ჯონ ტრავოლტასა და პრინცესა დიანას ვალსი თეთრ სახლში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტია ამერიკელი და ბრიტანელი ხალხის მეგობრობის ისტორიიდან. ყოფილმა მეგობრებმა 1985 წელს რეიგანების მიერ მიწყობილ მეჯლისზე იცეკვეს, სადაც პრინც ჩალზსა და პრინცესა დიანას უმასპინძლეს. ეს იყო ლედი დის პირველი ვიზიტი თეთრ სახლში, ჯონ ტრავოლტა კი ასევე იყო მიწვეული მიღებაზე, როგორც იმ დროის ყველაზე პოპულარული ვარსკვლავი: „ჩვენ მხოლოდ 15 წუთი შევხვდით და ეს წუთები არასოდეს დამავიწყდება“-იხსენებს ტრავოლტა.
![diana](/media/uploads/2025/01-13/191118115743-princess-diana-john-travolta-white-house-restricted-1736779517.webp)
ამ დღეს ლედი დის ულამაზესი შავი კაბა ეცვა, რომლის ავტორი ვიქტორ ედელშტაინია, თუმცა ეს ბევრმა არ იცის. ის დღეს ,,ტრავოლტას კაბის” სახელითაა ცნობილი. ამის შემდეგ დიანას შავი კაბა კიდევ რამდენჯერმე ეცა. კაბა გადასაყიდად 1997 წელს თავად დიანამ გაიტანა და 3 მილიონი ფუნტი სტერლინგი შიდსთან ბრძოლის ცენტრში გადარიცხა.
კაბა მეორედ აუქციონზე 2019 წელს მოხვდა - ამჯერად მისი ფასი ფასი 350 000 ფუნტს შეადგენდა. დიზაინერების თქმით, კაბისადმი ინტერესი შენარჩუნებულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის დიანას ეკუთვნოდა, არამედ იმ მომენტის გამო, რომელსაც ის წარმოადგენს.
„მე ამას ვერასდროს ვერ დავივიწყებ, დარწმუნებული ვარ, რომ პრინცესა დიანასთვის ამერიკაში ვიზიტის დროს, სწორედ ეს მომენტი ყველაზე ნათელი იყო, მე მის ცხოვრებაში ბედნიერება შევიტანე, მან კი მე გამაბედნიერა. ძალიან ვწუხვარ, რომ ის უკვე აღარ არის ცოცხალი“, – განაცხადა ტრავოლტამ.
დიანას უკანასკნელი ინტერვიუ
1995 წელს პრინცესა დიანას ინტერვიუს 200 მილიონი ადამიანი უყურებდა. მოგვიანებით, სამეფო ოჯახის ბრძანებით, მისი ეკრანებზე გაშვება აიკრძალა.
როდესაც BBC-ის ჟურნალისტმა დიანას ჰკითხა, რატომ ფიქრობდა, რომ არასდროს გახდებოდა დედოფალი, უელსის პრინცესამ უპასუხა: „მინდა, რომ ხალხის გულების დედოფალი ვიყო, მაგრამ ჩემს თავს ამ ქვეყნის დედოფლად ვერ ვხედავ. არ მგონია, ეს ბევრს უნდოდეს. ამაში კი მონარქიას ვგულისხმობ. რადგან მე წესებს არ ვემორჩილები, რადგან გულით ვხელმძღვანელობ და არა თავით“ - აღნიშნა პრინცესამ.
საუბარი დიანას ქორწინებასაც შეეხო - პრინც ჩარლზის რომანმა კამილა პარკერ ბოულზსთან სამეფო წყვილის 14-წლიანი ქორწინება დაასრულა: „ ამ ქორწინებაში სამი ადამიანი ვიყავით, დამეთანხმებით, რომ ხალხმრავალია.“ ჟურნალისტის კითხვაზე, გახდება თუ არა ჩარლზი მეფე, დიანამ უპასუხა: „ვფიქრობ, არცერთმა ჩვენგანმა არ იცის ამაზე პასუხი. ცხადია, ეს არის კითხვა, რომელიც ყველას თავში ტრიალებს, მაგრამ ვინ იცის, რას გვიმზადებს ბედი. ჩემი სურვილია, ჩემმა ქმარმა სიმშვიდე მოიპოვოს. ძალიან ვნანობ, რომ ჩვენმა ქორწინებამ არ გაამართლა. მაგრამ იმედიანად ვარ, რადგან წინ არის მომავალი, მომავალი ჩემი ქმრისთვის, მომავალი ჩემთვის და მომავალი მონარქიისთვის.“