სოფი ლორენის შვილიშვილი, 18 წლის ლუჩია პონტი რომელიც ცნობილი მსახიობის, საშა ალექსანდერისა და სოფის ვაჟის, ედუარდო პონტის შვილია, პირველად დაესწრო პარიზის დებიუტანტების წვეულებას, რომელიც გაიმართა მდიდრულ სასტუმრო Shangri-La Paris-ში. ღონისძიებაზე, ჟენევაში დაბადებული და ბრაუნის უნივერსიტეტის სტუდენტი, ბრწყინავდა Giorgio Armani-ის ვინტაჟურ, ზოლიან და მაქმანებიან კაბაში.
„ჩემს ბებიას ყოველთვის სჯეროდა ელეგანტურობის, რომელიც დროს ვერ დაექვემდებარება. ის მიზიარებდა რჩევებს, თუ როგორ უნდა მეტარებინა ისეთი სამოსი, რომელიც ჩემს ნატურას გამოხატავდა. ბავშვობაში მან მასწავლა სიმარტივის დაფასება და იმავდროულად, ჩაცმულობაში განსაკუთრებული დეტალის დამატება.“ლუჩიას თქმით, მისი ბებიის გარდერობი „სავსეა ისტორიებით დატვირთული ნივთებით,“ და სწორედ ამ პრინციპის მიხედვით ირჩევს თავადაც სამოსს.
მომწონს ისეთი კაბები ან სამოსი, რომელშიც თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად ვგრძნობ. ვნახე დებიუტანტების წინა წლების კაბები, რომლებიც თითოეულ გოგონას განუმეორებელ ხიბლს ანიჭებდა. უბრალოდ, ვიმედოვნებდი, რომ ვიპოვიდი ისეთ კაბას, რომელიც მეც ისევე შემეფერებოდა."
ლუჩიამ ასევე ბებიასთან ურთიერთობაზე ისაუბრა:
„მე და ბებია ძალიან ახლოს ვართ. ხშირად ჩავდივარ მასთან ჟენევაში, ის კი ჩამოდის ჩვენთან ლოს-ანჯელესში. ძალიან მიყვარს ის და, მიუხედავად მანძილისა, დიდ დროს ვატარებთ ერთად.“
სოფი ლორენი
სოფი ლორენი, თეატრისა და კინოს იტალიელი მსახიობი, ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი და საყოველთაოდ აღიარებული ვარსკვლავია. იგი არა მხოლოდ სილამაზისა და სტილის ეტალონად ითვლება, არამედ მე-20 საუკუნის საკულტო პიროვნებაცაა და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. მისი გამოჩენის დღიდან მისი სტილი და ჩაცმულობა მთელ მსოფლიოში მილიონობით ქალმა გადაიღო.
მსახიობის წარმატება სილამაზის კონკურსით დაიწყო, როცა დედამისმა ქუჩაში განცხადება ნახა: "გინდა, გახდე ზღვის პრინცესა? მიიღე მონაწილეობა კონკურსში!" მან შვილს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ურჩია, სადაც სოფიმ მეორე ადგილი დაიმსახურა. სწორედ ამის შემდგომ დაიწყო კინოკარიერა. 1950-იანი წლების დასასრულს მან ითამაშა ფილმებში: "ბიჭი დელფინზე" და "სიამაყე და ვნება", სადაც თამაშობდა კერი გრანტთან და ფრენკ სინატრასთან ერთად. ლორენს და გრანტს ჰქონდათ რომანი, რომელიც ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ რომანადაა მიჩნეული.
გარდა წარმატებული კინოკარიერისა, მისი ცხოვრება, რომანები თუ დახვეწილი, ელეგანტური სტილი მუდამ ტაბლოიდების საყვარელი თემა იყო. მსახიობი ხშირად სტუმრობდა სხვადასხვა მოდის ჩვენებასა თუ სახლს. მისი რჩეული კი მუდამ კრისტიან დიორი იყო. ერთ-ერთი საკულტო ფოტოც სწორედ დიორის მაღაზიაშია გადაღებული, როდესაც დაბალქუსლიან ფეხსაცმელს არჩევდა.