ეკატერინე ხვედელიძის პერსონა საზოგადოებისთვის მრავალი წელია, საინტერესო პერსონაა. ამ ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებს ფაქტი, რომ ის საჯაროდ იშვიათად ჩნდება, ასევე იშვიათად აკეთებს კომენტარებს და მის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი.
ეკატერინე ხვედელიძე
ეკატერინე ხვედელიძე 1972 წლის 27 აგვისტოს ფედია და ლუდა ხვედელიძეების ოჯახში დაიბადა. მამა ქირურგი იყო და სამტრედიის საავადმყოფოში მთავარ ექიმად მუშაობდა, დედა კი - მუსიკის მასწავლებელი იყო. ეკატერინეს ჰყავს და, ირმა ხვედელიძე. დები სამტრედიის #3 საჯარო სკოლაში სწავლობდნენ.
ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე 1991 წელს დაქორწინდნენ და ოთხი შვილი ჰყავთ - უტა, ბერა, გვანცა და ცოტნე. რამდენადაც ცნობილია, ეკატერინე ხვედელიძეს არასდროს უმუშავია და მთელი დრო შვილების აღზრდას მოახმარა. მიუხედავად იმისა, რომ იგი მეუღლეზე 16 წლით უმცროსია, ეკატერინე ხვედელიძის თქმით, ამას მისთვის დისკომფორტი არასდროს შეუქმნია.
"გაცნობის პირველ დღეებში ვერც მივხვდი ბიძინას ასაკს და მერეც, არასდროს მიგრძნია ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა, რადგან ბიძინას საოცარი ხასიათი აქვს - ძალიან უყვარს იუმორი, მუდმივად ხუმრობს და ნებისმიერ ადამიანთან მისი თანატოლი ხდება. მაგალითად, ცოტნე დარწმუნებულია, რომ მამამისი არაფრით განსხვავდება მისი ასაკისგან", - ამბობდა წლების წინ ეკატერინე ხვედელიძე.
ეკატერინე ხვედელიძის სტილი და ჩაცმულობა
ცნობილია, რომ ეკატერინე ხვედელიძე ყოველთვის საკუთარი გემოვნებით იცვამს. ის უფრო ხშირად შავს, თეთრს, მწვანისა და ლურჯის ტონებს ირგებს. საათს ატარებს მარჯვენა ხელზე, უყვარს ორიგინალური ბეჭდები და საყურეები. ხშირად ნახავთ დიდი ზომის სამკაულებითა და ბროშებით.
ეკატერინე ხვედელიძე ხშირად ირგებს სხვადასხვა ცნობილი ბრენდისა და მოდის სახლის სამოსს. გარდა ამისა, წლების წინ აქტიურად იწერებოდა, რომ მას პირადი სტილისტი საზღვარგარეთ ჰყავდა და კაბებს ინდივიდუალურადაც იკერავდა.
დაათვალიერეთ ეკატერინე ხვედელიძის 10 გამორჩეული ჩაცმულობა.