" ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელის ამბავია, რომელიც უნდა იცოდეთ" - თიკა ფაცაციას უფროსი ვაჟის დიდი წარმატება - Marao

" ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელის ამბავია, რომელიც უნდა იცოდეთ" - თიკა ფაცაციას უფროსი ვაჟის დიდი წარმატება

2025-01-21 13:44:24+04:00

"ჯერ იყო, ფიბას ყველაზე ახალგაზრდა სერტიფიცირებული მწვრთნელი, შემდეგ - საქართველოს 18/20 წლამდელთა ნაკრების მეორე მწვრთნელი... პარალელურად, ცნობილი კლუბი “ჟალგირისის” ჯერ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი და ახლა უკვე ამავე ჟალგირისის, დიდი ისტორიისა და წარმატების მქონე დიდი გუნდის, რომელიც ევროლიგას თამაშობს, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. რა იქნება შემდეგ, ამას დრო გვიჩვენებს. ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელის ამბავია, რომელიც უნდა იცოდეთ" - დაწერა თიკა ფაცაციამ უფროსი შვილის, 24 წლის ანდრო ანთელიძის შესახებ. 

ვინ არის ანდრო ანთელიძე? 

თიკა ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავითზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია. მათი სასიყვარულო ისტორია მრა­ვა­ლი წლის წინ დაიწყო, ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა თიკა მო­დე­ლობ­და. იმ პერიოდში და­ვით ან­თე­ლი­ძე ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და, ფა­ცა­ცია ტე­ლე­ვი­ზორ­ში ნახა და თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა პი­რა­დად გა­ეც­ნო. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს. უფროსმა, ანდრო ანთელიძემ სპორტული კარიერა აირჩია და მისი საკალათბურთო წარმატებების შესახებ სიახლეებს ხშირად ვიგებთ. 

  • თიკა ფაცაცია იუბილარია: განვლილი გზა, ბრწყინვალე კარიერა და დიდი ოჯახი 

ცოტა ხნის წინ თიკას უფროსმა ვაჟმა, ანდრო ანთელიძემ, ფიბა-ევროპის სამწვრთნელო პროგრამის (FECC ) სერტიფიკატი მიიღო. ანდრომ ბიძის, თიკას ძმის, ლევან ფაცაციას გზა გააგრძელა, რომელიც ამ სპორტითაა დაკავებული. 

თიკა ფაცაცია და მისი ოჯახი 

ომახიანი ხმა, დადებითი განწყობა და უზადო გარეგნობა - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რითაც თიკა ფაცაცია უამრავი ადამიანის გულის მოგებას უკვე არაერთი წელია წარმატებით ახერხებს. 

  • თიკა ფაცაცია მეუღლესა და შვილებთან ერთად: რა კადრებს აქვეყნებს ტელეწამყვანი 

თიკა ფაცაცია 42 წლისაა, კარიერა კი 16 წლისამ სამოდელო სფეროში დაიწყო. თიკა ეკრანებზეც და სოციალურ ქსელშიც ყოველთვის დადებითი განწყობითა და ღიმილითაა, თუმცა ცხოვრებაში, ბევრ წარმატებასთან ერთად, ბევრი იმედგაცრუებაც შეხვედრია. 

თიკა ფაცაციას დიდი ოჯახი ჰყავს. მშობლები ეკრანებზე იშვიათად ჩნდებიან, თუმცა სპორტულ სამყაროში კარგად იცნობენ მის ძმას, ლევან ფაცაციას. ლევან ფაცაცია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრია, ამჟამად კი მწვრთნელობით არის დაკავებული. 

რაც შეეხება თიკას მეუღლეს, დავით ანთელიძეს კამერებთან გამოჩენა არ უყვარს, იშვიათად იხილავთ თიკას ოჯახურ კადრებშიც. „ზუსტად ისეთი სიძე მყავს, როგორი თვისებების მამაკაციც მინდოდა თიკას გვერდით. ყველაფერში ძალიან ზომიერია – სასმელთან ურთიერთობა, ადამიანებთან ქცევა, მეტყველება, მანერები – ყველაფერში ძალიან კულტურული ბიჭია. ერთმანეთს ძალიან დიდ პატივს ვცემთ. დღემდე მოკრძალებული ურთიერთობა გვაქვს, რადგან ჩემი შვილი ბედნიერია, მეც ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ჩემი სიძით…“ - ამბობდა თიკა ფაცაციას დედა.