ივანკა ტრამპის ელეგანტური ჩაცმულობა საინაუგურაციო ბალზე - Marao

ამბავი ივანკა ტრამპის შთამბეჭდავი კაბის მიღმა: რატომ ჩაიცვა მამის ინაუგურაციაზე თეთრი კაბა

2025-01-22 13:40:32+04:00

ივან­კა ტრამპმა ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის სა­ი­ნა­უ­გუ­რა­ციო ბალ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რად მის­თვის შექ­მნი­ლი 1954 წლის ოდრი ჰე­პ­ბერ­ნის ცნო­ბი­ლი კა­ბის რეპ­ლი­კა მო­ირ­გო.

ეს კაბა ჰუ­ბერტ დე ჟი­ვან­შის 1954 წლის ოტ კუ­ტი­უ­რის შავ-თეთ­რი კა­ბის რეპ­რო­დუქ­ცია იყო, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად ოდრი ჰე­პ­ბერ­ნის­თვის ფილმ „საბ­რი­ნა­ში“ შე­იქ­მნა. 

trump

trump

ivanka

ivanka

თეთ­რი სახ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ივან­კას­თვის "დიდი პა­ტი­ვი იყო ამ კა­ბის ტა­რე­ბა" და მად­ლი­ე­რე­ბა გა­მო­ხა­ტა ჟი­ვან­შის გუნდსა და არ­ნოს ოჯა­ხის მი­მართ „ორი­გი­ნა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის სი­ლა­მა­ზის ზუს­ტი აღ­დგე­ნი­სა და ოს­ტა­ტო­ბის­თვის.“

"ოდრი ჰე­პ­ბერ­ნი ივან­კას დიდი ხა­ნია შთა­ა­გო­ნებს" - გა­ნა­ცხა­დეს მათ "მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვია მისი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ამ გზით და­ფა­სე­ბა, ხოლო ჟი­ვან­შის გუნდს მად­ლო­ბას უხ­დის ამ და­უ­ვი­წყა­რი მო­მენ­ტის შექ­მნის­თვის".

trump

  • რა არის ცნობილი დონალდ ტრამპის ფავორიტი ქალიშვილის, ივანკას შესახებ 
  • ზაფხულში მოდურად ჩაცმის გაკვეთილები ივანკა ტრამპისგან 
  • ქმრისგან განცალკევებით ცხოვრება და დაძაბული ურთიერთობა გერთან - უცნობი დეტალები "უტყვი პრინცესას", მელანია ტრამპის შესახებ 

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი 20 იანვარს, ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ გამართულ წვეულებაზე შავ-თეთრ სამოსში გამოვიდა.

ივანკა ტრამპი

ივანკა მარი ტრამპი დაიბადა ამერიკელი ბიზნესმენის დონალდ ჯონ ტრამპის ოჯახში. ტრამპების ოჯახი გერმანული წარმოშობისაა, წარმოშობით კალშტადიდან. სახელი ივანკა, ივანას შემოკლებული ფორმაა. ივანკას მშობლები განქორწინდნენ 1991 წელს, როდესაც ის ცხრა წლის იყო. 

მართალია, დონალდი და ივანა გაშორდნენ, მაგრამ ივანკას ყოველთვის ახლო ურთიერთობა ჰქონდა ორივე მშობელთან.

 15 წლამდე სწავლობდა „ჩაპინის სკოლაში“, მანჰეტენზე, ხოლო შემდეგ, სასწავლებლად გადავიდა Choate Rosemary Hall-ში, კონექტიკუტის შტატის ქალაქ ვალინგფორდში.

Choate დამთავრების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში სწავლობდა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, ამის შემდეგ კი პენსილვანიის უნივერსიტეტი ვარტუნის ბიზნესის სკოლაში, რომელიც მან 2004 წელს, ეკონომიკაში ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა.

საოჯახო ბიზნესში მოსვლამდე, ივანკა მოკლე დროის მანძილზე მუშაობდა Forest City Enterprises-ში.[9] 2007 წელს, ის წარმატებით შეუერთა ალმასის გამყიდველების ძალები, Dynamic Diamond Corp., და შექმნა თავისი საიუველირო კომპანია Ivanka Trump Fine Jewelry, რომელიც ფოკუსირებულია ალმასის და ოქროს სამკაულების გაყიდვაზე.

​ივანკა ტრამპის მოდის ხაზი 2011 წელს დაარსდა. ქალის სამოსის მწარმოებელი კომპანია ძირითადად საქამიანი, წარმატებული ქალების იმიჯს იყო მორგებული და შესაბამის ტანსაცმელს სთავაზობდა მომხმარებელს. როგორც ამერიკული პრესის ნაწილი წერს მისი დახასიათებისას - "ბრენდი თავად ივანკა იყო".

ბევ­რი გა­ნი­ხი­ლავს ივან­კა ტრამ­პის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას. 2020 წლის არ­ჩევ­ნებ­ში ტრამ­პის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, ივან­კა და მისი მე­უღ­ლე სამ მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად მა­ი­ა­მი­ში გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად.