მშვენიერი, დახვეწილი, გაწონასწორებული, ნიჭიერი... - ეს იმ ეპითეტებიც მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც მაკა ჩიჩუას შესახებ ხშირად მოისმენთ. მართლაც, განსაკუთრებულად მშვიდი აურისა და დადებითი განწყობის დამსახურებით, მაკა ჩიჩუა დღემდე ბევრისთვის საყვარელი "პირველი ლედია".
მაკა ჩიჩუა საქართველოს მე-4 პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეუღლეა. მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი დაქორწინდნენ 2014 წლის 10 სექტემბერს. მათ ხელი დუშეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მოაწერეს. საქორწინო ხელისმოწერისას მოწმეები მათი შვილები - ანა მარგველაშვილი და მაშო ჩიჩუა იყვნენ. 2015 წლის 2 თებერვალს მეორე შვილი შეეძინა. პრეზიდენტის ვაჟს ბაბუის სახელი, თეიმურაზი (თემიკო) დაარქვეს. მოგვიანებით კი ისინი კიდევ ერთი ბიჭის, თომას მშობლები გახდნენ.
მაშო ჩიჩუა
მაშო ჩიჩუა მაკა ჩიჩუას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. გოგონას მამა მუსიკოსი დიმა დადიანია, თუმცა მაშო დღემდე დედის გვარზეა. დიმა ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოში, ვინც ელექტრონულ მუსიკას ქმნიდა.
მაშოს მეუღლე მინდია გოგოჭური იყო, რომელიც გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში არაერთხელ გაეხვა სკანდალში. ის რამდენჯერმე დააკავეს და მაშო მის მოსანახულებლად ციხეშიც ხშირად დადიოდა. 2020 წელს კი ცნობილი გახდა, რომ მაშო და მინდია ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილს ქორწინებაში შვილი არ შეძენია.
მაშო ჩიჩუა ვიზუალურად ძალიან ჰგავს დედას - შესაძლოა, ზოგიერთ ფოტოში ისინი ერთმანეთისგან ვერც კი გაარჩიოთ. მაშო გატაცებულია ფოტოგრაფიით და საკუთარ სოციალურ ქსელებში საინტერესო კადრებს ხშირად აზიარებს. არ უყვარს მედიასთან ურთიერთობა და თითქმის არასდროს ჩნდება საჯაროდ. მიუხედავად იმისა, რომ მაშო გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის ახლო მეგობარია, მისგან განსხვავებით არასდროს ჩნდება ხმაურიან წვეულებებზე.
მაშოს განსაკუთრებით უყვარს ცხოველები და თავადაც ჰყავს რამდენიმე. მაშო ჩიჩუა 33 წლისაა, ცხოვრობს მშვიდი ცხოვრებით, ნაკლებად ჩნდება საზოგადოებაში და საკუთარ ფოტოებს არც სოციალურ ქსელებში აზიარებს. დიდ დროს ატარებს უმცროს ძმებთან, თემოსა და თომასთან.
"1991 წლის 16 ოქტომბერს დაიბადა გოგო, რომელსაც უყვარს თავისი მეგობრები და ახლობლები, რომელიც ყოველთვის ფიქრობს, როგორ დაეხმაროს და გაახაროს გასაჭირში მყოფი ადამიანები!" - ასე ახასიათებდა მაკა ჩიჩუა ქალიშვილს.