 19-წლიანი ქორწინება, ოჯახური იდილია და ახალი ფოტოები 

ირაკლი ზარქუა

zarqua

ირაკლი ზარქუა ბოლო მოწვევის პარლამენტის წევრია. დეპუტატმა რამდენიმე წლის წინ თბილისის საკრებულო დატოვა, მისი ადგილმონაცვლე კი მომღერალ სოფო ბედიას ქმარი მიშა მესხი გახდა. მაშინ ამბობდნენ რომ ოცნების სიაში ზარქუა კახი კალაძის კვოტით მოხვდა, რადგან მისი მეგობრის ალექსანდრე ამისულაშვილის სიძე გახლდათ.

ირაკლი ზარქუას მეუღლე მარიამ თავართქილაძე ერთ-ერთი ბანკის სადაზღვევო გაყოფილებაში მუშაობს. წყვილს ორი ქალიშვილი, ნინო და ანასტასია ჰყავთ.