თაკო ნაცვლიშვილის რჩეული რჩეული ოთო ხუროძეა. წყვილმა ქორწილი 2023 წელს, იტალიაში გადაიხადა. პატარძლის თეთრ კაბას შთამბეჭდავი შლეიფი ამშვენებდა.
თაკო სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს, იგი ხშირად აქვეყნებს მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და დიდ მოწონებასაც იმსახურებს. ამჯერად თაკო ვიდეოს "ტიკტოკზე" გვიზიარებს.
თაკო ნაცვლიშვილი
თაკო ნაცვლიშვილი თაკო ნაცვლიშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან ითანამშრომლა. მოდელობა 14 წლის ასაკში დაიწყო ქართულ სამოდელო სააგენტო „ლუქმოდელს მენეჯმენტში“. მისი ბრწყინვალე სამოდელო კარიერა ბევრი გოგონასთვის საოცნებო და იმედისმომცემია. როგორც თავად ამბობს, არასდროს არავის აზრს ყურადღება არ უნდა მიაქციო, რადგან თუ რამე გულით გინდა, აუცილებლად გამოგივა. თაკო პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მაღალი მოდის პოდიუმზე გზა გაიკვალა და ითანამშრომლა ყველა იმ პრემიუმ ბრენდთან, რომლებიც მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ერთგვარ „ამინდს ქმნიან“.
კარიერის დასაწყისში მისით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამოდელო სააგენტო Next Models-ი დაინტერესდა, რომელთანაც მალევე გააფორმა კონტრაქტი. სწორედ ამ კონტრაქტის გაფორმებას მოჰყვა მისი თანამშრომლობა ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა: "ვერსაჩე", "არმანი", "ელი სააბი", "რალფ & რუსო", "ზუჰაირ მურადი", "დიორი", "ჩალაიანი", "იამამოტო" და სხვ.მიუხედავად მსოფლიო ბრენდებთან თანამშრომლობისა და არაერთი წარმატებისა, სირთულეებიც მისი პროფესიის ნაწილია. „მოდა რთული სფეროა, წინააღმდეგობებით სავსე. თუ ყველგან ჩანხარ, აქტუალურობას არ კარგავ, ყველას ახსოვხარ. საკმარისია, წარმატებამ მოგადუნოს, რომ მეორე დღეს აღარავის ემახსოვრები. პოდიუმზე ტრიუმფი და ფიასკო ერთნაირი დოზითაა მოსალოდნელი. ამიტომ მოდა დაუნდობელი ინდუსტრიაა. ბევრი მოდელი ვიცი, ვინც "ჩაქრა". საკმაოდ დიდი სტრესია მოდელისთვის, რომელიც მაღალი მოდის კვირეულებზე გამოდიოდა, მასზე მოთხოვნა იყო და უცებ მისით არავინ ინტერესდება. ამ ფაქტორს ყოველთვის ვითვალისწინებ“ - ამბობს მოდელი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ოჯახი
მისი დედა, უმშვენიერესი ნინა ცქიტიშვილი, ასევე მოდელი და სამოდელო სააგენტოს დამფუძნებელია. ნინა "მის საქართველო 1997"-ის ტიტულის მფლობელია. მას და მის მეუღლეს, ყოფილ კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილს, ოთხი შვილი ჰყავთ: ანა, რომელიც ასევე სამოდელო სფეროში საქმიანობს; გუგა, რომელიც მამის გზას აგრძელებს და ყველაზე უმცროსი ანდრია, რომელიც ჯერ სკოლის მოსწავლეა.