რენე კეთლინ ზელვეგერი დაიბადა 1969 წლის 25 აპრილს, ტეხასის შტატის პატარა ქალაქ კეტიში. მამამისი ემილ ერიხ ცელვეგერი იყო შვეიცარიელი იმიგრანტი, რომელიც მუშაობდა ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში, ხოლო დედა ირენ ანდერსენი ნორვეგიული წარმოშობისაა.
რენეს ჰყავს უფროსი ძმა – დრიუ ზელვეგერი, რომელიც მარკეტინგის სფეროში მოღვაწეობს.
ადრეული კარიერა
ადრეულ წლებში რენე ზელვეგერი აქტიურად იღებდა მონაწილეობას სპორტის რამდენიმე სახეობაში, მათ შორის ფეხბურთში, კალათბურთში, ბეისბოლსა და ამერიკულ ფეხბურთში.
რენე ზელვეგერმა ტეხასის უნივერსიტეტში დაამთავრა სამსახიობო კურსები და შემდეგ გაემგზავრა ჰოლივუდში. კინოსინჯებში მონაწილეობდა და საბოლოოდ მიიღო მეორეხარისხოვანი როლები კინოფილმებში. 1994 წელს მიიღო მთავარი როლი ფილმში „ტეხასური ხოცვა ბენზოხერხით 4: ახალი თაობა“, სადაც მასთან ერთად ითამაშა მეთიუ მაკკონაჰიმ. სწორედ ამ უკანასკნელმა მოუწოდა რენეს ჰოლივუდში წასულიყო და იქ მიეღწია წარმატებებისთვის.
რენე ზელვეგერი კინოკრიტიკოსებმა აღიარეს ფილმში „ჯერი მაგუაიერი“. აღსანიშნავია ასევე ფილმები: „ბრიჯიტ ჯოუნსის დღიური“, „ჩიკაგო“ და სხვ. 2003 წელს გამოვიდა დიდბიუჯეტიანი ფილმი „ცივი მთა“, სადაც განსახიერებული როლისთვის დაჯილდოვდა ოსკარის პრემიით.
6-წლიანი პაუზა
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მსახიობი რობერტ გულდიას ფილმში Judy გამოჩნდება, სადაც ცნობილი ამერიკელი მსახიობის ჯუდი გარლანდის როლი შეასრულა, რომლისთვისაც მეორე ოსკარი მოიპოვა.
ყველასათვის საყვარელმა „ბრიჯიტ ჯონსის“ მთავარმა გმირმა ასევე გაიხსენა 2014 წელს წითელ ხალიჩაზე მისი გამოჩენა, როდესაც მედიამ მთელი ყურადღება მის განსხვავებულ გარეგნობას და პლასტიკური ოპერაციებზე სტატიებს დაუთმო:
„ჩვენ შესახებ ხშირად კითხულობენ მორალს და მათი მოსაზრებები თითქოს ჩვენი ხასიათის ანარეკლია. იმის მიუხედავად, რამდენად კარგი, სუსტი ან გულწრფელი ადამიანები ვართ. გადაწყვეტილებამ იმაზე, რომ არსებულის შეცვლა მჭირდებოდა, არ იმუშავა, რაც ახლა მასევდიანებს. მე ხომ ასე არ ვუყურებ სილამაზეს და ასე არ ვფიქრობ საკუთარ თავზე. მომწონს ჩემი უცნაური თავისებურებები, ჩემი მრავალფეროვნება, რადგან ეს საშუალებას მაძლევს ვაკეთო ის, რაც მინდა. კარიერის დასაწყისში მოუვლელ თმასთან ერთად ლურჯი ჯინსები და კოვბოის ჩექმები მეცვა და ასე დავიწყე მუშაობა. სამსახურისთვის ცვლილება არ დამჭირვებია, ამიტომ, გაუგებარია თუ რატომ ვცდილობდი ვყოფილიყავი ის, რაც არასდროს ვყოფილვარ“. - განაცხადა ზელვეგერმა.
პირადი ცხოვრება
1999 წლიდან 2000 წლამდე ზელვეგერი დანიშნული იყო ჯიმ ქერიზე. 2003 წელს მას ჰქონდა ხანმოკლე ურთიერთობა მუსიკოს ჯეკ უაიტთან. მსახიობს ბიოლოგიური შვილი არ ჰყავს და ამ თემაზე საჯაროდ ბევრჯერ უსაუბრია:
"დედობა არასდროს ყოფილა ჩემი ამბიცია. ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით. წინასწარ არაფერს ვგეგმავ, ყოველთვის დინებას მივყვები" - ამბობდა მსახიობი.