დღეს, ჰოლივუდში ბევრ იტალიელ მსახიობს შეხვდებით, რომლებმაც მშობლიური ქალაქიდან ბრჭყვიალა ჰოლივუდში წლების წინ გადმოინაცვლეს. ზოგმა სამუდამოდ დაივიწყა ძველი მხარე, ზოგმა კი იტალიიდან შეძლო მსოფლიოსთვის ხმა მიეწვდინა და წარმატების მწვერვალები ევროპის პატარა ქვეყნიდანაც დაეპყრო.
უკვე ოცდაათ წელზე მეტია, მონიკა ბელუჩი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და სექსუალური ქალის ტიტულს ატარებს და ანჯელინა ჯოლის გარდა, დღემდე ვერც ერთმა ქალმა შეძლო მსგავსი ტიტულის ამდენი ხნის განმავლობაში შენარჩუნება. ახალ თაობაშიც კი მონიკა ბელუჩი გამოკითხვების სათავეშია. საიდუმლო მარტივია - აფროდიტეს სხეული, გამორჩეული შარმი და, რა თქმა უნდა, გენეტიკა. მონიკას მამა ირანელი იყო, დედა კი - იტალიელი მხატვარი.
იტალიური ნეორეალიზმის მთავარი ფიგურა ანა მანიანი 1908 წლის 7 მარტს, რომში დაიბადა. დედა მკერავი იყო, მამას - არ იცნობდა. მშობიარობის შემდეგ მარინამ შვილი ბებიას მიანდო და სკანდალის თავიდან ასაცილებლად ეგვიპტეში, ალექსანდრიაში გადავიდა. პატარა ანა ყოველთვის განიცდიდა მშობლების არყოლას, ამიტომ როგორც კი წამოიზარდა მამის ძებნა დაიწყო: საბოლოოდ აღმოაჩინა, რომ მისი სახელი პიეტრო დელ დუსი იყო, ამის მიუხედავად მსახიობი მამას არასდროს შეხვედრია.
ბავშვობიდან ოცნებობდა, მხატვარი ან მოქანდაკე გამხდარიყო და მისი ნამუშევრები მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებში ენახა, ამიტომ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში ლოლობრიჯიდამ ცხოვრება ხელოვნებას დაუკავშირა და შემოსავალს ქუჩაში გამვლელების პორტრეტების დახატვით შოულობდა. სწორედ აქ შენიშნა შავგვრემანი, ლამაზი გოგონა ერთ-ერთმა რეჟისორმა და ახალ ფილმში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.
სოფი ლორენი, თეატრისა და კინოს იტალიელი მსახიობი, ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი და საყოველთაოდ აღიარებული ვარსკვლავია. იგი არა მხოლოდ სილამაზისა და სტილის ეტალონად ითვლება, არამედ მე-20 საუკუნის საკულტო პიროვნებაცაა და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. მისი გამოჩენის დღიდან მისი სტილი და ჩაცმულობა მთელ მსოფლიოში მილიონობით ქალმა გადაიღო.
14 წლისამ დაიფიცა, რომ მსახიობი გახდებოდა და არასოდეს გათხოვდებოდა. მოკლე ხანში კი სახელისა და დიდების მოსახვეჭად რომში გაემგზავრა. დრამატული ხელოვნების აკადემიაში ჩააბარა და ფსევდონიმიც შეარჩია - მონიკა ვიტი.
ცნობილი მსახიობის, კლაუდია კარდინალეს კარიერა 1960-იან წლებში აყვავდა და დიდ პოპულარობასაც მიაღწია. თუმცა იგი გამორჩეული გარეგნობის გამო ბავშვობიდან ყველას ყურადღებას იპყრობდა.
კარიერის განმავლობაში მუშაობდა ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან ფედერიკო ფელინი, სერჯო ლეონე და ვერნერ ჰერცოგი... მისი ხმა ზედმეტად ხისტად ითვლებოდა, ამიტომ ფილმებში ყოველთვის დუბლიორი ახმოვანებდა.
14 წლის ასაკში ორნელას და ფილმის სინჯებზე წავიდა და თან ორნელაც წაიყვანა. რეჟისორმა დომენიკო დომიანმა ორნელა აირჩია. სწორედ მან გამოუგონა გოგონას ფსევდონიმი, რომლის საშუალებითაც ის მთელმა მსოფლიომ გაიცნო - ორნელა მუტი.
გერმანიის მიერ ოკუპირებულ ჩეხოსლოვაკიაში დაბადებული ბუშეს ოჯახი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა შეერთებულ შტატებში. მან სამსახიობო კარიერა დაიწყო 60-იან წლებში, ითამაშა მცირე როლებში ისეთ ფილმებში, როგორიცაა In Harm's Way. 1970-იან წლებში კი საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა და კარიერა იქ გააგრძელა.
ვირნა პიერალისი დაიბადა 8 წლის 1936 ნოემბერს ჯესიში (ანკონა). მისი დებიუტი კინოში სრულიად შემთხვევით შედგა: მამამისმა გაიცნო მომღერალი ჯაკომო რონდინელა, რომელსაც გოგონას განსაკუთრებული ფიგურა მოეწონა და პროდიუსერს გააცნო.
დაიბადა სიცილიაში, ქალაქ კალიარში. პატარა ასაკში ექიმობა სურდა, 1996 წელს კონკურსში „მის იტალია“ დაიკავა მეოთხე ადგილი. საცხოვრებლად ლონდონში გადასვლის შემდეგ მურინო თეატრით დაინტერესდა. ესწრებოდა უესტ-ენდის თეატრს ლონდონში. იტალიაში დაბრუნების შემდეგ, კერძოდ, 1999-2000 წლებს შორის ფრანჩესკა დე საპიოს ხელმძღვანელობით ეუფლებოდა დრამას. 2006 წელს როლი მიიღო ფილმში „კაზინო როიალი“.