თეა დარჩია ბებია გახდა: რა დაარქვეს პატარას? მოცეკვავე მარიამ მათიაშვილს პირველი შვილი შეეძინა - Marao

თეა დარჩია ბებია გახდა: რა დაარქვეს პატარას? მოცეკვავე მარიამ მათიაშვილს პირველი შვილი შეეძინა

2025-01-21 14:33:24+04:00

"სუხიშვილების" მოცეკვავე, მარიამ მათიაშვილი და მისი მეუღლე, დავით თოფურია პირველი შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც ლეა დაარქვეს. 

darchia

მარიამ მათიაშვილის პორტრეტი 

"სუხიშვილების" მოცეკვავე, უმშვენიერესი და უნიჭიერესი მარიამ მათიაშვილი საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო. ის სცენაზე და სცენის მიღმა ერთნაირად საინტერესო სახეა. მარიამმა ცოტა ხნის წინ დავით თოფურიაზე იქორწინა. 

ქორწილი ულამაზეს გარემოში, კაჭრეთის "ამბასადორში" შედგა. რადგან მარიამმა დედის გზა გააგრძელა და თავადაც "სუხიშვილების" მოცეკვავეა, ქორწილი სავსე იყო ქართული ცეკვით, მუსიკითა და გართობით. წვეულება პატარა მომღერლებმა, ოთო ბაზერაშვილმა და ნიკოლოზ ხარატმა კიდევ უფრო გაახალისეს. საღამოს კი მუსიკალურად დავით გომართელი აფორმებდა. მარიამმა მეუღლესთან ერთად ტრადიციული ქართული ცეკვა შეასრულა. პატარძალმა დედასთან ერთადაც იცეკვა. მშვენიერი დღე გულის ფორმის ტორტის გაჭრითა და ფეიერვერკებით დასრულდა.

  • “ჩემი საოცარი დედამთილი… ვეცდები მეც შენნაირი დედამთილი ვიყო” – რა ფოტოებს აქვეყნებს თეა დარჩია 

მარიამი ასევე ცნობილი მოცეკვავის, თეა დარჩიას უფროსი ქალიშვილია. მან სულ ცოტა ხნის წინ იქორწინა. მისი მეუღლე დავით თოფურიაა. ქორწილი ულამაზეს გარემოში, კაჭრეთის "ამბასადორში" შედგა. რადგან მარიამმა დედის გზა გააგრძელა და თავადაც "სუხიშვილების" მოცეკვავეა, ქორწილი სავსე იყო ქართული ცეკვით, მუსიკითა და გართობით. ქორწილს უამრავ სხვა ცნობილ სახესთან ერთად ნინო სუხიშვილიც ესწრებოდა. 

როცა პირ­ვე­ლად მო­მიყ­ვა­ნეს პირ­ვე­ლი შვი­ლი, 1990 წელი იყო. ვი­ყა­ვი შოკ­ში და მივ­ხვდი, რომ ამას ვერ ვი­ზამ­დი ღმერ­თის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე. იცით, რას მივ­ხვდი 19 წლის ასაკ­ში? ღმერ­თის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, უბ­რა­ლოდ, გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ ამ­ხე­ლა რა­ღაც შეძ­ლო. ასე­ვე, იმ მო­მენ­ტში გა­ვი­აზ­რე, რა მაგ­რად ვყვა­რე­ბი­ვარ დე­და­ჩემს. მე­ო­რე შვი­ლი გაჩ­ნდა 10 წლის შემ­დეგ, მაგ­რამ ზუს­ტად იგი­ვე შეგ­რძნე­ბა გან­მე­ორ­და, დავ­ბრუნ­დი ათი წლით უკან და ზუს­ტად იგი­ვე გან­ცდა გან­მე­ორ­და. მე­სა­მე­ზეც - იგი­ვე და მე­ო­თხე­ზეც - იგი­ვე, მაგრამ უფრო და უფრო ძლი­ე­რი, იმი­ტომ, რომ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად უკეთ იაზ­რებ, რამ­ხე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბაა დე­დო­ბა.

  • "მთელი ოჯახისთვის მამა უძვირფასესი ადამიანია. მან დედას ძალიან ხელი შეუწყო, თავის პროფესიული საქმიანობა გაეგრძელებინა... მთელი ქორწილი ვტიროდი, ცრემლი არ შემშრობია" - თეა დარჩიას ქალიშვილი ოჯახსა და ძმის ქორწინებაზე 

ბევრი შვილი უნდა გააჩინო. სხვაგვარად სიყვარულის განახლება არ ხერხდება. რაც მეტი შვილი გყავთ, მით მეტია სიყვარული. ჩემთვის ადვილია შვილების გაზრდა, პრინციპში, ცხრა თვე მუცლით ტარება და მშობიარობა მიწევს, დანარჩენი პასუხისმგებლობა მთლიანად ჩემს მეუღლეს აქვს აღებული. არც ერთ შვილზე არ მყოლია ძიძა, ყველას შრომას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ძიძის ინსტიტუტის არ მესმის. ჩემმა შვილმა ჩემზე მეტად ძიძა რომ შეიყვაროს, იქვე გული გამისკდება. ეგ კი არა, მამა რომ უფრო მეტად უყვართ, იმაზე მეშლება ნერვები!" - ამბობდა თეა დარჩია.