59 წლის მონიკა ბელუჩი არა მხოლოდ ცნობილი მსახიობი და მოდელია, არამედ ორი ქალიშვილის დედაცაა. მას და ვენსან კასელს 19 წლის დევა და 13 წლის ლეონი ჰყავთ. მონიკამ შვილების გაჩენა უკვე გააზრებულ ასაკში გადაწყვიტა. პირველად დედა 39 წლის ასაკში გახდა, მეორე შვილი კი 45 წლის ასაკში გააჩინა.
მონიკა რომ სილამაზით გამორჩეული ქალია, ეს ფაქტია, და შეიძლება ითქვას, რომ გენეტიკის დამსახურებაცაა. ცოტამ თუ იცის მსახიობის დედის, ბრუნელა ბრიგანტის შესახებ.
მონიკა ბელუჩის ოჯახი
მონიკა ანა მარია ბელუჩი დაიბადა 1964 წლის 30 სექტემბერს იტალიურ სოფელ ციტა დი კასტელოში, ბრუნელა ბრიგანტისა და პასკუალ ბელუჩის ოჯახში.
ბელუჩის ოჯახი ეთნიკურად ალბანური წარმომავლობისაა. ალბანელები იტალიაში მე-15 საუკუნიდან ცხოვრობენ.
მამას უყვარს ქალიშვილზე ლაპარაკი და მისი ადრეული წლების გახსენება. მისი თქით, მონიკა ისეთი ლამაზი იყო, რომ რესტორნის შეფმა ერთხელ უარი თქვა მათგან ფულის აღებაზე. მასწავლებლები აღფრთოვანებული იყვნენ მისი სილამაზით და ერთ-ერთმა მათგანმა გოგონას პორტრეტიც კი დახატა.
მონიკა ბელუჩის უყვარდა მშობლებთან დროის გატარება და სხვა ბავშვებთან ერთად თამაშს ყოველთვის თავს არიდებდა. მომავალმა ვარსკვლავმა სწავლა და წიგნების კითხვა ამჯობინა და მალევე მზად იყო იურიდიული სკოლის სტუდენტი გამხდარიყო. სკოლის დამთავრების შემდეგ იგი გაემგზავრა პერუჯის უნივერსიტეტში შემდგომი განათლების მისაღებად.
მონიკა ბელუჩის შვილები
ცნობილი ფაქიტა, რომ მონიკას პირველი შვილი ასაკში შეეძინა. მსახიობი მაშინ 39 წლის იყო. თავადაც ბევრჯერ აღუნიშნავს, რომ ეს მისი გადაწყვეტილება იყო. და შვილის გაჩენა მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა, როცა მიხვდა, რომ ამ პასუხისმგებლობისთვის მზად იყო:
"მანამდე დედობისთვის მზად არ ვიყავი. ვფიქრობდი, რომ ეს მთლიანად შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას. ვფიქრობ, ეს იმიტომაც ხდებოდა, რომ თავად ოჯახში ერთადერთი შვილი ვარ. ვნერვიულობდი, რომ არ ვიქნებოდი მზად, შვილებისთვის თავი მიმეძღვნა.
ჩემმა ბებიამ პირველი შვილი 47 წლის ასაკში გააჩინა. გვიან ასაკში დედობას საკუთარი უპირატესობები აქვს. იქამდე ჩემი ცხოვრება მუდმივი გადაღებების, ფრენის, სასტუმროებისა და წვეულებებისაგან შედგებოდა. ძალიან კარგი გამოცდილება იყო, მაგრამ, რაღაც მომენტში მოსაწყენი გახდა და მივხვდი, რომ მჭირდებოდა ემოცია, რომელიც ჩემს ცხოვრებას გაამრავალფეროვნებდა. ჩემმა შვილებმა ჩემს ცხოვრებას ისეთი რამ შესძინეს, რაც არასოდეს მქონია და არასოდეს განმიცდია. რამდენ ფილმშიც არ უნდა მეთამაშა, ამას ვერასდროს გავაცნობიერებდი." - თქვა მსახიობმა Icon-თან ინტერვიუში.