8-წლიანი ურთიერთობის დასრულება, ხმაურიანი პირადი ცხოვრება და ცნობილი ოჯახი: ნინი ბადურაშვილის პორტრეტი - Marao

8-წლიანი ურთიერთობის დასრულება, ხმაურიანი პირადი ცხოვრება და ცნობილი ოჯახი: ნინი ბადურაშვილის პორტრეტი

2025-01-29 16:48:09+04:00

ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი“ და­ტო­ვა. გა­და­ცე­მა "პრა­იმ­შო­უ­ში“, რომ­ლის წამ­ყვა­ნიც რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო, ახლა მას ეკო ფან­გა­ნი ჩა­ა­ნაც­ვლებს. გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნე­ბად რჩე­ბი­ან ნინო ნა­დი­რა­ძე, ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე, ანრი ჯო­ხა­ძე და ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რია. შე­გახ­სე­ნებთ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის გარ­თუ­ლე­ბის ფონ­ზე, გა­და­ცე­მა ნი­ნიმ­დე სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვილ­მა და­ტო­ვა, თუმ­ცა მო­დელ­სა და ტე­ლე­წამ­ყვანს, მი­ზე­ზე­ბი არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია.

„ვფიქ­რობ, რომ ერთი ეტა­პი დას­რულ­და, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვის­თან ერ­თა­დაც ეს დრო გა­ვა­ტა­რე. ვფიქ­რობ, სხვა რა­ღაც და­ი­წყოს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, მუ­სი­კით უფრო მე­ტად დავ­კავ­დე“, - ამბობს მომღერალი ambebi.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

  • "ელენე - 11" - ნინი ბადურაშვილი ერთადერთი ქალიშვილის იუბილეს აღნიშნავს 
  • ნინი ბადურაშვილის საახალწლო ფოტოსესია შვილთან ერთად: მომღერალი შთამბეჭდავ კადრებს გვიზიარებს 
  • "1995 წელი - ბასტი-ბუბუ" - ნინი ბადურაშვილის ბავშვობის კადრები და ცხოვრების ამბები 

ნინი ბადურაშვილი

ნინი ბადურაშვილი 1985 წლის 27 დეკემბერს რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ეკა კახიანის ოჯახში დაიბადა. ექვსი წლიდან "ბასტი-ბუბუს" სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე, „ნანა ჩემო ბაია" გადაიღო. ასევე იყო ჯგუფ "სტეფანე და 3G"-ს წევრი.

"რამდენი ნიჭიერი და ლამაზი გოგოა ამ ქალაქში და მიკვირს, რატომ არის ნინის მიმართ ასეთი გაცხოველებული ინტერესი. ბავშვობიდან იყო განხილვის თემა. წერდნენ, რომ იყო ყველაზე სასურველი სარძლო. ეს თემა იყო ისეთი აქტუალური, ვფიქრობდი, რატომ ნინი? თბილისმა იცის ამოჩემება… რატომ არის ამდენი ხალხი დაკავებული ნინის ამბების განხილვით. ნინი სულ შეწუხებული იყო და ჩვენ ყველა, როდის გათხოვდებოდა. ეს ჩემზეც იყო, მაგრამ ვერ შევედრები ნინის…

არც გათხოვება უკითხავს ჩემთვის… მართლა თავისით გადაწყვიტა. სხვა ურთიერთობები ვიცოდით. ნინი ისეთი ტიპია, რომ არ მალავს. ყველაფერს ჰყვებოდა. ეს ბიჭი უცებ სად გაიცნო, არ ვიცი. მოვიდა და გვითხრა, ახლა უნდა გავთხოვდეო. ვინ არის, რა ჰქვია, რა გვარია-მეთქი. არა, გადავწყვიტე და უნდა გავთხოვდეო… არ მქონია იმის საშუალება, რომ მეთქვა ან კარგი, ან ცუდი. ჩავრთულვარ სხვა ურთიერთობებში, როცა ნინი განცდებში მინახავს და უბედური იყო, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ ნინის და ირაკლის ურთიერთობაში არ ჩავრეულვარ… ნინიმ არასდროს არაფერში დამიჯერა და არც მიკვირდა, რადგან მასში ჩემს თავს ვხედავდი ზუსტად…“ - იხსენებდა ეკა კახიანი. 

ნინი ბადურაშვილის პირადი 

ნინის წარმატებული კარიერა ჰქონდა და საზოგადოებაში პოპულარობითა და სიყვარულითაც სარგებლობდა, როცა მოულოდნელად  დაოჯახება გადაწყვიტა. ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლისა და ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძის გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი "შე­რა­ტონ­ში" 2012 წლის 25 ოქ­ტომ­ბერს შედ­გა, შემ­დეგ კი ის სა­ცხოვ­რებ­ლად მე­უღ­ლეს­თან, მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და.

ნინისა და ირაკლის ქორწინება ხმაურიანად დასრულდა. ის მეუღლეს, ირაკლი კუტალაძეს, მანამ დაშორდა, სანამ შვილს გააჩენდა. ნინი მშობიარობის დროს მარტო იყო და პატარა ელენესთან ერთად სახლშიც მარტო დაბრუნდა. ელენე  დედასთან იზრდება, თუმცა მამასა და მის ოჯახსაც ხშირად სტუმრობს.