საქართველოს მე-4 პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პირველი მეუღლე ტასო (ანასტასია) ვირსალაძეა. მათ ოჯახი ახალგაზრდულ ასაკში შექმნეს: ტასო 16 წლის იყო, როდესაც მათი ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი, დაიბადა, ხოლო გიორგი იმ დროს 23 წლის გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდა და წყვილი ერთმანეთს დაშორდა, ტასო ვირსალაძე და გიორგი მარგველაშვილი ინარჩუნებენ მეგობრულ ურთიერთობას
ანა მარგველაშვილი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პირველი შვილია. ანა ბავშვობის პერიოდში ძირითადად საქართველოს ფარგლებს გარეთ იზრდებოდა და მხოლოდ რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა თბილისში.
ანა მარგველაშვილის პორტრეტი
ანა მარგველაშვილი ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ის მამასთან ერთად საჯარო ღონისძიებებზე გამოჩნდა. გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ამპლუაში ხშირად ახლდა თან მეუღლე, მაკა ჩიჩუა და ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი.
ანა მარგველაშვილმა საზოგადოების ყურადღება მალევე მიიპყრო. ის უშალო და თავისუფალი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ანა არ იყენებდა პრივილეგიებს და საჯარო შეხვედრებზე ყოველთვის ისე იცვამდა, როგორც თავად სურდა.
"ჩაცმის საკითხი, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დგას. ჩემთვის ყველაზე კომფორტული სამოსი ჯინსი და თავისუფალი ზედაა. მაგრამ ხშირად საქმიანი შეხვედრები გვაქვს და ვცდილობ, შესაბამისი კოსტიუმი შევარჩიო. მაგალითად, კლასიკური სტილის შარვალი და პერანგი. ხშირად მამასთან ერთად მიწევს შეხვედრებზე სიარული და ასეთ დროსაც ეტიკეტს ვიცავ. საერთოდ, სხვადასხვა სტილის სამოსში შემიძლია თავი კომფორტულად ვიგრძნო. პრობლემას არ წარმოადგენს კლასიკური სტილის სამოსიც", - ამბობდა ანა.
ახლა ანა ნაკლებად ჩნდება კამერების წინ, იშვიათად აქვეყნებს სოციალურ ქსელში პირად ფოტოებს და ინტერვიუებზეც უარს ამბობს.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შვილი ანა მარგველაშვილი საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი პირადი ცხოვრება კი მუდმივად იწვევს ინტერესს.
ანას პირველი მეუღლე გიგა ჩაჩუა იყო. წყვილი დაშორებას თითქმის 6 თვის მანძილზე მალავდა, მაგრამ ბოლოს სიმართლე მაინც გამჟღავნდა. რა გახდა ანას და გიგის დაშორების მიზეზი, ამაზე წყვილის გარემოცვა არ საუბრობს, თუმცა პრეზიდენტის ყოფილი სიძე მეუღლესთან შერიგებას დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა, მაგრამ ანა ქმარს აღარ შეურიგდა. წყვილს ერთი შვილი, ანასტასია ჩიჩუა ჰყავს.
ანა მარგველაშვილის მეორე მეუღლე სოსო ყიფშიძეა. 2022 წელს სოსო ყიფშიძე სამართლებრივ პრობლემებში აღმოჩნდა ჩართული, რაც ოჯახურ ინციდენტს უკავშირდებოდა. ანა მარგველაშვილი ამ შემთხვევის დროს მეუღლის უდანაშაულობას იცავდა და აცხადებდა, რომ სოსო თავს იცავდა.
ამჟამად ანა მარგველაშვილი ოჯახთან ერთად ცხოვრობს და ორი შვილის დედაა.