რატომ დაიმსახურა ჯეფ ბეზოსის ცოლის ჩაცმულობამ კრიტიკა - Marao

რატომ დაიმსახურა ჯეფ ბეზოსის ცოლის ჩაცმულობამ კრიტიკა: "მისი სტილი ინაუგურაციისთვის ზედმეტად თამამი იყო"

2025-01-21 11:55:43+04:00

ორ­შა­ბათს ვა­შინგტონ­ში აშშ-ს 45-ე და 47-ე პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცია გაიმართა. ცე­რე­მო­ნიამ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სფე­როს აღ­მას­რუ­ლე­ბელი პი­რები გააერთიანა: სა­ი­ნა­უ­გუ­რა­ციო სივ­რცის სა­პა­ტიო ად­გი­ლებ­ზე იყვნენ TikTok-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი შოუ ზი ჩიუ; Meta-ს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი მარკ ცუ­კერ­ბერ­გი; X-ისა და Tesla-ს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ილონ მას­კი; Amazon-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ჯეფ ბე­ზო­სი და მისი მეუღლე; 

აღსანიშნავია, რომ ცერემონიაზე საზოგადოების ყურადღება ბეზოსის მეუღლემ, ლორენ სანჩესმა მიიქცია. ბევრი მიიჩნევს, რომ მისი სტილი ინაუგურაციისთვის ზედმეტად თამამი იყო:

sanchez

sanchez

sanchez

sanchez

ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი ხუთ წელზე მეტია ერთად არიან. 2023 წლის მაისში მილიარდერმა მას ხელი სთხოვა და ნიშნობის ბეჭედი აჩუქა. ბეზოსი ადრე იყო დაქორწინებული მაკენზი სკოტზე, რომელსაც 25 წლიანი ქორწინების შემდეგ 2019 წელს დაშორდა. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს. ლორენი ორჯერ იყო დაქორწინებული და ჰყავს სამი შვილი. 

  • სალომე ზურაბიშვილის 5 გამორჩეული ჩაცმულობა 
  • ოდრი ჰეპბერნიდან ლედი გაგამდე: გამორჩეული თეთრი კაბები 
  • ევროპის ყველაზე მოდური სამეფო ოჯახის წევრები დასახელდნენ 

ჯეფ ბეზოსი

 ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც კომპანია Amazon-ის დამაარსებელი, თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი.

დაიბადა ალბუკერკეში, ნიუ-მექსიკოში, ხოლო გაიზარდა ჰიუსტონში, ტეხასში. დაამთავრა პრინსტონის უნივერსიტეტი 1986 წელს, სადაც დაეუფლა ელექტროტექნიკასა და ინფორმატიკას. 1994 წელს, სიეტლში დააარსა კომპანია Amazon, რომელიც თავდაპირველად დაკავებული იყო წიგნების გაყიდვებით, ხოლო მოგვიანებით მოიცვა სხვადასხვა პროდუქტები და სერვისები, მათ შორის ვიდეო და აუდიო სტრიმინგი.

ბეზოსი შეუდგა თავისი ბიზნესის გაფართოებას, მას შემდეგ რაც დააფუძნა აეროკოსმოსური კომპანია Blue Origin 2000 წელს. კომპანიამ დაიწყო სატესტო ფრენები 2015 წელს, 2018 წლისთვის გეგმავს ადამიანის სუბორბიტალურ ტურისტულ ფრენებს. 2013 წელს, 250 მილიონი აშშ დოლარად შეიძინა გაზეთი „The Washington Post“. ის ასევე ფლობს სხვადასხვა ბიზნესს, რომელსაც მართავს Bezos Expeditions.

2017 წლის 27 ივლისს ბეზოსი გახდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომლის შემოსავალმა 90 მილიარდი დოლარი შეადგინა. იმავე წლის 24 ნოემბერს შემოსავალი 100 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 2018 წლის 6 მარტს ჟურნალ „Forbes“-ის მიერ ოფიციალურად დასახელდა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად 112 მილიარდი დოლარით. 2018 წლის 17 მარტის მონაცემით მისი შემოსავალი 129 მილიარდს შეადგენდა. იმავე წლის ივლისში მისმა შემოსავალმა 150 მილიარდს გადააჭარბა. 2021 წლის ნოემბრის თვეში მისმა შემოსავალმა 214 მილიარდ დოლარს მიაღწია.