პიერ რიშარ მორის შარლ ლეოპოლდ დეფაისი (ეს მისი სრული სახელი და გვარია) 1934 წლის 16 აგვისტოს დაიბადა ველანსენში, საფრანგეთში. მამამისი იმ დროისთვის საკმაოდ მდიდარი ბიზნესმენი იყო - საფეიქრო მრეწველობაში იყო ჩართული. თუმცა ახალგაზრდობიდან იყო გატაცებული ლამაზი ქალებით და ცხენების რბოლით, მრავალმილიონიანი ქონება გაფლანგა და ცოლ-შვილი მამის, პიერის არისტოკრატი ბაბუის მამულში გაგზავნა.
პანსიონში ძირითადად მაღაროელებისა და გლეხების შვილები სწავლობდნენ. პიერი იქ ერთადერთი არისტოკრატი იყო, რომელიც ორშაბათობით ლიმუზინით მიჰყავდათ სკოლაში. 5 დღე პანსიონში ცხოვრობდა, სწორედ იმ ღარიბ ბავშვებთან. ისინი არისტოკრატი ბიჭუნასგან შორს იჭერდნენ თავს. მათი კეთილგანწყობა რომ მოეპოვებინა და თავი განკვეთილად არ ეგრძნო, პიერმა ოხუნჯობა დაიწყო, ნიღაბს გაიკეთებდა და კლოუნივით იქცეოდა. მაშინ მიიღო სერიოზული ცხოვრებისეული გაკვეთილი - თუ ახერხებ მათ გაცინებას და შენზე იცინიან, ესე იგი, არ შეგიძულებენ და არ გცემენ.
თანატოლებთან პიერი მხოლოდ სკოლაში ურთიერთობდა, სახლში კი სულ მარტო იყო, გარეთ არ უშვებდნენ. ისევ მსახიობობით ირთობდა თავს და ცნობილ მსახიობებს აჯავრებდა.
პარიზში სამსახიობო ოსტატობას სურდა დაუფლებოდა, თუმცა არ მიიღეს, "არასამსახიობო გარეგნობის" გამო. არ დანებდა და შარლ დიულენის დრამატულ კურსებზე ჩაეწერა. შემდეგ წლები მუშაობდა კაბარეებში, მიუზიკ-ჰოლებში, ესტრადაზე.
ჩააბარა შარლ დიულენის დრამატულ კურსებზე, ხოლო შემდეგ სტაჟირებას გადიოდა ჟან ვილართან. თეატრში მაინცდამაინც წარმატებას ვერ მაიღწია. ძირითადად მეორეხარისხოვან როლებში უწევდა გამოსვლა. 1967 წელს შედგა რიშარის ერთ-ერთი პირველი კინოდებიუტი ივ რობერის ფილმში „ბედნიერი ალექსანდრე“. შემდეგ წლებში მონაწილეობა მიიღო არაერთ ცნობილ ფილმში. 1976 წელს მთავარი როლი შეასრულა ფრანგულ კომედიური ჟანრის ფილმში „სათამაშო“; აღსანიშნავია აგრეთვე შესრულებული კინოროლები ფილმებში: „უიღბლოები“, „მარცხნივ ლიფტისგან“, „კაქტუსი“ და სხვა. 1997 წელს ქართველმა რეჟისორმა ნანა ჯორჯაძემ გადაიღო ფილმი „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“, ხოლო 2000 წელს „ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა“, სადაც ორივე ფილმში როლი წილად ხვდა რიშარსაც.
,,ბედნიერება მხვდა წილად მეცხოვრა სამი თვე თბილისში. ქართველები ნამდვილად განსაკუთრებულები არიან და ძალიან მიყვარს.
ისინი ბუნებით არიან მსახიობები. ქართველებს შეუძლიათ როიალზე, ვიოლინოზე დაკვრა, არაჩვეულებრივი სიმღერა და თანაც სხვადასხვა ხმებში.მათ ბავშვებივით სულები აქვთ.
საქართველოში მივხვდი, როგორ უნდა იცხოვრო და დატკბე სიცოცხლით. ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ვმღეროდით, ვსვამდით, ვმხიარულობდით…
ცხოვრებაში არასდროს მქონია ისეთი ბედნიერი, ლამაზი და დაუვიწყარი დაბადების დღე, როგორიც თბილისში.”