ლიტერატურა და კინემატოგრაფია ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ორი სფეროა, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე, ხშირად აშიშვლებს სინამდვილეს და თაობებს უნახავს მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს. ამის მაგალითია ებრაული წარმოშობის პიანისტისა და კომპოზიტორის ბიოგრაფიის მიხედვით შექმნილი რომან პოლანსკის კინოშედევრი, „პიანისტი“.
რეჟისორების შთაგონებად იქცა როგორც კლასიკოსი მწერლების: აგატა კრისტის, ჯეინ ოსტინისა თუ ართურ კონან დოილის შემოქმედება, ისე თანამედროვე ავტორების ნამუშევრებიც, რომელიც დღევანდელ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს ეხმიანება.
გთავაზობთ 10 წიგნსა და მათ გახმაურებულ ეკრანიზაციებს:
კოლინ ჰუვერი თანამედროვე ავტორია, რომელმაც შექმნა ისეთი გახმაურებული რომანები, როგორიცაა „მახინჯი სიყვარული“, „ყველაფერი იწყება ჩვენით“, „ყველაფერი მთავრდება ჩვენით“ და სხვა.
მისი რომანის მიხედვით „ყველაფერი მთავრდება ჩვენით“ 2024 წელს გამოვიდა ამავე სახელწოდების ეკრანიზაცია, რომელშიც მთავარ როლებს ჯასტინ ბალდონი, ბლეიკ ლაივლი და ჯენი სლეიტი ასრულებენ.
სიუჟეტი ოჯახურ ძალადობასა და მის საწყისებს ეხება. მთავარი გმირი საკუთარ თავში პოულობს ძალას, ყველაფერი თავიდან დაიწყოს.
მარგარეტ ეტვუდი კანადელი პოეტი, რომანისტი და კრიტიკოსია, რომლის „მხევლის წიგნმა“ მსოფლიო მოიცვა. ეს დისტოპიური რომანი ერთგვარი გაფრთხილებაა, თუ რა შეიძლება მოხდეს, როცა ადამიანის, უფრო მეტად კი ქალის თავისუფალ ნებას რელიგიის სახელით ზღუდავენ.
რომანის მიხედვით HULU-მ სატელევიზიო შოუ შექმნა, რომელიც სრული სიმძაფრით ასახავს ქალების ტანჯვას გილეადში. შოუმ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა
„სიკვდილი ნილოსზე“ დეტექტივების დედოფლის აგატა კრისტის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ნაწარმოებია, რომლის მიხედვითაც რეჟისორმა კენეთ ბრანამ ფილმიც გადაიღო.
ეკრანიზაცია 2022 წელს გამოვიდა და მთავარ როლს გალ გადოტი ასრულებს.
დეტექტივის სიუჟეტი ასე ვითარდება: მრავალმილიონიანი ქონების მემკვიდრე ლიტენ რეჯუეი ცოლად მიჰყვება თავისი უახლოესი მეგობრის, ჟაკლინის საქმროს. ახალდაქორწინებულები თაფლობის თვის გასატარებლად თბომავალ "კარნაკით" ნილოსზე, ეგვიპტეში მიემგზავრებიან. ჟაკლინი გადაწყვეტს, ჩააშხამოს მოგზაურობა მოღალატე საქმროსა და მეგობარს. ბორტზე სხვა მტრებიც არიან. სახელგანთქმული მეძებარი პუარო, ლინეტს ერთ დღეს კაიუტაში მოკლულს იპოვის. ხანგრძლივი ძიების შემდეგ პუარო მიაგნებს დანაშაულის იარაღას და მიზეზსაც,მაგრამ ერთმანეთს ახალ-ახალი მკვლელობები მოჰყვება.
XVIII-XIX საუკუნეების გამოჩენილი ინგლისელი მწერალი და რომანისტი ჯეინ ოსტინი აღიარებულია სენტიმენტალიზმის სკოლის უბადლო წარმომადგენლად და ინგლისური რეალიზმის წინამორბედად.
მისი ჯო რაიტისეული ეკრანიზაცია 2005 წელს გამოვიდა და ბევრი ჩვენგანის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად იქცა. ფილმი ოსკარზეც იყო წარდგენილი. მთავარ როლებს კირა ნაიტლი და მეთიუ მაკფადენი ასრულებენ. მათ ელიზაბეტ ბენეტისა და მისტერ დარსის დაუვიწყარი პერსონაჟები შექმნეს.
