ქართული თანამედროვე მწერლობის პოპულარიზაციისთვის შექმნილი ლიტერატურული კონკურსის, „გახდი ბესტსელერის ავტორი“ მეორე ტური ოფიციალურად დაიწყო!
დღეიდან, მკითხველებს შესაძლებლობა აქვთ, მხარი დაუჭირონ მათთვის სასურველ ავტორს და მონაწილეობა მიიღონ გამარჯვებული ავტორების შერჩევაში, რომელთა წიგნებსაც გამომცემლობა „პალიტრა L” კონკურსის დასრულების შემდეგ გამოსცემს.
ხმის მიცემა შეგიძლიათ ონლაინ, გამომცემლობა „პალიტრა L”-ის საიტზე - https://palitral.ge/konkursi, 20 იანვრიდან - 10 თებერვლის ჩათვლით!
შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში შემოსულ ნაწარმოებებს აფასებს ჟიური და ადგენს მეორე ტურში გადასული ავტორების მოკლე სიას. მეორე ტურში გამარჯვებულს ირჩევენ როგორც ჟიური, ასევე მკითხველები, რომლებიც ონლაინ ხმის მიცემით გამოხატავენ საკუთარ მხარდაჭერას.
ხმის მიცემის პროცედურა:
- ხმის მიცემა ხორციელდება ვებგვერდზე, არის მარტივი და უფასო.
- აირჩიეთ სასურველი ავტორი ვებგვერდზე, შესაბამის ველში შეიყვანეთ ტელეფონის ნომერი და დააჭირეთ ღილაკს – „SMS კოდის მიღება“.
- მიღებული კოდი ჩაწერეთ ველში და დაადასტურეთ ხმა.
- ერთი ტელეფონის ნომრიდან ერთ ნაწარმოებს ხმა მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ მისცეთ.
- ერთი ტელეფონის ნომრიდან შესაძლებელია ხმა მისცეთ რამდენიმე ნაწარმოებს.
- ხმები ჩაითვლება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი მობილური პროვაიდერების ნომრებიდან.
- ხმის გაყალბების ან მისი მცდელობის დაფიქსირების შემთხვევაში კონკურსანტი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.
კონკურსის მიზანია თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია და ახალი ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა. ხმის მიცემით, მკითხველები არამარტო თავის რჩეულ ავტორს აძლევენ შანსს, არამედ ხელს უწყობენ თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარებას.
R