ყველაზე მარტივი გზა მსოფლიოში მოდური ქალის სტატუსის მისაღებად აქვთ მათ, ვისაც შეუძლიათ წვდომა მსოფლიო ბრენდების უახლეს კოლექციებზე. მაგრამ ეს ყველაზე რთულია სამეფო ოჯახისთვის, რადგან დედოფლების და პრინცესების ყოველი გამოჩენა უნდა შეესაბამებოდეს მკაცრ პროტოკოლს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვერასდროს ვიხილავთ ქეით მიდლტონს დაბალი დეკოლტეთი ან მინი-კაბით.
The Telegraph-მა გამოაქვეყნა სამეფო ოჯახების ყველაზე მოდური წევრების სია:
დანიის დედოფალი მერი
მეფე ფრედერიკ X-ის მეუღლე და მისი ოთხი შვილის დედა. დედოფალი მერი არის ევროპის ისტორიაში პირველი დედოფალი, რომელიც ევროპაში არ დაბადებულა.
შვედეთის პრინცესა სოფია
როგორც ცნობილია, პრინცესა სოფიამ შვედეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი 2009 წელს ღამის კლუბში გაიცნო, თუმცა ერთმანეთთან შეხვედრა 1 წლის შემდეგ დაიწყეს. როგორც ამბობენ, პრინცი ფილიპის არჩევანი თავდაპირველად სამეფო ოჯახის წევრებმა არ მოიწონეს. თუმცა, პრინცმა მოდელ გოგონას ხელი მაინც სთხოვა და... "ასე გადაიქცა კიდევ ერთი კონკია პრინცესად"- წერდნენ 2015 წელს ტაბლოიდები სამეფო ოჯახის ქორწილის გაშუქებისას.
ნიდერლანდების დედოფალი მაქსიმა
ნიდერლანდების დედოფალი 2013 წლიდან დღემდე როგორც მეფე ვილემ-ალექსანდერის მეუღლე. იგი ნიდერლანდებისა და სრულიად ევროპის ისტორიაში პირველი ლათინოამერიკელი დედოფალია.
ესპანეთის დედოფალი ლეტიცია
ფილიპეზე ქორწინებამდე ლეტიცია იყო ჟურნალისტი და ახალი ამბების წამყვანი. ფილიპესა და ლეტიციას ჰყავთ ორი ქალიშვილი ასტურიის პრინცესა ელეონორი და ესპანეთის ინფანტა სოფია.
ბრიტანეთის ყველაზე ელეგანტურ სამეფო ოჯახის წევრად რამდენიმე თვით ადრე დაასახელეს. ბევრი აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ რეიტინგში ლიდერი არ იყო ქეით მიდლტონი, მაგრამ ეს სიტუაცია ადვილი ასახსნელია. ფაქტია, რომ გასულ წელს მძიმე ავადმყოფობის გამო, უელსის პრინცესა საზოგადოებაში ძალიან იშვიათად ჩნდებოდა. თუმცა, უდავოდ, ყოველ ჯერზე უნაკლოდ გამოიყურებოდა.