თურქულმა სერიალებმა მილიონობით ქალი მაყურებლის ყურადღება მიიპყრო და გავლენა სილამაზის ზოგად სტანდარტებზეც მოახდინა. მაგალითად, ერთ-ერთი თურქი მსახიობი ყველაზე ლამაზ ქალად ითვლება არა მხოლოდ თავის ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. მან ეს ტიტული რამდენიმე წლის წინ მიიღო.
ჰანდე ერჩელი დაიბადა 1993 წლის 24 ნოემებრს თურქეთში, ქალაქ ბანდირმაში. მამა ვაჭრობითაა დაკავებული. 2019 წელს გარდაიცვალა მისი დედა აილინ ერჩელი. ჰყავს უფროსი და გამზე ერჩელი.
მონაწილეობდა სასკოლო თეატრის თითქმის ყველა დადგმაში. 19 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანში გამართულ სილამაზის კონკურსში, სადაც მეორე ადგილი დაიკავა. პირველად მცირე როლით გამოჩნდა სერიალში „ნარჩიტა“. სერიალმა „სიყვარულს სიტყვები არ ესმის“ და „გიუნეშის ქალიშვილებმა" მსახიობს წარმატება მოუტანა.
2017 წელს სერიალ „შავი მარგალიტის“ ჰაზალის როლის შესრულებისთვის ჰანდეს გადასცეს წლის საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული. ასევე, 2019–20 წლებში მიმდინარეობდა სერიალ „აზიზეს“ გადაღებები, სადაც მთავარ როლს ჰანდე ასრულებდა. გადაღებები მალევე შეწყდა ურეიტინგობის გამო.
ჰანდეს პირველი და ძალიან მოკლე რომანი იყო მსახიობ ექინ მერთ დეიმაზთან. ექინი სერიალში "მარწყვის სუნი" თამაშობდა და მოდელად მუშაობაც კი მოახერხა! ექინი პოდიუმიდან ტელენოველებში მოხვდა და, როგორც ჩანს, ახალგაზრდა ჰანდეს გულშიც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. წყვილი არ ავრცელებს დაშორების მიზეზს და ასევე ურთიერთობის დეტალებს. ერთ დღეს ყველა ერთობლივი ფოტო გაქრა სოციალური ქსელებიდან, შემდეგ კი ჰანდემ და ექინმა "ინსტაგრამზე" გააუქმეს ერთმანეთის გამოწერაც. ასე მიხვდნენ თაყვანისმცემლები, რომ წყვილი ერთად აღარ იყო.
რამდენიმე თვის შემდეგ ჰანდემ ექინის საუკეთესო მეგობართან, მეჰმედ დინჩერლერთან შეხვედრა დაიწყო. მათი მეგობრობა, ალბათ, მაშინვე დასრულდა და, მასთან ერთად, ეს ურთიერთობაც. წყვილი ერთად ძალიან ცოტა ხანს იყო, ექირთ დეიმაზის გულშემატკივრები კი ამ ამბავმა გაახარა.
მრავალფეროვანი სასიყვარულო რომანების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საბოლოოდ, ჰანდე ერჩელი დაოჯახებას აპირებს და ქორწილისთვის ემზადება. ჰანდეს რჩეული თურქეთში ცნობილი და გავლენიანი ოჯახის წარმომადგენელი, ბიზნესმენი ჰაკან საბანჯია. საბანჯი 32 წლისაა და ჩართულია ოჯახურ ბიზნესში, კომპანია Densa Holding-ის მართვაში. საბანჯის ოჯახი მილიარდიან ქონებას ფლობს.
ჰანდე ერჩელი, როგორც აღმოჩნდა, არასასურველი სარძლოა საბანჯის ოჯახისთვის, არზუ საბანჯი ჰაკანის დედაა, რომელიც კატეგორიულ უარს აცხადებდა ჰანდეს რძლად მიღებზე. გავრცელდა ის ინფორმაციაც, თითქოს მან თურქულ მედიას სტატია დაუკვეთა და დააწერინა, რომ ერჩელი მის შვილს მხოლოდ სიმდიდრისა და ქონების გამო ხვდებოდა.