ტრამპების ოჯახი ერთ-ერთია, რომელთა შესახებაც ბოლო დროს ბევრი რამ გვესმის, განსაკუთრებით კი დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ. მისი უფროსი ქალიშვილი, ივანკა, ყოველთვის მამის მხარეს იჭერდა, მაგრამ ივანკა მხოლოდ პრეზიდენტის ქალიშვილი არ არის. ის ასევე ცოლი, დედა, მწერალი და ბიზნესმენია!
ივანკა ტრამპი
ივანკა მარი ტრამპი დაიბადა ამერიკელი ბიზნესმენის დონალდ ჯონ ტრამპის ოჯახში. ტრამპების ოჯახი გერმანული წარმოშობისაა, წარმოშობით კალშტადიდან. სახელი ივანკა, ივანას შემოკლებული ფორმაა. ივანკას მშობლები განქორწინდნენ 1991 წელს, როდესაც ის ცხრა წლის იყო.
მართალია, დონალდი და ივანა გაშორდნენ, მაგრამ ივანკას ყოველთვის ახლო ურთიერთობა ჰქონდა ორივე მშობელთან.
15 წლამდე სწავლობდა „ჩაპინის სკოლაში“, მანჰეტენზე, ხოლო შემდეგ, სასწავლებლად გადავიდა Choate Rosemary Hall-ში, კონექტიკუტის შტატის ქალაქ ვალინგფორდში.
ბიზნესი
Choate დამთავრების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში სწავლობდა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, ამის შემდეგ კი პენსილვანიის უნივერსიტეტი ვარტუნის ბიზნესის სკოლაში, რომელიც მან 2004 წელს, ეკონომიკაში ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა.
საოჯახო ბიზნესში მოსვლამდე, ივანკა მოკლე დროის მანძილზე მუშაობდა Forest City Enterprises-ში.[9] 2007 წელს, ის წარმატებით შეუერთა ალმასის გამყიდველების ძალები, Dynamic Diamond Corp., და შექმნა თავისი საიუველირო კომპანია Ivanka Trump Fine Jewelry, რომელიც ფოკუსირებულია ალმასის და ოქროს სამკაულების გაყიდვაზე.
ივანკა ტრამპის მოდის ხაზი 2011 წელს დაარსდა. ქალის სამოსის მწარმოებელი კომპანია ძირითადად საქამიანი, წარმატებული ქალების იმიჯს იყო მორგებული და შესაბამის ტანსაცმელს სთავაზობდა მომხმარებელს. როგორც ამერიკული პრესის ნაწილი წერს მისი დახასიათებისას - "ბრენდი თავად ივანკა იყო".
პოლიტიკა
ბევრი განიხილავს ივანკა ტრამპის პოლიტიკაში დაბრუნებას. 2020 წლის არჩევნებში ტრამპის დამარცხების შემდეგ, ივანკა და მისი მეუღლე სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად მაიამიში გადავიდნენ საცხოვრებლად.
"ძალიან მიყვარს მამაჩემი. თუმცა, ამჯერად პოლიტიკისგან შორს ყოფნას და შვილებზე ზრუნვას ვაპირებ" - განაცხადა ადრე ივანკამ.