ეკა კახიანი დღეს იუბილარია, მომღერალს საყვარელი ადამიანები თბილი სიტყვებით ულოცავენ დაბადების დღეს.
ეკა კახიანს 3 შვილი – ქეთო თოფურიძე, ანასტასია თოფურიძე და ნინი ბადურაშვილი ჰყავს და 3 შვილიშვილი, ნინი ბადურაშვილისგან 1, ხოლო ანასტასია თოფურიძისგან 2, რომელთა აღზრდაშიც ეკა აქტიურად არის ჩართული.
აღსანიშნავია ისიც, რომ წლების მანძილზე მომღერალი იდეალურ ფორმას ინარჩუნებს.
ეკა კახიანი საქართველოს სახალხო არტისტის, იმედა კახიანის შვილია.
გამოჩენილი ქართველი მსახიობი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში დაიბადა. განსაკუთრებული როლების წყალობით მისი წარმატება სტუდენტობის პერიოდში მოვიდა. იმედა კახიანმა 1956–1959 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა. 1957 წელს მისი დებიუტი ფილმ „საბუდარელ ჭაბუკში“ შედგა, სადაც მან გოგიტას როლი განასახიერა. იმედა კახიანმა 1967 წელს დამსახურებული არტისტის ტიტული, ხოლო 1979 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიიღო.
„ჩემი ძმის გარდაცვალება მე ძალიან რთულად გადავიტანე, აღარ მქონდა არავისთან კომუნიკაცია, არ ვსაუბრობდი. ლადო ძალიან აქტიური და ლაღი ბავშვი იყო ჩემგან განსხვავებით. ზაფხული იყო და ვიყავით წყნეთში უცებ დასუსტდა, ფერი შეეცვალა. დედაჩემმა წაიყვანა ანალიზებზე და პირველივე ანალიზის პასუხის შემდეგ გვითხრეს, რომ მაქსიმუმ თვენახევარი შეძლებდა სიცოცხლეს. ამასობაში მამაჩემის დაბადების დღე მოახლოვდა, რა თქმა უნდა, არ გვქონდა ზედმეტი აღნიშვნების თავი და არაფერს ვგეგმავდით, ლადო გამოვიდა და დედაჩემს ეუბნება „ანუ დავმარცხდით? ეს თამაში წავაგეთ თუ რა ხდება? დაურეკე ეხლავე შენს მეგობრებს და უთხარი მოვიდნენ“ , მართლაც ასე მოხდა, ჩემი ძმა ვერ დგებოდა ფეხზე თუმცა ყველაფერი ისე გავაკეთეთ როგორც ლადოს უნდოდა. ჩემი ძმა ბოლომდე იბრძოდა, არ დანებებულა, თუმცა საბოლოოდ 16 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჩემი მშობლები სულ ცდილობდნენ, რომ ჩემთვის მათი ეს უმძიმესი ტრაგედია არ მოეხვიათ და უფრო არ დავეთრგუნე. “
ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ, ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა.
ნიკო თოფურიძეს და ეკა კახიანს, ორი უმშვენიერესი ქალიშვილი, ქეთო და ანასტასია ჰყავთ. წყვილს საერთო შვილიშვილიც ჰყავს, რომელსაც იმედო კახიანის გარდაცვლილი ვაჟის, ლადოს სახელი ჰქვია.
„არ მერიდება იმის თქმა, რომ მყავს არაჩვეულებრივი შვილები, საოცარია რომ უცებ შევიძინე მათი სახით 3 და, რომელიც დღეს უკვე ჩემი მეგობრები არიან. სამივე სხვადასხვანაირია, ჩვენ გვაქვს ჯგუფი, სადაც ერთმანეთს ვწერთ ხოლმე, მაგალითად თუ რაიმე გადაღება მაქვს და ვწერ ამარჩევინეთ რა ჩავიცვა, ზუსტად ვიცი ვინ როგორ მიპასუხებს, აქედან ნინი მოიწერება – „რავი აბა“ , იქიდან ანასტასია, დეტალურად მომწერს რა და რატომ უნდა ჩავიცვა, რაც შეეხება ქეთოს ის ძალიან გახსნილი და კომუნიკაბელურია. ჩვენ ხშირად ვიკრიბებით და ერთადაც დავდივართ სამოგზაუროდ მე ამ ყველაფრით ძალიან მადლიერი ვარ. “