არიანი სელესტე - ყველაზე ცნობილი რინგ-გოგონა (+ ფოტო) - Marao

არიანი სელესტე - ყველაზე ცნობილი რინგ-გოგონა (+ ფოტო)

2013-04-17 16:24:50+04:00

მინიმალური სამოსი და მაქსიმალური გემოვნება - ეს დევიზი ზედგამოჭრილია არიანი სელესტესთვის. მექსიკურ-ფილიპინური ფესვების მქონე ლამაზმანს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი რინგ-გოგონა.

იხილეთ ფოტოგალერეა

დანარჩენი კოლეგების მსგავსად, 27 წლის სელესტეს მოვალეობაც მხოლოდ პერიოდებს შორის რინგზე ”გასეირნება” და შესაბამისი რაუნდის მაჩვენებელი დაფის დემონსტრირებაა, თუმცა შთამბეჭდავი ფიგურისა და სიარულის გრაციოზული სტილის წყალობით, არიანი დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ფოტოსურათების ნახვისთანავე მიხვდებით, რომ რინგ-გოგონად ქცევამდე არიანი სელესტე მოდელობითაც ”ირჩენდა თავს”. მეტიც, ლას-ვეგასში დაბადებული ლამაზმანის გულახდილ ფოტოებს არაერთხელ დაუმშვენებია ისეთი ცნობილი, პოპულარული გამოცემების გარეკანები, როგორებიც არის Playboy,  FHM,  Maxim,  Sports Illustrated და ა.შ.

არიანი სელესტე-პენელოპე ლოპეს მარკესი 1985 წლის 12 ნოემბერს, ლას-ვეგასში დაიბადა. მექსიკური და ფილიპინური სისხლის გარდა, ალბათ, ნევადის შტატის მცხუნვარე მზის ”დამსახურებაც” არის, არიანი დღემდე რომ რჩება UFC-ის (აბსოლუტურ ორთაბრძოლათა ჩემპიონატი) ყველაზე ”ცხელ” გოგონად. რაც მთავარია, სელესტე თაყვანისმცემლებს არასდროს სწყვეტს გულს და დაუფარავად ახდენს როგორც იდეალური სხეულის, ასევე მისი პარამეტრების (წონის, სიმაღლის და ა.შ.) დემონსტრირებას.

არიანის მშობლებს ცდა არ დაუკლიათ, მათ შვილს კარგი განათლება რომ მიეღო. საშუალო განათლების მიღების შემდეგ გოგონამ ნევადის უნივერსიტეტიც დაასრულა ფიტნესისა და სპორტული კვების მენეჯმენტის სპეციალობით, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ 13 წლის ასაკიდან სამოდელო საქმიანობაში ჩაერთო, ძნელი სავარაუდოა, პირველ რიგში, სწავლა-განათლებაზე ეფიქრა. სელესტეს ბუნებრივი სექსუალურობა და მოქნილი სხეული მამაკაცთათვის განკუთვნილი ჟურნალების წარმომადგენლებს არ გამოჰპარვიათ და...

გამოცემები, რომელთა ყდებიც არიანი სელესტეს ფოტოსურათებმა დაამშვენა, შესავალშიც ჩამოვთვალეთ. არიანის პოპულარობის ოფიციალურ აღიარებად კი 2010 წელს Sports Illustrated-ის მიერ ”დღის გოგონად” დასახელება იქცა.

თუმცა არიანიმ ნამდვილი პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც წესების გარეშე ორთაბრძოლებზე გამოჩნდა. UFC-სთან თანამშრომლობამ გოგონას არნახული წარმატება მოუტანა. ერთი შეხედვით, რაუნდებს შორის ოქტაგონზე გასეირნებაზე ადვილი რა უნდა იყოს, მაგრამ სელესტე ამბობს, რომ ეს მრავალთვიანი შრომის შედეგია. არიანის თქმით, ეს გაცილებით ძნელია, ვიდრე პოდიუმზე გავლა ან ფოტოსესიაში მონაწილეობა. თუმცა, როგორც ჩანს, შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია, რადგან 2009 წელს ამერიკელი ლამაზმანი ”წლის რინგ-გოგონად” აღიარეს... აღსანიშნავია, რომ უდიდესი პოპულარობის მიუხედავად, არიანი მიღწეულით არ კმაყოფილდება და პარალელურად, ბედს კინოსა და მუსიკაში სცდის. ”იბრძოლე ჩემი სიყვარულისთვის” - ასე ჰქვია მის სადებიუტო სიმღერას...

თუმცა ისიც სათქმელია, რომ ტელეეკრანებზე მისი პირველი სიმღერის ვიდეოკლიპის გამოჩენისთანავე, არიანი სელესტე... პლაგიატში დაადანაშაულეს! ინტერნეტსივრციდან ვიდეო მაშინვე ”მოაშთეს”, როგორც კი მელომანებმა სელესტეს ნაშრომსა და ბრიტანელი მომღერლის - ვიქტორია ჰესკეტის კომპოზიცია Remedy-ს შორის საკმაოდ დიდი მსგავსება აღმოაჩინეს... ამის მიუხედავად, არიანი მუსიკალური კარიერის მიტოვებას არ აპირებს, რადგან მუსიკა მისი ყველაზე დიდი გატაცებაა. ბოლო დროს სელესტე ტელეეკრანსაც გაუშინაურდა. მართალია, ჯერ დამწყები მსახიობია, მაგრამ იქნებ, მუსიკალურზე მეტად, კინოსამყაროში გაუმართლოს? მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტების შეფასებით, ძნელი სავარაუდოა, კინომ მეტი პოპულარობა მოუტანოს, ვიდრე ”ოქტაგონის გოგოს” ამპლუამ.

გასული წლის მაისში არიანი სელესტე ხმაურიან სკანდალში გაეხვია: ”ოჯახური ძალადობის” ბრალდებით, ამერიკელი ლამაზმანი ლას-ვეგასის პოლიციამ დააკავა! როგორც მოგვიანებით გაირკვა, 2012 წლის 26 მაისის დილას არიანიმ და მისმა 34 წლის ბოიფრენდმა პრავინ ჩანდრამ ავტომანქანაში იკამათეს. უთანხმოების მიზეზი გახდა sms-ი, რომელიც პრავინმა მავან გოგონას გაუგზავნა. ამის გამო სელესტემ მეგობარ მამაკაცს... ცხვირში მუხლი ჩაარტყა, რის შემდგომაც ჩხუბი ლას-ვეგასის სასტუმრო Wynn-ის ნომერში გაგრძელდა.

გამთენიისას სასტუმროს თანამშრომელმა სელესტეს და ჩანდრას ნომრიდან საეჭვო ხმაური გაიგონა და შევიდა ოთახში, საიდანაც იმავე წამს გოგონა გამოიქცა. პოლიციის განყოფილებაში არიანიმ განმარტა, რომ სასტუმროს ნომერში პრავინი მის მოგუდვას ცდილობდა. არიანის სხეულზე ამის დამადასტურებელი კვალი მართლაც აღმოჩნდა. პრავინ ჩანდრამ კი, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ავტომობილში სელესტემ მას ცხვირი გაუტეხა, ნომერში ყოფნისას კი ორი ლარნაკი ესროლა...

იხილეთ ფოტოგალერეა

ჟურნალი ”რეიტინგი” (გამოდის ორშაბათობით)