"გა­მი­მარ­თლა, რომ ასე­თი მე­უღ­ლე მყავს. ვა­ნი­კო მა­ნე­ბივ­რებს და ყვე­ლა­ფერ­ში მი­წყობს ხელს" - მარიამ ვაშაძის ოჯახური იდილია - Marao

"გა­მი­მარ­თლა, რომ ასე­თი მე­უღ­ლე მყავს. ვა­ნი­კო მა­ნე­ბივ­რებს და ყვე­ლა­ფერ­ში მი­წყობს ხელს" - მარიამ ვაშაძის ოჯახური იდილია

2025-01-22 16:14:31+04:00

ქართულ ტელესივრცეს ლამაზი ჟურნალისტები არ აკლია. ერთ-ერთი გამორჩეულია საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემის წამყვანი მარიამ ვაშაძე.

მარიამ ვაშაძის მეუღლე

მარიამის მეუღლე ვანო ბენიძეა. წყვილი რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა და ერთ საერთო შვილს ზრდის. მარიამს ოჯახურ ცხოვრებასა და დედობაზე არაერთ ინტერვიუში უსაუბრია. 

მარიამსა და ვანოს ულამაზესი ქორწილი ჰქონდათ, თავბრუდამხვევ ფოტოებს აქვეყნებდნენ მალდივებიდან, სადაც თაფლობის თვე გაატარეს.

ვანიკო ბენიძის მამა ბიზნესმენი დავით ბენიძეა. ვანიკო საზოგადოების დიდი ინტერესის ქვეშ, მისი დის ანი ბენიძის გათხოვების შემდეგ მოექცა. მისი და, კუდ-ის მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას მეუღლეა.

vashadze

"გა­მი­მარ­თლა, რომ ასე­თი მე­უღ­ლე მყავს. ვა­ნი­კო მა­ნე­ბივ­რებს და ყვე­ლა­ფერ­ში მი­წყობს ხელს, არც სი­ურპრი­ზებს მაკ­ლებს. მის გვერ­დით ყო­ვე­ლი დილა ბედ­ნი­ე­რად თენ­დე­ბა. ზო­გა­დად, დღის ეთე­რებ­ზე ვარ, თუმ­ცა გვი­ა­ნო­ბამ­დე მი­წევს ხოლ­მე სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რთუ­ლია, სახ­ლში დაღ­ლი­ლი რომ მივ­დი­ვარ, მაგ­რამ ჩემი მეუღლეც და­კა­ვე­ბუ­ლია და ფაქ­ტობ­რი­ვად, ამით ვა­ბა­ლან­სებ სახ­ლში არ­ყოფ­ნას" - ამბობდა მარიამი. 

  • ქართველი ტელეწამყვანები, რომლებსაც მდიდარი ქმრები ჰყავთ 
  • „დაახლოებით ერთი წელია, აქ ვცხოვრობთ, მე და ვანიკოს ძალიან გვიყვარს შინ ყოფნა...“ - მარიამ ვაშაძისა და ვანო ბენიძის გემოვნებიანი ბინა თბილისურ „ცათამბჯენში“ 
  • "თაიგული გავხსენი და ეწერა: "გამომყვები ცოლად?" - მარიამ ვაშაძე ოჯახურ ცხოვრებასა და დაუვიწყარ ვალენტინობაზე 

ხში­რად მა­ხა­რებს სა­ჩუქ­რე­ბით, არ და­მა­ვი­წყდე­ბა ის დღე, როცა ხელი მთხო­ვა. ეს შარ­შან, 14 თე­ბერ­ვალს, სიყ­ვა­რუ­ლის დღეს მოხ­და. იცის, რომ არ მიყ­ვარს სა­ხალ­ხოდ ხე­ლის თხოვ­ნე­ბი, თუმ­ცა სხვას რომ ვუ­ყუ­რებ, მომ­წონს. მოკ­ლედ, არ ვე­ლო­დე­ბო­დი ხე­ლის თხოვ­ნას, უბ­რა­ლოდ, სა­ღა­მოს გა­მო­მი­ა­რა და ჩა­ი­ზე დამ­პა­ტი­ჟა ერთ-ერთ მშვიდ კა­ფე­ში. მო­მა­წო­და თა­ი­გუ­ლი, რო­მელ­ზეც ბა­რა­თი იყო და­მაგ­რე­ბუ­ლი და რომ გავ­ხსე­ნი ეწე­რა: "გა­მომ­ყვე­ბი ცო­ლად?" და ნიშ­ნო­ბის ბე­ჭე­დიც მომ­ცა. ასე რომ 14 თე­ბერ­ვა­ლი ის დღეა, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა, ის მხო­ლოდ ვა­ლენ­ტი­ნო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლის დღე არ არის, ვა­ნი­კომ მას ჩვენ­თვის სხვა დატ­ვირ­თვა მის­ცა."

vashadze

ქორწინებამდე წყვილი ერთმანეთს წლები იცნობდა. ერთმანეთი მეგობრებმა გააცნეს. ვანო საქართველოში არ ცხოვრობდა და მათი მეგობრობა მიმოწერით გრძელდებოდა. მოგვიანებით, ზაფხულში, ისევ მეგობრების გარემოცვაში შეხვდნენ და ურთიერთობაც ასე დაიწყო.