2025 წლის "გრემის" დაჯილდოება: ყველაფერი რაც წლის ყველაზე ხმაურიანი "წითელი ხალიჩის" შესახებ უნდა იცოდეთ - Marao

2025 წლის "გრემის" დაჯილდოება: ყველაფერი რაც წლის ყველაზე ხმაურიანი "წითელი ხალიჩის" შესახებ უნდა იცოდეთ

2025-02-03 12:31:11+04:00

კვირას, 2 თებერვლის საღამოს, შეერთებულ შტატებში, ლოს ანჯელესში წლის მთავარი მუსიკალური დაჯილდოება გაიმართა.

ამერიკელმა მომღერალმა ბიონსემ პირველად მოიპოვა მუსიკალური კონკურსის, გრემის მთავარი ნომინაციის ჯილდო.

43 წლის წლის მომღერალმა კარიერის განმავლობაში, პირველად გაიმარჯვა "წლის საუკეთესო ალმობის" ნომინაციაში კრებულისთვის Cowboy Carter.

ალბომი Cowboy Carter 2024 წლის მარტში გამოვიდა. ის არის ბიონსეს მერვე სტუდიური ალბომი და პირველი ქანთრის ჟანრში, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა სინგლით Texas Hold'Em.

გრემის წლევანდელი დაჯილდოება ტრიუმფალური აღმოჩნდა შემსრულებელ კენდრიკ ლამარისთვისას. მისმა სიმღერამ Not Like Us გრემის ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა - წლის ჩანაწერი, წლის სიმღერა, საუკეთესო რეპ სიმღერა, საუკეთესო რეპ შესრულება და საუკეთესო კლიპი.

საუკეთესო პოპ სოლო შემსრულებლის ნომინაციაში საბრინა კარპენტერმა გაიმარჯვა. მან ასევე მოიპოვა ჯილდო საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომისთვის.

ჯილდო საუკეთესო პოპ დუეტისთვის გადაეცათ ლედი გაგასა და ბრუნო მარსს სიმღერისთვის Die with a Smile.

Finneas and Billie Eilish

billie

Cardi B

grammy

Chappell Roan

grammy

საბრინა კარპენტერი

grammy

შაკირა

grammy

ლედი გაგა

grammy

ტეილორ სვიფტი

grammy