ინოლა გურგულიას ქალიშვილი, მსახიობი ია შუღლიაშვილი მარჯანიშვილს თეატრის მსახიობია. წარმატებული თეატრშიც და კინოშიც, მსახიობი ყოველთვის გამოირჩევა დასამახსოვრებელი როლების სიმრავლით. დედის სიმღერებსაც მღერის და მის ანდერძს ასრულებს - იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ მე ცოცხალი ვიყოო.
ია შუღლიაშვილი ქართველი ხალხის საყვარელი კომპოზიტორის, ინოლა გურგულიას, ქალიშვილია, მამაც ცნობილი კომპოზიტორი იყო.იამ ნიჭიერთა მუსიკალური ათწლედი დაამთავრა. კონსერვატორიაში აბარებდა, როცა შეიტყო, რომ თურმე დედას უნდოდა, ია მსახიობი გამოსულიყო, ამიტომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. მარჯანიშვილის თეატრში ინსტიტუტის დამთავრებიდან დღემდე უამრავ სპექტაკლში ითამაშა.
ინოლა გურგულია დაიბადა 1929 წლის 25 ივლისს. იზრდებოდა თბილისის ძველ უბანში. ყოველ ზაფხულს იგი ატარებდა სამეგრელოს სოფელ უჩაშონაში. გიტარაზე დაკვრა მამიდამ ასწავლა, ჩონგურსა და ფანდურზე — ძიძამ. მან დაწერა სიმღერები: გიტარა, სიზმარია, ღიმილი მინდა, მადლობელი ვარ, უშენოდ და სხვები; ასევე, 15 საბავშვო სიმღერა, მათ შორის: საქანელა, კარუსელი, გვირილა, განი განდაგანა, ოდელია-დელა და ა.შ.
პროფესიით უცხო ენების (ინგლისურის განხრით) სპეციალისტი იყო, უცხო ენათა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, იქ ლექტორად მუშაობდა... მუსიკალური ათწლედი ჰქონდა დამთავრებული და მცდელობაც ჰქონდა, კონსერვატორიაში ჩაებარებინა.
მუსიკა ბავშვობიდან უყვარდა, ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა ქმნიდა სიმღერებს. მისი ძირითადი ნამუშევრები 17 წლის ასაკიდანაა შექმნილი.
მომღერალი 1977 წელს, მძიმე სენთან ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა; მაშინ ია მხოლოდ 10 წლის იყო. ბევრჯერ აღუნიშნავს, რომ მიუხედავად პატარა ასაკისა, დედა კარგად ახსოვს.
"ძალიან პატარა, 10 წლის ვიყავი, როდესაც დედა ამ ქვეყნიდან წავიდა, მაგრამ მასთან სულიერ კავშირს დღემდე ვგრძნობ. გარდაცვალების შემდეგ, სულ რამდენჯერმე დამესიზმრა, რასაც ჩემს ცხოვრებაში დიდი წარმატება და სიხარული მოჰყვა. ამიტომ ინოლა ჩემთვის მხოლოდ კარგის მახარობელია! - ანგელოზებიც ხომ ასე არიან - ჩვენთვის მხოლოდ სასიხარულო ამბები მოაქვთ."
ია შუღლიაშვილის კარიერა დედის დამსახურებაა - სწორედ დედას უნდოდა, რომ შვილი მსახიობი გამოსულიყო. ამიტომ, იამ სკოლის დამთავრების შემდეგ კარიერაზე ფიქრი დაიწყო. მაშინ ინოლა გურგულია უკვე გარდაცვლილი ყო, იამ კი დედას სურვილი შეუსრულა.
"მსახიობობა რომ გადავწყვიტე, უკვე სკოლას ვამთავრებდი. ბევრ ინტერვიუში მითქვამს, რომ ეს დედას სურვილი იყო: სწორედ დედაჩემს - ინოლა გურგულიას სურდა, რომ მსახიობი გავმხდარიყავი. მართალია, მაშინ ინოლა უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ მის სურვილს გვერდი ვერ ავუარე. საკმაოდ ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, ეს პროფესია გახსნის და უფრო ხალისიანს გახდისო, ამბობდა დედა. ეს სიტყვები გულში ჩამრჩა და როგორც ანდერძი, ისე შევასრულე. " - ამბობდა ია.