საუკეთესო კლეოპატრა: მსახიობები, რომლებმაც ისტორიული პერსონაჟი ეკრანებზე გააცოცხლეს - Marao

საუკეთესო კლეოპატრა: მსახიობები, რომლებმაც ისტორიული პერსონაჟი ეკრანებზე გააცოცხლეს

2025-01-20 16:40:55+04:00

კლეოპატრა  ანტიკური ხანის ყველაზე ცნობილი ქალია. მისი ცხოვრება და დრამატული სიყვარულის ისტორია რომაელ მხედარმთავართან მარკ ანტონიოსთან მრავალი წიგნის თუ ფილმის შექმნის საფუძველი გახდა.თანამედროვე ავტორებმა ბევრჯერ გააცოცხლეს კლეოპატრას სახე ეკრანზე.გთავაზობთ კლეოპატრას როლის შემსრულებელთა სიას:

ელიზაბეტ ტეილორი

cleopatra

 ტეილორი ორჯერ დაჯილდოვდა ამერიკის კინოაკადემიის ოსკარით ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ის იყო პირველი მსახიობი ქალი, რომლის ჰონორარი მილიონობით დოლარს აჭარბებდა. მის სამსახიობო კარიერასთან ერთად ყურადღების ცენტრში იყო მისი პირადი ცხოვრება.

გადაღებების დროს ტეილორსა და რიჩარდ ბარტონს შორის მხურვალე რომანი გაჩაღდა და მათი ურთიერთობა "სიყვარულიდან სიძულვილამდე" მთელი მათი ცხოვრების მანძილზე გაგრძელდა.

ვივიენ ლი

cleopatra

ფილმის ნახვის შემდეგ ავტორმა ასეთი დასკვნა გამოიტანა:"ეს ქალი საერთოდ არ უხდება ამ როლს".

ვივიენ ლი ინგლისელი თეატრისა და კინოს მსახიობი იყო. მიუხედავად იმისა, რომ კინოეკრანებზე ბევრჯერ არ გამოჩენილა, მას ამერიკის კინოაკადემიის ორი ოსკარი აქვს მიღებული.

მონიკა ბელუჩი

cleopatra

ბელუჩის დებიუტი იტალიურ კინოში შედგა 1990-იან წლებში. კარიერის პირველ ეტაპზე ეპიზოდურ როლებს იღებდა, თუმცა სიტუაცია შეიცვლა მას შემდეგ, რაც ბელუჩი მიიწვიეს ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში — „დრაკულა“, სადაც დრაკულას პატარძლის როლი შეასრულა. მომდევნო წლებში ფილმში სათამაშოდ მას სხვა კინორეჟისორებიც იწვედნენ. განსაკუთრებულ წარმატებას ბელუჩიმ მიაღწია 1996 წელს, როდესაც ითამაშა ფილმში „ბინა“, სადაც მისი პარტნიორი იყო ვენსან კასელი. ამ ფილმში შესრულებული როლისთვის წარდგენილი იყო სეზარის პრემიაზე ნომინაციაში იმედების მომცემი მსახიობი.

2002 წელს შეასრულა კლეოპატრას როლი ფრანგულ საოჯახო კომედიაში "ასტერიქსი და ობელიქსი:კლეოპატრას მისია".

  • კლეოპატრა, ეკატერინე II, იმპერატრიცა ვუ - ყველა დროის 10 ყველაზე მდიდარი ქალი მსოფლიოში 
  • ვინ შექმნა პირველი სუნამო და რა მიზნით გამოიყენებოდა ის? - ისტორია, რომელიც აქამდე არ იცოდით 
  • "ღმერთს ვემუდარებოდი, ვპირდებოდი, რომ დამჯერი, მორჩილი გოგო გავხდებოდი, ოღონდ შვილი მოეცა“ - ოდრი ჰეპბერნის ცხოვრების უცნობი ფაქტები 

სოფი ლორენი

cleopatra

თავიდან ეს როლი ჯინა ლოლობრიჯიდას უნდა შეესრულებინა, თუმცა მან უარი განაცხადა.  

1950–იანი წლების დასასრულს, ლორენს წარმატებული დებიუტი ჰქონდა ჰოლივუდში, როდესაც მან ითამაშა 1957 წლის ფილმებში „ბიჭი დელფინზე“ და „სიამაყე და ვნება“, სადაც იგი თამაშობდა კერი გრანტთან და ფრენკ სინატრასთან ერთად. ლორენს და გრანტს ჰქონდათ რომანი, რომელიც ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ რომანადაა მიჩნეული.

კლოდეტ კოლბერტი

cleopatra

კარიერა დაიწყო 1920-იანი წლების ბოლოს ბროდვეის დადგმებში და ხმოვანი კინოს გაჩენისთანავე კინოში გადავიდა. თავდაპირველად თანამშრომლობდა Paramount Pictures-თან, ხოლო შემდეგ შტატგარეშე მსახიობად მუშაობდა. ელი ენდრიუსის როლის შესრულებისთვის ფილმში „ეს მოხდა ერთხელ ღამით“ გადაეცა ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის