Victoria's Secret-ის ანგელოზები იმდენად იდეალურად გამოიყურებიან, რომ ყველას არ სჯერა ასეთი სილამაზის ბუნებრიობის. გამონაკლისი არც ელსა ჰოსკია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მოდელად ითვლება.
ელსა ჰოსკი
ჰოსკი დაიბადა სტოკჰოლმში,1988 წლის 7 ნოემბერს.modeloba 14 წლის ასაკში, საშუალო სკოლის პერიოდში მას შემდეგ დაიწყო, რაც მამამ ფოტოები შვედეთის სხვადასხვა სამოდელო სააგენტოს გადასცა.
მოდის ინდუსტრიაში კარიერის გაკეთებას არ აპირებდა. ის კალათბურთს თამაშობდა და სურდა თავისი მომავალი ამ საქმესთან დაეკავშირებინა. თუმცა, გოგონამ ჩათვალა, რომ მის სამშობლოში ამ მიმართულებით დიდ წარმატებას ვერ მიაღწევდა, ამიტომაც ისევ მოდის ინდუსტრია აირჩია.
ორი წლის განმავლობაში პროფესიონალური კალათბურთის თამაშის შემდეგ ნიუ-იორკში გადავიდა. სკანდინავიელმა ულამაზესმა გოგონამ აქტიურად დაიწყო პორტფოლიოების გაგზავნა და მასტერკლასებზე დასწრება. პოპულარობა ფოტოგრაფ ელენ ფონ უნვერტთან თანამშრომლობის შემდეგ მოვიდა, რომელმაც ელსა Guess-ის რეკლამისთვის გადაიღო. კადრები იმდენად სანახაობრივი აღმოჩნდა, რომ მალევე სხვებიც დაინტერესდნენ მისით. ცნობილმა ბრენდებმა H&M, D&G, Levi's, Dior და 2015 წელს Victoria's Secret-მა ელსას თანამშრომლობა შესთავაზეს და ის დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი მოდელია.
![hosk](/media/uploads/2025/02-03/hbz-elsa-hosk-vs-459846234-1510601473-1738579064.jpg)
პირადი ცხოვრება
ჰოსკის მამა შვედია, დედა კი ფინელი. ჰყავს ორი ძმა. მისი ბიძაშვილი, ალის ჰერბსტი , ასევე მოდელია. ჰერბსტმა 2012 წელს მოიგო შვედეთის შემდეგი ტოპ მოდელის სატელევიზიო კონკურსი.
ჰოსკი მუშაობდა ადამიანებით ვაჭრობის საწინააღმდეგო ორგანიზაციის, FAIR Girls-ის მხარდასაჭერად . ის ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ნახა ფილმი The Whistleblower , რომელიც ეხებოდა სექსუალური ტრეფიკინგის საკითხებს.
2015 წლის დასაწყისიდან იგი ურთიერთობაშია ბრიტანელ ბიზნესმენ ტომ დალისთან. წყვილს საერთო ქალიშვილი 2021 წელს შეეძინა.
![hosk](/media/uploads/2025/02-03/elsa-hosk-backstage-lancaster-in-montreal-canada-cropped-1738579086.jpg)
თავის მოვლის რუტინა
სხეულის კარგი ფორმის შესანარჩუნებლად მოდელი რეგულარულად ვარჯიშობს. უყვარს ცეკვა და მშვიდი ტემპით შორ მანძილზე სირბილი. ელსა უპირატესობას ანიჭებს ორგანულ პროდუქტებს და ცდილობს თავი აარიდოს რაფინირებულ საკვებს.
![hosk](/media/uploads/2025/02-03/0x0-1738579103.webp)
იგი მუდმივად სტუმრობს კოსმეტოლოგებს და კანის მოვლას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. ხშირად თაყვანისმცემლები სოციალურ ქსელში განიხილავენ, რომ გოგონას პატარა მკერდი საერთოდ არ აკომპლექსებს და არც ოპერაციას გეგმავს. ზოგადად კი ელსა ჰოსკი ყველა გოგონას მოუწოდებს, რომ მიიღონ საკუთარი თავი ისეთებად, როგორებიც არიან და არავის გამო შეიცვალონ.