აღსანიშნავია, რომ წიგნის სიუჟეტის მიხედვით დაახლოებით 17 ფილმი და რამდენიმე მინი სერიაა გადაღებული.
1887 წელს, პირველად რომ ახსენეს, იმ დროიდან მოყოლებული უყვარს მკითხველს მთელი მსოფლიოს მასშტაბით - ეს ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი გენიალური პერსონაჟი შერლოკ ჰოლმსია.
მწერლები დღემდე ცდილობენ მისი თავგადასავლის გაგრძელებას, კინორეჟისორები დღემდე ახალ-ახალი სახით აცოცხლებენ ეკრანზე, არტისტები კი ისევ ხატავენ და აქანდაკებენ! მის სახელზე მუზეუმები, ”საზოგადოებები“ და ”კლუბები“ იქმნება, გინესის რეკორდების წიგნში კი წერია, რომ ერთადერთი ლიტერატურული პერსონაჟია, რომელმაც დროს გაუძლო და დღემდე უცვლელად მკვიდრობს მსოფლიოს ხალხთა ცხოვრებასა და ენაში. ასე რომ, შერლოკი ცოცხალია! მიჰყევით დანაშაულის კვალს მასთან ერთად და გახსენით გაუხსნელი საქმეები! თავგადასავალი გრძელდება! "
შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლის მიხედვით BBC One-მა გადაიღო სერიალი, რომელშიც მთავარ როლს ბენედიქტ ბამბერბეჩი ასრულებს. ბევრ კინომოყვარულს სწორედ მის მიერ შესრულებული როლი მიაჩნია საუკეთესოდ.
საინტერესოა, რომ შერლოკ ჰოლმსის დაახლოებით 250 ვერსია მოხვედრილა ეკრანზე. მათ შორის ბრიტანულ „შერლოკთან“ ერთად ყველაზე გახმაურებულია გაი რიჩის „შერლოკ ჰოლმსი“; ასევე სერიალი „ელემენტარული“.
ნიკოლას სპარქსი ამერიკელი ავტორია, რომელსაც 17 რომანი აქვს გამოცემული. აქედან 8 ეკრანიზაციის სახით გამოვიდა. მათ შორის არის „უბის წიგნაკი“, „ძვირფასო ჯონ“ და „არჩევანი“, რომელიც რომანტიკულ ჟანრში ერთ-ერთი საუკეთესოა.
„არჩევანი“ ეკრანებზე 2016 წელს გამოვიდა და მასში მთავარ როლებს ბენჯამინ უოკერი, ტერეზა პალმერი და ალექსანდრა დადარიო ასრულებენ.
რომანის სიუჟეტი მოგვითხრობს წარმატებული ახალგაზრდა მამაკაცის თრევის პარკერის შესახებ. მას ყველაფერი აქვს – კარგი სამსახური, სახლი ოკეანის სანაპიროზე, საოცარი ხედი ფანჯრიდან. და რაც მთავარია, ერთგული მეგობრები. თრევისის ცხოვრება ერთი დიდი ატრაქციონია: გართობა, სპორტი, თევზაობა – ის, რასაც ნამდვილი „მამაკაცები“ ირჩევენ. პარკერს სიყვარულის არ სჯერა. და არც ეძებს. თუმცა, გაბი ჰოლანდთან შეხვედრის შემდეგ თრევისი საკუთარ ბედისწერას ცვლის! ექსტრემალი თრევისი და საკუთარ თავში ჩაკეტილი გაბი – ბედნიერი ქორწინება და საუცხოო ოჯახი. სიყვარული. თუმცა, პარკერი არჩევანის წინაშე აღმოჩნდება! ახლა მან ბედისწერის გამოწვევას უნდა უპასუხოს.
„შენ“ ამერიკელი მწერლისა და სცენარისტის კეროლაინ კეპნესის გახმაურებული რომანია, რომლის Netflix-ის ადაპტაციასაც დიდი პოპულარობა ხვდა წილად.
ტრილერში მთავარ როლს პენი ბედგლი ასრულებს.
სიუჟეტი ვითარდებ ფსიქოპატი სერიული მკვლელის გარშემო, რომელიც წიგნის მაღაზიაში მუშაობს და ეძებს მორიგ მსხვერპლს, რომელსაც გარშემომყოფებისგან „დაიცავს“. ყველა ასეთ „მცდელობას“ კი უმძიმესი დანაშაული მოოჰყვება.
