ქართული ეროვნული ბალეტი, საზოგადოებაში უფრო მეტად ცნობილი, როგორც სუხიშვილები ან სუხიშვილი — ქორეოგრაფიული ანსამბლი, დაარსდა 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით. ანსამბლის მიერ ქართულ ცეკვაში განხორციელებული რეფორმა ახლოა ე.წ. „მოდერნ-ბალეტის“ პრინციპებთან, თუმცა მისი არსით და პოეტიკით იგი ქართული ეროვნული ქორეოგრაფიაა და ანსამბლის დადგმული ცეკვები ქართულ ფოლკლორს ეფუძნება.
პირველი კონცერტი გაიმართა 1945 წლის 11 ივნისს. 1948 წელს ანსამბლი პირველად გასცდა საბჭოთა კავშირის საზღვრებს. 1970 წელს ანსამბლს მიენიჭა „აკადემიურის“ სტატუსი.
ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო ანსამბლს განხორციელებული აქვს ორასზე მეტი ტურნე. მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 88 ქვეყანაში გამართული აქვს 19 200-ზე მეტი წარმოდგენა. ანსამბლის ქორეოგრაფიულ ხელოვნებას 60 მილიონზე მეტი მაყურებელი ეზიარა. 1967 წელს ანსამბლმა კონცერტი ლა-სკალაში გამართა და პირველი და დღემდე ერთადერთი ფოლკლორული დასი გახდა, რომელიც ამ თეატრის სცენაზე გამოვიდა.
ნინო კირვალიძის სახელი გარდა პროფესიონალიზმისა, ნამდვილ ქართულ სილამაზესთანაც ასოცირდება. ქართული ნაციონალური ბალეტის "სუხიშვილების" ძველი თაობის ერთ-ერთი პოპულარული მოცეკვავე გამოირჩეოდა უზადო გარეგნობით და, როგორც მეგობრები ახასიათებდნენ, საოცრად კეთილი გულით.
ლატავრა ფოჩიანი დაიბადა ლენტეხის რაიონის სოფელ ლექსურაში 1939 წლის 16 ივლისს.
7 წლის ასაკში იგი პიონერთა სასახლის ქორეოგრაფიულ წრეში ჩაირიცხა (ხელმძღვანელები - ანტონ ჩიხლაძე, რუბენ ჭოხონელიძე. 1957 წელს დაამთავრა თბილისის 1 საშუალო სკოლა. 1956-1961 წლებში იყო თვითმოქმედი ანსამბლის სოლისტი, ხოლო 1965-1982 წლებში— საქართველოს სახელმწიფო აკადემიური დამსახურებული ანსამბლის პრიმა-ბალერინა. შემდგომ წლებში ლატავრა ფოჩიანი ილიკო სუხიშვილის სახელობის ქართულ ხალხურ ბალეტად წოდებულ ანსამბლში მოღვაწეობდა.
1958-1960 წლებში იყო ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის მოცეკვავე; 1960-1975 წლებში ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის წამყვანი მოცეკვავეა, აგრეთვე ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი და მხატვარი.
იამზე დოლაბერიძე ქმნიდა მოცეკვავეთა სამოსის ესკიზებს. 1979-2010 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სხვადასხვა ქორეოგრაფიულ სტუდიებში, ასევე მისივე დაარსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „იამზეში“; ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლში წარმატებით შეასრულა სოლო პარტიები ცეკვებში: „აჭარული“, „ხევსურული“, „ყარაჩოხელი“; ოპერისა და ბალეტის თეატრში ასრულებდა ქართულ ცეკვებს ოპერებში, მათ შორისაა „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ქეთო და კოტე“; აგრეთვე ცეკვავდა ბალეტებში: „ექიმი აიბოლიტი“, „ოტელო“, „მშვიდობისათვის“, „გორდა“.
თამარ ხურცილავა ფართო მაყურებელმა გაიცნო სერიალიდან "ჟამი ყვავილობისა", რომელიც 2009 წელს გადიოდა ეთერში. ის ერთ-ერთ კულინარიულ შოუშიც მონაწილეობდა.
"ბავშვობაში რამდენიმე პროფესიაზე ვფიქრობდი, თუმცა ყოველი მათგანი ხელოვნებასთან იყო ახლოს. მინდოდა მსახიობობა, მოდელობა, მხატვრობა, თუმცა ჩემი ყველაზე დიდი ოცნება "სუხიშვილებში" მოხვედრა იყო. პატარაობიდანვე "სუხიშვილების" ფანი ვიყავი და ამ ანსამბლში მოხვედრაზე ვოცნებობდი", - ამბობდა თამარი. მან ეს ოცნება აისრულა და ახლა ანსამბლის ერთ-ერთი გამორჩეული სოლისტია.
რაც თავი მახსოვს, შინ მუდმივად ვცეკვავდი. „გააჩერეთ ეს ბავშვი!” „როდემდე უნდა იტრიალო?!” „თავბრუ არ გეხვევა?” – სულ მსგავსი ფრაზები ტრიალებდა ჩემთან ერთად. მაშინ ვერაფრით წარმოვიდგენდი, ეს თავბრუდამხვევი ცხოვრება ჩემს პროფესიად თუ გადაიქცეოდა", - იხსენებდა ანა ქორიძე. მან 18 წლის ასაკში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა და პროკურორობა სურდა, თუმცა მოულოდნელად ცხოვრების არჩევანი შეცვალა.
"ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც თავისი პროფესია აბედნიერებს. ცეკვა ჩემი პროფესიაა, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. გზა წარმატებისკენ მუდმივი ბრძოლაა – საკუთარ თავთან, დაბრკოლებებთან ბრძოლა. მთავარია, არ დავნებდეთ, მივაღწიოთ მიზნებს და შევიყვაროთ საკუთარი ოცნებები" - ამბობდა ანა.