მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი მეორედ გახდა აშშ-ის პრეზიდენტი, საუბარი მელანია ტრამპის ირგვლივ არ წყდება. მელანია ყურადღებას თავისი იდუმალებისა და საინტერესო ცხოვრების მიღმა, გამორჩეული, ძალიან დახვეწილი და ელეგანტური სტილის გამოც იქცევს. უდავოა, რომ ის მსოლფიოს ერთ-ერთ გემოვნებიან ქალად დამსახურებულად ითვლება.
ამის ფონზე, გადავხედოთ ბოლო პერიოდის გამორჩეული სტილისა და გემოვნების პირველ ლედებს.
თავისი ექსტრავაგანტური, ძვირადღირებული კაბებით, პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის მეუღლე კრიტიკასა და აღფრთოვანებას ერთდროულად იმსახურებდა. ომის დროს მისი ძვირადღირებული კაბები საზოგადოებას აღიზიანებდა.
როგორც პირველი ლედი, მერი დიდ დროს უთმობდა თეთრი სახლის მოდერნიზაციას. ასევე სამოქალაქო ომის დროს, იგი ხშირად მიდიოდა საავადმყოფოებში, სადაც სტუმრობდა დაჭრილ ჯარისკაცებს. მერი ლინკოლნი ეწინააღმდეგებოდა მონობას და მხარს უჭერდა ქმრის პოლიტიკას კავშირის შენარჩუნების მიმართულებით.მიშელ ობამა 21-ე საუკუნის ყველაზე ელეგანტური პირველი ლედია. მან მოხიბლა და აღაფრთოვანა უამრავი ადამიანი თავისი თამამი მოდის არჩევანით.
ქალი, რომლის ორიგინალური ჩაცმის სტილი და გარეგნობა ყოველთვის ყველასგან გამოირჩეოდა და ყველაზე ხშირად ხვდებოდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
ჟაკლინ კენედი იყო ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი 1961–1963 წლებში, ჯონ ფიცჯერალდ კენედის მეუღლე. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისტორიული არქიტექტორული ნაგებობების შენარჩუნებაში. მუშაობდა რედაქტორად რამდენიმე გამომცემლობაში.
მიშელს არაერთხელ უთქვამს, რომ ტანსაცმელში ფულის დახარჯვა ენანება. ერთხელ იგი ტელეშოუ "თუდეის" ჩაწერაზე 35 დოლარიანი კაბით მივიდა. მან შვეიცარული ბრენდის "ეიჩენდემის" კაბა წითელ ქამართან და ყვითელ ფეხსაცმელთან საკმაოდ გემოვნებიანად შეახამა.
მედიის და მოდის კრიტიკოსების ყურადღება ყოველთვის იყო მიმართული 54 წლის ახლადარჩეული პრეზიდენტის ცოლისკენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის ოთხი წლის განმავლობაში კვლავ გამოჩნდება საჯარო სივრცეში, მისი ჩაცმულობა ისევ განხილვის ობიექტი გახდება. ქალბატონი ტრამპის სტილის პასუხისმგებელი ადამიანი, ერვე პიერი, პირადად ყიდულობს მისთვის ტანსაცმელს.
გამორჩეული გარეგნობისა და სტილის პირველ ლედებზე საუბრისას, საქართველოს მაგალითის მიყვანაც შეგვიძლია. საქართველოს ყველა პირველი ლედი განსაკუთრებული დახვეწილობითა და გემოვნებით გამოირჩეოდნენ, მათგან კი შეგვიძლია გავიხსენოთ გიორგი მარგველაშვილის მეუღლე, მაკა ჩიჩუა.
„ქართველი ქალები მართლაც ინდივიდუალური სტილით გამოირჩევიან. საქართველოში ჩამოსული ყველა უცხოელი ამას ერთხმად აღნიშნავდა. ზოგადად, მე მიყვარს თავისუფალი სტილი. ტანსაცმელი უნდა იყოს ჩემზე მორგებული და არა მე ტანსაცმელზე. თუმცა, როდესაც პირველი ლედი ვიყავი, კომპრომისებზე მიწევდა წასვლა, მაგრამ მაინც ვცდილობდი არ ვყოფილიყავი შეზღუდული.
ძალიან მიყვარს შავი ფერი, თეთრი, მწვანე. არ მიყვარს იასამნისფერი, ვარდისფერი. მოდა და ტენდენციები არ მაინტერესებს. განსაკუთრებულად მომწონს იაპონური სტილი და შემდეგ უკვე ფრანგული, რომელსაც განსაკუთრებული სიკეკლუცე ახლავს თან და ამავდროულად, არ გადადის სიმსუყეში“, – ამბობდა მაკა ჩიჩუა.