საინტერესოა, რამ ჩამოაყალიბა ის მკვლელად? როგორ ზემოქმედებს ადამიანზე ბავშვობაში მიღებული ტრავმები?
„არასოდეს გამიშვა“ ანტიუტოპიური რომანია, რომელშიც ადამიანად ყოფნის იდეა სამი მოზარდის ცხოვრების მაგალითზეა წარმოდგენილი. რუთი, ქეითი და ტომი ინგლისის განაპირას მდებარე პანსიონის, ჰეილშემის აღსაზრდელები არიან. მოქმედება ალტერნატიულ ინგლისში ხდება, ხოლო ჰეილშემი გარე სამყაროსგან სრულად მოწყვეტილი ადგილია, სადაც უცნაური, აუხსნელი წესები მოქმედებს. მასწავლებლები მუდმივად შთააგონებენ მოსწავლეებს, რომ ისინი განსაკუთრებულნი არიან. მაგრამ რატომ არიან განსაკუთრებულნი? რა გამოარჩევს „ჰეილშემის შვილებს“ სხვებისგან? ამ კითხვებზე მათ არავინ სცემს პასუხს და ბავშვებმა ჯერ არ იციან, რომ წინ კიდევ უფრო უცნაური რეალობის აღმოჩენა, უამრავი ტკივილი და იმედგაცრუებაა... „არასოდეს გამიშვა“ სევდიანი, ამაღელვებელი, გულში ჩამწვდომი მრავალშრიანი რომანია, რომელიც უამრავ საფიქრალს ტოვებს. მასში ყველაფერია მოგონებები, ოჯახი, მეგობრობა, დიდი სიყვარული და ეს ყველაფერი იმდენად წარმოუდგენელი რაკურსით და შთამბეჭდავად არის ნაჩვენები, რომ მკითხველში დაუვიწყარ ემოციებს იწვევს. „არასოდეს გამიშვა“, შეიძლება, პოლიტიკურ რომანად ან ტრილერად მოგვეჩვენოს, მაგრამ, სინამდვილეში, ეგზისტენციალური იგავია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ცდილობენ ბედნიერების პოვნას მანამ, სანამ ირგვლივ სიბნელე ჩამოწვება.
წიგნის მარკ რომანეკისეული ეკრანიზაცია 2010 წელს გამოვიდა. მთავარ როლებს კერი მალიგანი, ენდრიუ გარფილდი და კირა ნაითლი ასრულებენ.
ნაწარმოები, რომლის მიხედვითაც ლეგენდარული ფილმი „ნათლია“ გადაიღეს, ნიუ-იორკში, იტალიურ ოჯახში დაბადებულ მარიო პიუზოს ეკუთვნის.მისი პირველი წიგნი „არენა ამერიკა“ 1955 წელს გამოიცა. ამას კიდევ რამდენიმე რომანი მოჰყვა, თუმცა დიდი აღიარება მწერალს მოუტანა 1969 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა „ნათლია“, რომელიც იტალიური მაფიის საფუძვლებზე და კანონებზე, კორუფციაზე, ძალადობასა და კეთილშობილ განგსტერ დონ კორლეონეზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის.
ფრენსის ფორდ კოპოლას ამავე სახელწოდების ეკრანიზაციამ 1972 წელს ოსკარი მიიღო. მასში მთავარ როლებს ასრულებენ მარლონ ბრანდო და ალ პაჩინო. ფილმი სამნაწილიანია და თითოეულ მათგანი კინოშედევრადაა მიჩნეული.
აღსანიშნავია, რომ „ნათლიას“ კიდევ ერთი ეკრანიზაცია 2020 წელს გამოვიდა.
გილიან ფლინი ავტორია NEW YORK TIME-ის ბესტსელერებისა: „გაუჩინარებული ქალი“, „ბნელი ადგილები“ და „ბასრი საგნები“. მუშაობდა Entertainment Weekly-ის კრიტიკოსად, მისი წიგნები 40 ენაზეა თარგმნილი.
„გაუჩინარებული ქალი“ საერთაშორისო სენსაციად იქცა და 75 კვირის განმავლობაში NEW YORK TIME-ის ბესტსელერების სიის პირველი ადგილი არავის დაუთმო.
რეჟისორ დევიდ ფინჩერის კინოეკრანიზაცია კი 2014 წელს კინოკომპანია 20th Century Fox-ის შეფასებით წლის ფილმად აღიარეს.
R