კახა კინწურაშვილი მეუღლეზე, ოჯახზე, პროფესიასა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე - Marao

კახა კინწურაშვილი მეუღლეზე, ოჯახზე, პროფესიასა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე

2025-01-15 17:33:45+04:00

კახა კინწურაშვილი დაიბადა 1984 წლის 18 ოქტომბერს, ქალაქ სოხუმში.

2006 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის დრამისა და კინოს სამსახიობო ფაკულტეტი. მიწვევით მუშაობს თბილისის სხვადასხვა თეატრებში.

აგრეთვე, წლების მანძილზე მიჰყავდა არაერთი გადაცემა ტელეკომპანიების „იმედისა“ და „GDS“-ის ეთერებში 2023 წელს საინფორმაციო პოლიტიკის მიმართ პროტესტის გამო დატოვა ტელეკომპანია „იმედი“ .

kaxa

ბავშვობა და ადრეული კარიერა

ბავშვობაში სპორტსმენობა სურდა, თუმცა 6 წლის იყო, როცა მსახიობობა გადაწყვიტა და მას შემდეგ არჩეული გზისთვის არასდროს გადაუხვევია:

„5 წლის ვიყავი, როცა მშობლებმა დრამწრეზე შემიყვანეს. სცენაზე რომ დავდექი და ეს ჯადოსნური სამყარო შევიგრძენი, მას შემდეგ სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. აქტიური ბავშვი ვიყავი და ბევრ წრეზე დავდიოდი, მაგრამ ყველაზე დიდი ხალისით სცენაზე გავდიოდი. უბრალოდ, მაშინ ეს საქმე გაცილებით მარტივი მეგონა, ვიდრე არის... კარგ რეჟისორთან ერთად და კარგი სცენარის მიხედვით ფილმზე ვიმუშავებდი. როგორ პერსონაჟს განვასახიერებდი? რომელიც იბრძვის, რომელსაც სტკივა, რომელსაც უყვარს..

kaxa

ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა და, მგონია, რომ ეს ის მოედანია, სადაც შემიძლია, რაღაც შევქმნა" - ამბობდა ის. 2005 წლიდან დაიწყო აქტიური სამსახიობო კარიერა და მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, რუსთაველის, მუსიკისა და დრამის თუ ახალი თეატრის სცენაზე დღემდე თამაშობს. ვრცელია მისი კინოროლების სიაც: „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“, „თბილისური Love Story“, „ყაზბეგელი მფრინავი“, „უშენოდ მგონი მოვკვდები“, „სიყვარულის ბალადა“ , „ანოს და ვანოს თავგადასავალი“... მონაწილეობას იღებდა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო შოუში "შუა ქალაქში". განსაკუთრებული პოპულარობა კი კახა კინწურაშვილს სერიალმა "ტიფლისი" და ლუკა მაისურაძის როლმა მოუტანა.

პირადი ცხოვრება

კახამ 2013 წლის 13 აგვისტოს ჯვარი პროფესიით იურისტ მზიკა ყანჩელზე დაიწერა, 2014 წლის 13 ივლისს კი წყვილს ბიჭი შეეძინა, ბავშვს სახელად იოანე დაარქვეს. კახას მეუღლე მშობიარობის დროსაც არ მიუტოვებია.

kaxa

"იოანეს დაბადებას დავესწარი. ეს იმდენად დიდი მოვლენაა, რომ ყველა კაცმა უნდა ნახოს. ესეც რომ არ იყოს, არ შეიძლება საყვარელი ადამიანი მიატოვო და ცალკე ინერვიულო. ქალი ამ დროს უდიდეს პროცესებს გადის. არ მეგონა, ასეთი შთამბეჭდავი პროცესი თუ იქნებოდა. იმის გამო არ დავსწრებივარ, მეფიქრა, ბავშვი, რომ დაიბადება, პირველმა ვნახო-მეთქი. მინდოდა, მზიკას გვერდით ვყოფილიყავი და მარტო არ დამეტოვებინა. ჩემი იქ ყოფნა ძალიან დაეხმარა", - თქვა კახა კინწურაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრისას.

კახა კინწურაშვილი ოჯახთან - მეუღლესა და შვილებთან ერთად ცხოვრობს. ბოლო რამდენიმე წელია გატაცებულია მეღვინეობით და საკუთარი პატარა მარანიც აქვს. უნდა, რომ სიმღერა შეეძლოს. სხვები ეუბნებიან, რომ გამოსდის, თუმცა თავად ასე არ ფიქრობს. სიმშვიდით პასუხობს მის მიმართ გამოთქმულ ყველა საფუძვლიან თუ უსაფუძვლო კრიტიკას და ამავე სიმშვიდით აგრძელებს იმ როლების შექმნას, რომლებზეც კიდევ დიდხანს ისაუბრებენ.

აქციები

და­კა­ვე­ბუ­ლებს - ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძეს, ონი­სე ცხა­და­ძეს, ჯანო არ­ჩა­ი­ას, რუს­ლან სი­ვა­კოვს, ლუკა ჯა­ბუ­ას, გუ­რამ მირ­ცხუ­ლა­ვას, ვა­ლე­რი თეთ­რაშ­ვილს, გი­ორ­გი ტე­რიშ­ვილს, ირაკ­ლი ქე­რაშ­ვილს, რე­ვაზ კი­ნა­ძე­სა და სერ­გეი კუ­ხარ­ჩუკს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნათ, რაც ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 4-დან 6 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

“ერ­თა­დერ­თი ოც­ნე­ბა იყო, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი დღეს გა­რეთ გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ, რომ დღეს ან­დროს მისი შვი­ლი ენა­ხა, ამა­ზე ვოც­ნე­ბობ­დით, მაგ­რამ, თა­ვის­თა­ვად, არ ვე­ლო­დით. რო­გორ უნდა ელო­დე­ბო­დე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, ვინც აუ­ბე­დუ­რებს ხალ­ხს, ძვლებ­ში ამ­ტვრევს, სა­ხეს ულე­წავს, ქვე­ყა­ნას ყი­დის - ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან რას უნდა ელო­დო, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას? არა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა ამათ ხელ­ში არ იქ­ნე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და კინ­წუ­რაშ­ვილ­მა.