ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ოჯახური დავა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მოდელ ნეკა დოროყაშვილს შორის რამდენიმე თვის წინ დასრულდა. ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას ყოფილი ცოლ-ქმრის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალი იყო. იმ პერიოდში საქართველოში იმყოფებოდა ჩოგბურთელის მეგობარი გოგონაც, ასევე სპორტსმენი კარლოტა ელენა: „ვწუხვარ ყველა იმ ქალის გამო, რომლებიც იმედგაცრუებულნი არიან სასამართლოს შედეგით; ქალების გამო, რომლებსაც გაუჩნდათ განცდა, რომ მათ აღარ მოუსმენენ. ქალმა წააგო სასამართლო, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ის ქალია, არამედ იმიტომ, რომ ის სიმართლეს არ ამბობს, ის ვიღაც სხვის ისტორიას ჰყვება” - ამბობდა ის.
„არ აქვს მნიშვნელობა, სად დაიბადე, დიდ თუ პატარა ქვეყანაში, როცა სპორტსმენი ხარ, ყოველთვის გაქვს შანსი, პატივი სცე შენს სამშობლოს, გამოხატო მის მიმართ სიყვარული - სწორედ ეს ახასიათებს ნიკოლოზ ბასილაშვილს“ - ასე ახასიათებენ ქართველ ჩოგბურთელს უცხოური გამოცემები.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა და ნეკა დოროყაშვილმა 2013 წელს იქორწინეს. შვილი, ლუკასი, მათ 2015 წელს შეეძინათ. მიუხედავად იმისა, რომ წყვილის სოციალური ქსელები სავსე იყო ოჯახური ფოტოებით, ისინი ერთმანეთს სკანდალურად და ხმაურით დაშორდნენ. ყველაფერი კი 2020 წელს დაიწყო. როცა ნიკოლოზმა დაქორწინება გადაწყვიტა, ის 21 წლის იყო და კარიერას ჯერ მხოლოდ იწყებდა. ამის გამო მშობლებმა ეს ნაბიჯი არ მოუწონეს, თუმცა წყვილის ქორწილი მაინც შედგა. ისინი, როგორც ოჯახი, ხშირად ხვდებოდნენ ჟურნალების გარეკანებზე და ყველაფერი ძალიან ლამაზად ჩანდა, თუმცა მოულოდნელად, ნიკოლოზმა განქორწინება მოითხოვა. ნეკა არ ეთანხმებოდა ქმრის ასეთ გადაწყვეტილებას, მაგრამ ისინი კანონის ძალით მაინც განქორწინდნენ.
ნიკოლოზის ამჟამინდელი შეყვარებული კარლოტა ჰელენაა. ის გერმანელი სპორტსმენია. გერმანელმა გოგონამ ნიკოლოზის თაყვანისმცემლების ყურადღებაც მიიქცია. შარლოტა საქართველოს ხშირად სტუმრობს, იცნობს ნიკოლოზის ოჯახსაც და მეგობრობს ჩოგბურთელის ძმის ცოლთან, მაცო ჩოფიკაშვილთან.
გერმანული გამოცემები წერენ, რომ ჩოგბურთელობა კარლოტას ბავშვობის ოცნება იყო და ამ ოცნების ასახდენად ყველაფერს აკეთებდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ტრავმის გამო ის აქტიური სპორტსმენი ვერ გახდა, თუმცა დარჩა ამ სპორტში და წარმატებით ითავსებს მეგობარი მამაკაცის ასისტენტობას.
კარლოტა ჰელენა გერმანიაში ცნობილი მოდელია. მას ბოლო წლების მანძილზე არაერთ ცნობილ ბრენდთან უთანამშრომლია და ხშირად იღებს მონაწილეობას რეკლამებშიც. მისი ქონება დაახლოებით 1 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
კარლოტა ჰელენა მოგზაურობის მოყვარულია, რაც მისი სოციალური ქსელებიდან აშკარაა. გოგონა მეგობრებსა და მეგობარ მამაკაცთან ერთად ხშირად მოგზაურობს ტროპიკულ ქვეყნებში, აქვეყნებს ფოტოებს მზიანი სანაპიროებიდან და გატაცებულია სერფინგითაც.