რომელი ქართველი დიზაინერის კაბა ეცვა სალომე ზურაბიშვილს ტრამპის ინაუგურაციაზე - Marao

რომელი ქართველი დიზაინერის კაბა ეცვა სალომე ზურაბიშვილს ტრამპის ინაუგურაციაზე

2025-01-21 10:37:29+04:00

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ ულოცავს გაპრეზიდენტებას. სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს, რომ მისთვის ტრამპის ინაუგურაციაზე ქართველი ხალხის წარდგენა პატივი იყო.

„ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თავისი ახალი პრეზიდენტობის ვადის დაწყებას. პატივი იყო მის ინაუგურაციაზე დასწრება და საქართველოს ხალხის წარმოდგენა, რომელსაც აქვს გადაწყვეტილი აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე ქართველი დიზაინერის, თამუნა ინგოროყვას კაბა მოირგო. 

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენა საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირდება, რომელმაც 2004 წლის მარტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. სამთავრობო გუნდთან და ქვეყნის მე-3 პრეზიდენტთან კონფლიქტის შემდეგ ზურაბიშვილმა თანამდებობა დატოვა და აქტიურ ოპოზიციაში გადავიდა. ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში მან პოლიტიკური პარტია საქართველოს გზა დააფუძნა. მოგვიანებით იგი გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა და საქართველოს ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნით გამართულ არაერთ მანიფესტაციაში მიიღო მონაწილეობა.

  • სალომე ზურაბიშვილის 5 გამორჩეული ჩაცმულობა 
  • სალომე ზურაბიშვილის თეთრი პიჯაკი: განსაკუთრებული ისტორია და იგივე ჩაცმულობა 20 წლის შემდეგ 
  • "გაბრიელთან პირველი ხანმოკლე შეხვედრა" - სალომე ზურაბიშვილი უმცროსს შვილიშვილის პირველად შეხვდა 

2010 წლიდან სალომე ზურაბიშვილმა ქართული პოლიტიკა დატოვა და აკადემიური საქმიანობა გააგრძელა. თუმცა მან დაბრუნებაც დააანონსა და ის ქართულ პოლიტიკას 2012 წლიდან დაუბრუნდა, როცა საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა. ზურაბიშვილმა 2016 წლის საქართველოს მე-9 მოწვევის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა დამოუკიდებლად, უპარტიოდ წამოაყენა. მმართველმა გუნდმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მას კონკურენტი კანდიდატი არ დაუყენა. ზურაბიშვილმა არჩევნები მეორე ტურში მოიგო და საქართველოს პარლამენტში სადეპუტატო მანდატი მოიპოვა.

პირადი ცხოვრება

მას პირ­ვე­ლი მე­უღ­ლის­გან, ნი­კო­ლოზ გორ­ჯეს­ტა­ნის­გან (გუ­გუშ­ვი­ლი), რო­მე­ლიც 22 წლის ასაკ­ში რომ­ში გა­იც­ნო, ორი შვი­ლი - თე­ი­მუ­რა­ზი და ქე­თე­ვა­ნი ჰყავს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რო­ბენ.

 სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის უფ­რო­სი შვი­ლი თე­ი­მუ­რაზ გორ­ჯეს­ტა­ნი პრო­ფე­სი­ით დიპ­ლო­მა­ტია და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩო­ში მუ­შა­ობს. თე­ი­მუ­რა­ზი დე­დის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ და­ო­ჯახ­და და ქორ­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ი­ხა­და. ჰყავს ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ქეთევან გორ­ჯეს­ტა­ნი.