8 ახალგაზრდა მოდელი საქართველოდან, რომლებმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვეს - Marao

8 ახალგაზრდა მოდელი საქართველოდან, რომლებმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვეს

2025-01-31 12:48:43+04:00

მოდის ინდუსტრიაში, ქართველ დიზაინერებთან ერთად, კიდევ უფრო გაიზარდა ქართველ მოდელ გოგონებზე მოთხოვნა, ისინი სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ცნობილი ბრენდებისა და დიზაინერების შოუებში. წამოგიდგენთ რამდენიმე გამორჩეულ ქართველ მოდელს, რომლებიც მსოფლიოს თავიანთი სილამაზით იპყრობენ.

  • „მის საქართველო 2012“ მესამე შვილს ელოდება: თამთა შედანიას ცხოვრება და ოჯახური ბედნიერება 
  • Schiaparelli-ს 2025 წლის ჩვენება: ზღაპრული შოუ, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა 
  • მოდელი, მოჭადრაკე და პოლიტიკოსი - კარმენ კასის ცხოვრების შთამბეჭდავი ისტორიები 

მატილდა გვარლიანი

matilda

 მატილდა გვარლიანი თბილისში დაიბადა. მოდელობა Look Models Management-ში 14 წლის ასაკში დაიწყო. მატილდა გვარლიანი თანამშრომლობს ისეთ სააგენტოებთან, როგორებიცაა: Next Model Management (მილანი); Uno Models (მადრიდი, ბარსელონა); Munich Models (მიუნხენი) და Elite Copenhagen (კოპენჰაგენი).

თაკო ნაცვლიშვილი

tako

წარმატებულმა ქართველმა მოდელმა თაკო ნაცვლიშვილი 14 წლის ასაკში დაიწყო კარიერა Looks Models-ში, უცხოური სააგენტოებიდან პირველად Next Model Managment-მა შენიშნა. თაკო ერთ-ერთი პირველი ქართველი მოდელია, რომელიც მსოფლიოში წამყვანი დიზაინერების ჩვენებებზე გამოვიდა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული შემდეგი დიზაინერების ჩვენებეში: Versace, Giorgio Armani, Dolce & Gabbana, Elie Saab, Ralph & Russo, Christian Dior, Emilia Wickstead, Julien Mcdonald, Yohji Yamamamoto, Moncler და სხვები.

მარიშა ურუშაძე

marisha

მარიშა ურუშაძე წარმატებულ მოდელად ითვლება მსოფლიოში, მან კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო. 2018 წელს ის ექსკლუზიურად გახდა GUCCI-ს მოდელი. „ხვეული თმით, ნაზი გამოხედვით. თოჯინის მსგავსი გარეგნობის გოგონა ერთ- ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია მსოფლიოში” – ასე დაახასიათა მოდელი Vogue-მა. მარიშას უმუშავია შემდეგ ცნობილ დიზაინერებთან: GUCCI, Marc Jacobs, Chanel, Prada, Givenchy, Margiela, Diesel და სხვები.

ეთო მიგრიაული

eto

ეთო მიგრიაული თანამედროვე ქართული სამოდელო ინდუსტრიის გამორჩეული სახეა. ის უკვე რამდენიმე წელია, რაც მსოფლიოს ცნობილ მოდის სახლებთან თანამშრომლობს. კარიერა კი თბილისში, ადგილობრივ მოდის კვირეულზე, ქართველ დიზაინერებთან მუშაობით დაიწყო.

თამარა გოგოლაძე

tamara

თამარა გოგოლაძე სააგენტო Look Modéls Managemént-ს წარმოადგენს. სამოდელო საქმიანობა 13 წლის ასაკში დაიწყო და დღეს უკვე პარიზსა და მილანში ცნობილ ბრენდებთან თუ სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობს.

ლიკა რიგვავა

lika

ქართველი მოდელი ასევე ვიხილეთ იტალიური Vanity Fair-ის 2021 წლის მარტის ედითორიალში სახელწოდებით Dreams. ფედერიკა პუტელის ობიექტივში Vestal Magazine-ის თებერვლის გამოცემისთვის. L’Officiel უკრაინის ნოემბრის ედითორიალში და მექსიკური Elle-ის ედითორიალში, სადაც ლიკა რიგვავამ GUCCI-ის საკრუიზო კოლექცია წარადგინა.

 მაკო მაჭავარიანი

mako

Milan URBN Models-თან თანამშრომლობით, მაკო მაჭავარიანმა მილანის მოდის კვირეულის რამდენიმე ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, ბრენდ ac9world-ის კოლექციაც წარადგინა.

ლიზა კობერიძე

liza

2021 წელს, რო­დე­საც ლიზა 16 წლის იყო, მი­ლა­ნის მო­დის კვი­რე­ულ­ზე, Dolce & Gabbana-ს ჩვე­ნე­ბა­ზე გა­მო­ვი­და. ლიზა სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ნა­ტა­ლის“ მო­დე­ლია. სა­ა­გენ­ტოს კრე­ა­ტი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა მა­რი­ამ გი­ორ­გო­ბი­ან­მა იმ პე­რი­ოდ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ლი­ზას შე­სა­ხებ წერ­და.