რა დაარქვეს გოგონას: ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია მეორე შვილის მშობლები გახდნენ - Marao

რა დაარქვეს გოგონას: ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია მეორე შვილის მშობლები გახდნენ

2025-01-31 13:46:17+04:00

ლიზა ჩიჩუა და ირსკლი მაქაცარია მეორე შვილის მშობლები გახდნენ, მათ გოგონა შეეძინათ, რომელსაც ნინა დაარქვეს. "ნინა მაქაცარია, კეთილი იყოს შენი მობრძანება! განსაკუთრებული მადლობა ბატონ დავით გაგუას და პროფესიონალთა გუნდს!" - დაწერა ირაკლი მაქაცარიამ. 

makatsaria

ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია

"იმე­დია არც ისე აშ­კა­რაა, რომ 17 წლით უფ­რო­სი ვარ, ასე­თი რამ სა­ერ­თოდ არ გვაქვს, რად­გან თუ შენ თვი­თონ გა­ა­მახ­ვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას, შე­ა­და­რებ სხვა რა­მე­ებს, მა­შინ ეს თემა უფრო ხში­რად დად­გე­ბა. რო­დე­საც ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ გა­მო­ვა­ცხა­დეთ, ამას სა­თა­უ­რე­ბის­თვის იყე­ნებ­და სხვა­დას­ხვა მა­ს­მე­დია. მაგ­რამ ახ­ლობ­ლებს შო­რის ეს სრუ­ლი­ად შე­უ­სა­ბა­მო თე­მაა. ბო­ლოს და ბო­ლოს, იმ­დე­ნის ხარ, რამ­დე­ნიც სა­კუ­თა­რი თავი გგო­ნია... საქ­მე შენს ში­ნა­გან კე­თილ­დღე­ო­ბა­ზეა", - ამბობდა ირაკლი მაქაცარია. 

ირაკლის ფართო საზოგადოება მანამდეც იცნობდა, ლიზა კი ახალ ვარსკვლავად იქცა. მალევე გაირკვა, რომ ის ცნობილი ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ქეთი ასათიანის შვილია. ლიზას ჰყავს ერთი და, მაშო და ერთი ძმა - სანდრო. 

  • „ლიზა სრულიად განსაკუთრებული დედაა. მას, პარალელურად ძალიან ბევრი სამეცადინო აქვს.." - როგორ ართმევს თავს დედობას ლიზა ჩიჩუა: ქეთი ასათიანი შვილის შესახებ საუბრობს 

ლიზა მშობლების გზას აგრძელებს და თავადაც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. ლიზამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ახერხებს, დედობა და სწავლა ერთმანეთს შეუთავსოს, ამაში კი მშობლები და დამხმარეც უწყობენ ხელს. ის ხშირად აზიარებს სიახლეებს საუნივერსიტეტო წარმატების შესახებ და, ამის პარალელურად, სოციალურ ქსელშიც აქტიურია და თანამშრომლობს არაერთ ცნობილ ბრენდთან. 

ცოტა ხნის წინ ლიზამ ორსულობისა და დედობის საკუთარი გამოცდილება სხვა გოგონებსა და ქალებსაც გაუზიარა. ლიზა წერდა, რომ  ორსულობისას მხოლოდ 6 კილოგრამი მოიმატა. ამ პერიოდში ის, რა თქმა უნდა, ითვალისწინებდა დედის, ენდოკრინოლოგ ქეთი ასათიანის რჩევებს, მაგრამ, როგორც თავად განმარტავს, ეს, უფრო მეტად, მეტაბოლიზმის შედეგია. 

  • "ასე მგონია ორი პატარა ლანჩო მყავს ხელში" - ირაკლი მაქაცარია დისშვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს 

ლიზამ განმარტა ისიც, რომ დეპრესია არასდროს, არც შვილის გაჩენის შემდეგ არ ჰქონია და პოსტსამშობიარო პერიოდი ჰარმონიულად გაატარა. 

"მთე­ლი ეს 9 თვე ლი­ზას არ უნ­დო­და, რომ მშო­ბი­ა­რო­ბა­ზე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, უნ­დო­და მას­თან დედა ყო­ფი­ლი­ყო, მე კი გა­რეთ დავ­ლო­დე­ბო­დი. მაგ­რამ ასე გა­მო­ვი­და: სამ­შო­ბი­ა­რო­ში რომ მი­ვე­დით, მალე პა­ლა­ტა­ში მივ­ხვდით, რომ მშო­ბი­ა­რო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი იყო დარ­ჩე­ნი­ლი. ჩა­ვიც­ვი სა­მე­დი­ცი­ნო ხა­ლა­თი და მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოვ­ჩნდი მის პა­ლა­ტა­ში. რო­დე­საც ლი­ზამ და­მი­ნა­ხა, ჩემი წას­ვლის დრო აღარ იყო", - იხსენებდა ირაკლი მაქაცარია.