ოდრი ჰეპბერნიდან ლედი გაგამდე: გამორჩეული თეთრი კაბები - Marao

ოდრი ჰეპბერნიდან ლედი გაგამდე: გამორჩეული თეთრი კაბები

2025-01-15 13:10:23+04:00

თეთრი სახიფათო ფერია, რადგან მომზადებისას განსაკუთრებულ ზრუნვას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, ბევრმა ვარსკვლავმა მოახერხა საკულტო ლუქის შექმნა თეთრი კაბების გამოყენებით.

თეთრი კაბები

შერონ სტოუნის კაბა Basic Instinct-დან გახდა არა მხოლოდ 1992 წლის, არამედ მთელი ოთხმოცდაათიანი წლების საკულტო ლუქი. სწორედ ამ კაბის დამსახურებით მისმა გმირმა მეტსახელი შიძინა -"ეშმაკი თეთრებში".

sharon

 ოდრი ჰეპბერნმა მიიღო თავისი ერთადერთი ოსკარი პრინცესა ანას როლისთვის რომაულ არდადეგებში, 1954 წელს. კინოაკადემიის დაჯილდოებაზე მსახიობს თეტრი კაბა ეცვა, რომელიც თავისმა მეგობარმა ჰუბერტ ჟივენშიმ სპეციალურად მისთვის შექმნა.

audrey

საკულტო კლუბის Studio 54-ის დროს ჰალსტონი მთავარი დიზაინერი იყო. ეპოქის ერთ-ერთი ხატი, ბიანკა ჯაგერი, არა მხოლოდ ესწრებოდა გახმაურებულ წვეულებებს, არამედ თითოეული სტუმრობისას საზოგადოებას თავს გამორჩეული ლუქებით ამახსოვრებდა. 

bianca

ლედი გაგა წლების განმავლობაში სტილისტების დახმარებითა და დიზაინერებთან თანამშრომლობით გარეგნულად იხვეწებიან, თუმცა ლედი გაგა გამონაკლისია, მან მუსიკალურ ინდუსტრიაში თავიდანვე გამორჩეული “გემოვნებით” შეაბიჯა და მოდის სამყაროში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.

gaga

1983 წელს პრინცესა დიანა ავსტრალიაში ჩავიდა, სადაც ბენი ონგის ელეგანტური საზაფხულო კაბით გამოჩნდა. თეთრი ფერი უდაბნოს ფონზე განსაკუთრებულად გამოიყურებოდა. 

diana

მერილინ მონრო მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გავლენიანი მსახიობი, მოდელი და მომღერალია, რომელიც პოპულარულობასა და საზოგადოების სიყვარულს დღემდე არ კარგავს. სილამაზის სიმბოლოდ აღიარებულმა მერილინმა მსოფლიოს თავი კარიერის გარდა იმ დროისთვის გამბედავი, დასამახსოვრებელი და გამორჩეული ჩაცმულობითაც დაამახსოვრა.

monroe

გამორჩეულია თეთრი კაბა, რომელიც The Seven Year Itch-ში ეცვა.

გრეის კელის ხანმოკლე კარიერა new look-ის სტილში აყვავდა, XX საუკუნის ყველაზე ქალური და მდიდრული სტილი. სამოსისადმი მოთხოვნა იყო შემდეგი - ის უნდა ყოფილიყო მდიდრული, მაგრამ გრეისის სილამაზე არ უნდა დაეჩრდილა. ამასთან, გრეისს არ უყვარდა ზედმეტად თამამი სამოსი და სხვებისგან განსხვავებით იშვიათად იცვამდა ღრმა დეკოლტეს.

grace