საკულტო სიტუაციური კომედიის, ე.წ სიტკომის, "Friends" -ის ერთ-ერთი მთავარი გმირის, მეთიუ პერის გარდაცვალებამ მთელი მსოფლიო შეძრა. გულშემატკივრები წერდნენ, რომ მსოფლიომ შესანიშნავი მსახიობი, მაგრამ მათ ნამდვილი "მეგობარი" დაკარგეს.
სერიალი მართლაც არაერთ ადამიანს დაეხმარა რთული პერიოდის გადატანაში, მასში გადმოცემული მეგობრობის, სიყვარულის, ერთგულების, თანადგომისა თუ უბრალოდ ადამიანური ურთიერთობების გავლენა იმდენად დიდია, რომ პერსონაჟები რეალურად იქცნენ გულშემატკივართა ცხოვრების განუყოფელ ნაწილად. მეთიუ პერიც ექვსი ასეთი ადამიანიდან ერთს, ჩენდლერ ბინგს განასახიერებდა.
ცოტა ხნის წინ, ინტერვიუშ, მეთიუს მეგობარმა და კოლეგამ, ლიზა კუდროუმ მსახიობის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მეთიუმ მას წერიული დაუტოვა:
სერიალის ერთი ეპიზოდი სახალისო და ამაღელვებელ ისტორიას უკავშირდება, რომელიც მოგვიანებით გადასაღებ მოედანს გასცდა.
ჯერ კიდევ 2020 წელს, Jimmy Kimmel Live-ის გადაცემაში, ლიზამ თავის სახლი, წიგნების თაროზე შენახული ფუნთუშების ქილა აჩვენა და აღნიშნა, რომ ეს საჩუქარი სერილის დასრულების შემდეგ მეთიუსგან მიიღო.
საათის ფორმის ეს ქილა შეგიძლიათ ნახოთ მე-8 სეზონის 21-ე ეპიზოდში, როდესაც ფიბი ჩენდლერს ინტერვიუსთვის მომზადებაში ეხმარება.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ნივთი კუდროუს თაროზე რჩებოდა. სულ ახლახან, საჩუქრად მიღებიდან 20 წლის შემდეგ, ლიზამ ქილა გახსნა და შიგნით ,ეთიუს წერილი იპოვა წარწერიტ: "დრო ყველაფერია."
მეთიუ პერი დაიბადა 1969 წლის 19 აგვისტოს მასაჩუსეტსის პატარა ქალაქ უილიამსტაუნში. დედამისი, სიუზენ მარი მორისონი, კანადელი ჟურნალისტია და კანადის პრემიერ-მინისტრ პიერ ტრუდოს პრეს-მდივნად მუშაობდა. მამამისი, ჯონ ბენეტ პერი, ამერიკელი მსახიობი და მოდელია. მისი მშობლები ჯერ კიდევ მის დაბადებამდე განქორწინდნენ, რის შემდეგაც დედამისი მეორედ დაქორწინდა კანადელ ჟურნალისტ კიტ მორისონზე. ამის გამო იგი დედასა და მამინაცვალთან ერთად იზრდებოდა ოტავაში, ონტარიოში, სადაც დაამთავრა ოშბურის კოლეჯი. თინეიჯერობისას იგი დაინტერესებული იყო ჩოგბურთით და ქალაქის გუნდში უმცროს მოთამაშედაც გამოდიოდა.
პერის სამსახიობო კარიერა ჯერ კიდევ 1979 წელს დაიწყო, როდესაც სერიალში „240-რობერტი“ შეასრულა არტურის ეპიზოდური როლი. ამის შემდეგ წლების განმავლობაში იგი პატარ-პატარა ეპიზოდურ როლებს თამაშობდა ფილმებსა და სერიალებში. პირველი სერიოზული როლი 1987 წელს მიიღო სერიალში „ბიჭები ყოველთვის ბიჭები იქნებიან“, სადაც 1988 წლამდე ასრულებდა ჩეზ რასელის როლს.
უკვე 1994 წელს მეთიუ პერის სერიალში „მეგობრები“ ექვსი მთავარი პერსონაჟიდან ერთ-ერთის, ჩენდლერ ბინგის როლზე ამტკიცებენ. იგი ამ როლს 2004 წლამდე ასრულებდა და მისთვის განსაკუთრებული წარმატებისა და პოპულარობის მომტანი აღმოჩნდა. ცნობილია, რომ 2002 წლიდან ჩენდლერის როლისათვის პერის თითოეულ ეპიზოდში 1 მილიონ დოლარს უხდიდნენ.