სალომე ზურაბიშვილის 5 გამორჩეული ჩაცმულობა - Marao

სალომე ზურაბიშვილის 5 გამორჩეული ჩაცმულობა

2025-01-15 13:44:09+04:00

სალომე ზურაბიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენა საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირდება, რომელმაც 2004 წლის მარტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. სამთავრობო გუნდთან და ქვეყნის მე-3 პრეზიდენტთან კონფლიქტის შემდეგ ზურაბიშვილმა თანამდებობა დატოვა და აქტიურ ოპოზიციაში გადავიდა. ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში მან პოლიტიკური პარტია საქართველოს გზა დააფუძნა. მოგვიანებით იგი გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა და საქართველოს ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნით გამართულ არაერთ მანიფესტაციაში მიიღო მონაწილეობა.

2010 წლიდან სალომე ზურაბიშვილმა ქართული პოლიტიკა დატოვა და აკადემიური საქმიანობა გააგრძელა. თუმცა მან დაბრუნებაც დააანონსა და ის ქართულ პოლიტიკას 2012 წლიდან დაუბრუნდა, როცა საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა. ზურაბიშვილმა 2016 წლის საქართველოს მე-9 მოწვევის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა დამოუკიდებლად, უპარტიოდ წამოაყენა. მმართველმა გუნდმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მას კონკურენტი კანდიდატი არ დაუყენა. ზურაბიშვილმა არჩევნები მეორე ტურში მოიგო და საქართველოს პარლამენტში სადეპუტატო მანდატი მოიპოვა.

  • "გაბრიელთან პირველი ხანმოკლე შეხვედრა" - სალომე ზურაბიშვილი უმცროსს შვილიშვილის პირველად შეხვდა 
  • სალომე ზურაბიშვილის თეთრი პიჯაკი: განსაკუთრებული ისტორია და იგივე ჩაცმულობა 20 წლის შემდეგ 
  • "მთავარი ბულინგი არის იმაზე, რომ ბებერი არის... მე მეგონა, რომ ქართულ კულტურაში პირიქით იყო, ხანში შესული ადამიანების მიმართ იყო პატივისცემა" - სალომე ზურაბიშვილი 

სალომე ზურაბიშვილის სტილი

მას შემ­დეგ რაც პრე­ზი­დენ­ტი გახ­და, აქ­ტი­უ­რად უწევს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ქარ­თველ დი­ზა­ი­ნე­რებს და ბევრ მათ­გან­თან თა­ნამ­შრომ­ლობს კი­დეც. ერთი შე­ხედ­ვით სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გარ­დე­რო­ბი აქვს, მაგ­რამ თუ კარ­გად და­აკ­ვირ­დე­ბით, ხში­რად იხი­ლავთ ერ­თსა და იმა­ვე სა­მოს­ში ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე. მა­გა­ლი­თად, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის მიერ, ინა­უ­გუ­რა­ცი­ის­თვის შექ­მნი­ლი სა­მო­სი, ზუ­რა­ბიშ­ვილს აზერ­ბა­ი­ჯან­ში ვი­ზი­ტი­სა­საც ეცვა.

salome

2022 წლის 26 ივნისს, სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა ვატიკანში, „სიქსტეს კაპელაში“ ქართული საგალობლები შეასრულა.

საქართველოს პრეზიდენტმა ისტორიული მომენტის კადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ისტორიულ მომენტს ქალიშვილთან ერთად დაესწრო.

პრეზიდენტის დრესკოდმა საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.

salome

აშ­კა­რაა, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს სა­კუ­თა­რი გარ­დე­რო­ბი­დან ძა­ლი­ან უყ­ვარს წი­თე­ლი ორე­უ­ლი (რომ­ლის დი­ზა­ი­ნე­რი ჩვენ­თვის უც­ნო­ბია), რად­გან ეს კოს­ტი­უ­მი რამ­დე­ნი­მე ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ეცვა - ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­თან, შემ­დეგ კი პო­ლო­ნელ კო­ლე­გას­თან შეხ­ვედ­რი­სას.

salome

დი­ზა­ი­ნერ ქეთი ჩხიკ­ვა­ძეს­თან სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა პირ­ვე­ლად გა­სულ წელს ითა­ნამ­შრომ­ლა. მას­თან მო­დელ­მა თაკო ჩხე­ი­ძემ მი­იყ­ვა­ნა და შვი­ლის, თე­ი­მუ­რაზ გორ­ჯეს­ტა­ნის ქორ­წი­ლის­თვის ორი კოს­ტი­უ­მი შე­ი­კე­რა.

salome

2024 წლის 18 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ისაუბრა. 

გარდა იმისა, თუ რაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში, საინტერესოა ისიც, რომ მისი ჩაცმულობა სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა. 

თეთრი პიჯაკი, რომლითაც სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარების წინაშე წარსდგა, მას  2005 წელს საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანის დროსაც ეცვა. თითქმის 20 წლის შემდეგ კი, იმავე პიჯაკით მან ქართველი ხალხის ხმა მთელს ევროპას გააგონა. 

salome