2025 წლის 20 იანვარს, მთელი მსოფლიოს ყურადღება ვაშინგტონზეა მიემართა – დონალდ ტრამპის, 47-ე პრეზიდენტის, ინაუგურაცია დასრულდა. ჩვენ კი დეტალურად განვიხილავთ მისი მეუღლის, მელანია ტრამპის ლუქს, რომელიც მას ინაუგურაციაზე ეცვა.
მელანია ტრამპმა აირჩია ელეგანტური და მკაცრად მოწესრიგებული ლუქი ღრმა მუქი ლურჯი ფერით, რომელიც ამერიკელმა დიზაინერებმა შექმნეს. New Look-ის კლასიკურ სილუეტში შესრულებული ქურთუკი ბრენდ Adam Lippes-ის ნამუშევარია, ხოლო ქუდი დიზაინერმა Eric Javits-მა დაამზადა.
„პრეზიდენტის ინაუგურაციის ტრადიცია ასახავს ამერიკული დემოკრატიის სილამაზეს და გვქონდა პატივი, ჩამოგვეცვა ჩვენი პირველი ლედის, ქალბატონი მელანია ტრამპისთვის. ქალბატონი ტრამპის სამოსი შექმნეს ამერიკის საუკეთესო ხელოსნებმა და მე დიდ სიამაყეს ვგრძნობ, რომ ასეთ ნამუშევარს წარმოვაჩენ მსოფლიოს წინაშე.“ - ადამ ლიპესი, 2025 წლის 20 იანვარი.“ - წერს დიზაინერი ინსტაგრამზე და ინაუგურაციიდან ფოტოს აქვეყნებს.
მელანია ტრამპი
თეთრ სახლამდე მისასვლელი გზა მელანიასთვის მარტივი არ ყოფილა. აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი სლოვენიაში გაიზარდა. სამშობლოდან წასვლა განსაკუთრებული გარეგნობის წყალობით მოახერხა - დონალდ ტრამპის გაცნობამდე მელანია საკმაოდ წარმატებული მოდელი იყო და პარიზსა და მილანში მუშაობდა.
ხშირად ამბობენ, რომ მელანია ტრამპი არ არის თავისი მეუღლის ყველაზე დიდი გულშემატკივარი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი ბოლომდე დადასტურებული არ არის, ცოლ-ქმარს შორის არსებული უთანხმოება ხშირად გამხდარა ამერიკული მედიის ინტერესის საგანი.
ინსაიდერის თქმით, მელანია და დონალდი სრულიად განცალკევებით ცხოვრობენ. „ისინი ძალიან ცოტა დროს ატარებენ ერთად“, - განუცხადა წყარომ The Washington Post-ს. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილს აქვს სრულიად განსხვავებული განრიგი, რომლის მიხედვითაც ისინი იშვიათად ხვდებიან ერთმანეთს.
მედიის ცნობით, მელანია ტრამპი და დონად ტრამპის ქალიშვილი ივანკა არცთუ ისე ახლოს არიან. მელანიას ყოფილმა თანაშემწემ, სტეფანი უინსტონ ვოლკოფმა, გამოაქვეყნა მემუარები, სახელწოდებით "მელანია და მე”, რომელშიც გარკვევით საუბრობდა მელანიასა და ივანკას ურთიერთობაზე. ავტორის თქმით, მათ შორის ურთიერთობა განსაკუთრებით ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ დაიძაბა.
როგორც ამბობენ, მელანიას აშშ-ში არცთუ ისე დიდი სანაცნობო წრე ჰყავს, რომ აღარაფერი ვთქვათ მეგობრებზე. "მელანიას მეგობრები მისი ოჯახის წევრები არიან", - უთხრა ინსაიდერმა ჟურნალისტებს.