სალმა ჰაიეკი, კამერონ დიასი და სხვა ვარსკვლავები, რომლებიც პირველად 40 წლის შემდეგ დაქორწინდნენ - Marao

სალმა ჰაიეკი, კამერონ დიასი და სხვა ვარსკვლავები, რომლებიც პირველად 40 წლის შემდეგ დაქორწინდნენ

2025-01-15 14:53:10+04:00

ვარსკვლავების მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, 40 წლის ასაკის მერე საბედოსთან შეხვედრა, საკმაოდ რეალურია. მთავარია, ძალიან მოინდომო...

რეიჩელ ვაისი

rachel

ოსკაროსანი მსახიობი დანიელ კრეიგს  ცოლად 41 წლის ასაკში გაჰყვა. წყვილმა ერთმანეთი 2000 წლის დასაწყისში გაიცნო, ქორწილი კი 2011 -ში გადაიხადა. მანამდე მსახიობი 9 წელი ცხოვრობდა ამერიკელ რეჟისორ დარენ არანოფსთან ერთად. ისინი ერთმანეთს 2001 წელს შეხვდნენ. 2006 წელს, მათ ბიჭი, ჰენრი ჩენსი გაუჩნდათ. 2010 წლის დასასრულს კი წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, მათ არ ჰქონიათ საქორწინო კონტრაქტი. დაცილების შემდეგ კი მეგობრებად დარჩნენ.

  • ტომ ჰოლანდი და ზენდაია დაინიშნნენ 
  • „გამოიცანით ვინ არის აქ, 2025 წლის 7 იანვრიდან" - 57 წლის ვენსან კასელი მეოთხე შვილის მამა გახდა 
  • "რას დაემსგავსა? მუმიას ჰგავს..." - მაიკლ ჯექსონის უფროსი დის, ტოიას დაუოკებელი სურვილი და პლასტიკური ოპერაციები 

სელმა ჰაიეკი

salma

2009 წელს, სელმა ჰაიეკი რომელიც 43 წლის იყო, ცოლად გაჰყვა მილიარდერ ფრანსუა-ანდრი პინოს, რომელიც ძვირფასეულობების კონლომერატის მფლობელია. მის გვართან დაკავშირებულია : Gucci, Brioni, Bottega, Venata , Balenciaga , Alexander McQoueen, Sint Laurent და ბევრი სხვა ცნობილი ბრენდები. წყვილმა შეხვედრა 2004 წელს დაიწყო, ქორწილზე თანხმობა კი მსახიობმა ანრის მეორე მცდელობაზე განაცხადა. მანამდე კი ჰაიეკს რომანი ჰქონდა ჯოშ ლუსაკთან და 4 წლიანი ურთიერთობა ედვარდ ნოსრტომთან. ამ უკანასკნელთან სელმამ კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა. ის მსახიობის ქორწილშიც კი იმყოფებოდა.

კამერონ დიასი    

cameron

ქემერონ დიასი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ქორწინების ტრადიცია მოძველებულია, ერთი წლის წინ, 42 წლის ასაკში დაქორწინდა. მისი რჩეული მუსიკოსი ბენჯ მედენი გახდა. მანამდე, ქერა მსახიობს სკანდალური რომანი ჰქონდა ბეისბოლისტ ალექს როდრიგესთან, ჯასტინ თიმბერლეიქთან, მეტ დილანთან და ჯარედ ლეტოსთანაც კი, რომელზეც დიასი დანიშნული იყო. თუმცა, არც ერთი რომანი ქორწილამდე არ მივიდა.

კორტნი კარდაშიანი    

kard

კორტნის ხანგრძლივი და რთული ურთიერთობა ჰქონდა სკოტ დისიკთან, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა, მაგრამ წყვილი არადროს დაქორწინებულა. კორტნი პირველად 43 წლის ასაკში 2022 წელს დაქორწინდა მუსიკოს ტრევის ბარკერზე.

ქლოე სევინი    

chloe

ქლოე სევინიმ და მისმა ბოიფრენდმა სინისა მაკკოვიჩმა გადაწყვიტეს ურთიერთობის რეგისტრაცია შვილის დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2020 წელს. ქლოე იმ დროს 45 წლის იყო.

ჯულიანა მარგულისი    

juliana

2007 წლის ნოემბერში იგი დაქორწინდა ადვოკატ კეიტ ლიბერტალზე. იანვარში მათ ვაჟი კიერანი შეეძინათ. მსახიობი მაშინ 41 წლის იყო. ჯულიანას მამის მოგონებების მიხედვით, რომელმაც იგი საკურთხეველთან მიიყვანა, ცერემონია ძალიან ლამაზი და ტრადიციული იყო.