მსახიობი ყველაზე კეთილი ღიმილით - ოდრი ტატუ - Marao

მსახიობი ყველაზე კეთილი ღიმილით - ოდრი ტატუს ცხოვრების თავბრუდამხვევი ელფერი

2025-01-17 22:23:48+04:00

ოდრი ტატუ დაიბადა ბომონტში, 1976 წელს . მისი მამა, ბერნარ ტოტუ, სტომატოლოგია, ხოლო დედა ეველინ მარი ლორე - მასწავლებელია. მსახიოსბ სახელი ოდრი ჰეპბერნის პატივსაცემად დაარქვეს. ადრეულ ასაკში გამოავლინა მსახიობობისადმი ინტერესი და დაიწყო სამსახიობო გაკვეთილები Cours Florent- ში, სადაც ინგლისური და იტალიური ენებიც ისწავლა. 

audrey

  • "დედობა არასდროს ყოფილა ჩემი ამბიცია. ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით" - რენე ზელვეგერი 
  • რა წერილი დაუტოვა მეთიუ პერიმ ლისა კუდროუს 
  • პიროვნული აშლილობის მსხვერპლი ან ფსიქოპათის სამიზნე - სიდნი ჯეიმსის შემთხვევა, რომელიც უამრავ საიდუმლოს მალავს 

ადრეული კარიერა

1998 წელს ტოტუმ მონაწილეობა მიიღო "Jeunes Premiers"-ში, კონკურში, რომელიც ახალგაზრდა ნიჭიერ მსახიობებს ეძებდა. ერთი წლის შემდეგ ტავისი პორველი როლი მიიღო. კარიერაში მთავარი როლი 2000 წელს შეასრულა ფილმში "ამელი". 

ბავშვური გულუბრყვილობითა და ნაივური ბუნებით გამორჩეული, დიდთვალება ამელი ფრანგული კინოს განუყოფელი ფიგურა და ოდრი ტატუს საკულტო პერსონაჟია. სამი ფერით დახატული პარიზი, ნათელი სიუჟეტური ხაზი და ზღაპრული ატმოსფერო ფრანგი რეჟისორის, ჟან-პიერ ჟენეს დამსახურებით 2001 წელს გაცოცხლდა. მას შემდეგ პარიზის მეტროსთან პატარა სახლში მცხოვრები ამელი სიკეთისა და სამართლიანობის კინოპერსონად იქცა. ოცნებაში დაკარგული, მარტოსული და ცნობისმოყვარე გმირის მოგზაურობით რეჟისორმა პარიზის არაერთი ქუჩა ტურისტულ წერტილად აქცია.

audrey

2002 წელს ტოტუ გამოჩნდა ბრიტანულ თრილერში Dirty Pretty Things. პროდიუსერი BBC Films- ისა და Celador Films-ის მიერ იყო ნომინირებული ოსკარზე საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის და მოიგო 2003 წლის ბრიტანეთის დამოუკიდებელი ფილმის ჯილდო საუკეთესო დამოუკიდებელი ბრიტანული ფილმისთვის.

audrey

საჯარო იმიჯი და სამოდელო კარიერა

ტოტუმ მოდელობა ახალგაზრდა ასაკში დაიწყო. მუშაობდა ჟურნალებისთვის, როგორიცაა Vogue , Elle , Harper's Bazaar , Marie Claire.

ის ამბობს, რომ საფრანგეთს თავის ბაზად მიიჩნევს. 2006 წელს მან განუცხადა სტივი ვონგს The Straits Times- დან : ”ბოლოს და ბოლოს, მე ფრანგი მსახიობი ვარ. არ ვამბობ, რომ აღარასოდეს გადავიღებ ინგლისურენოვან ფილმს, მაგრამ ჩემი სახლი, ჩემი საზოგადოება, ჩემი კარიერა საფრანგეთშია დაფუძნებული, მე არასოდეს ვიცხოვრებ ჰოლივუდში".