მონიკა ვიტი: ლეგენდარული მსახიობის ცხოვრების უცნობი დეტალები - Marao

მონიკა ვიტი: ლეგენდარული მსახიობის ცხოვრების უცნობი დეტალები

2025-02-03 17:31:14+04:00

მარია ლუიზა ჩეჩიარელი 1931 წელს რომში დაიბადა. ცნობილია რეჟისორ მიქელანჯელო ანტონიონის ფილმებში მონაწილეობით.

14 წლისამ დაიფიცა, რომ მსახიობი გახდებოდა და არასოდეს გათხოვდებოდა. მოკლე ხანში კი სახელისა და დიდების მოსახვეჭად რომში გაემგზავრა. დრამატული ხელოვნების აკადემიაში ჩააბარა და ფსევდონიმიც შეარჩია - მონიკა ვიტი.

ვიტი თინეიჯერობისას თამაშობდა სამოყვარულო სპექტაკლებში, ასევე სწავლობდა რომის დრამატული ხელოვნების ეროვნულ აკადემიაში და პიტმენის კოლეჯში.

  • სილამაზე და ნიჭი იტალიურად: იტალიური კინოს ყველაზე ცნობილი სახეები 
  • "ძალიან პატარა, 10 წლის ვიყავი, როდესაც დედა ამ ქვეყნიდან წავიდა, მაგრამ მასთან სულიერ კავშირს დღემდე ვგრძნობ" - ია შუღლიაშვილი 
  • გენეტიკის ძალა: როგორ გამოიყურებოდა ულამაზესი მონიკა ბელუჩის დედა 

monica

ადრეული კარიერა

1957 წელს ვიტი გასახმოვანებლად მიიწვიეს ფილმში "ყვირილი". ფილმის რეჟისორ მიქელანჯელო ანტონიოზე მონიკას სმენოდა, რომ ამპარტავანი და ძალიან ჯიუტი იყო. ერთმანეთი სამონტაჟოში გაიცნეს. ჩაწერის შემდეგ ანტონიონიმ გოგონა შეაქო -  "ვფიქრობ, თქვენ სწორედ ის ხართ, ვისაც ამდენი ხანი ვეძებდი...".

vitti

ერთი კვირის შემდეგ რომში სულ სხვა მონიკა ვიტი დაბრუნდა. მეგობრებმა ძლივს იცნეს: 30 წლის შინაბერა ნორჩ ლაღ ქალად გადაქცეულიყო. ანტონიონი მას ლაპარაკს, სიარულს, სუნთქვასაც კი ასწავლიდა და მონიკაც სწავლობდა.  

 ფილმი "თავგდასავალი" მათ სამხრეთ იტალიაში გადაიღეს. პრემიერის მეორე დღეს მონიკა ვიტიმ სახელგანთქმულმა გაიღვიძა. 11-წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში მიქელანჯელო ანტონიონიმ მონიკა ვიტი 4 ფილმში გადაიღო, რომლებიც აღფრთოვანებით მიიღო პუბლიკამ. ფილმში "დაბნელება" მონიკა ახალგაზრდა და თავხედ ალენ დელონთან ერთად თამაშობდა.

vitti

პირადი ცხოვრება

მოგვიანებით ინტერვიუში ვიტიმ განაცხადა, რომ მათი ურთიერთობა ანტონიონიმ დაასრულა. მიქელესთან ურთიერთობაში მან მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა - როცა ინგლისელმა რეჟისორმა ჯოზეფ ლოუზიმ ვიტის სცენარი გაუგზავნა და მსახიობი მის ფილმში მონაწილეობაზე დათანხმდა. მიქელეს მომდევნო ფილმში კი მისთვის როლი აღარ გამოინახა. მონიკას ადგილი ფილმშიც და მიქელეს გულშიც ინგლისელმა მსახიობმა ვანესა რედგრეივმა დაიკავა. 

vitti

მონიკა ვიტი  2022 წლის 2 თებერვალს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი წლების განმავლობაში ებრძოდა ალცჰაიმერის დაავადებას.

საინტერესო ფაქტები მონიკა ვიტის შესახებ

  • ანტონიონის მუზა – მონიკა ვიტი განსაკუთრებულად ცნობილია იტალიელი რეჟისორის, მიქელანჯელო ანტონიონის ფილმებით, განსაკუთრებით „თავგადასავალი“ (1960), „ღამის“ (1961) და „ეკლიპსი“ (1962). ეს ფილმები მის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა და მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
  • კომედიური ნიჭი – მიუხედავად იმისა, რომ მისი კარიერა ანტონიონის სევდიან და დრამატულ ფილმებში დაიწყო, ვიტი საოცარი კომედიური ნიჭითაც გამოირჩეოდა. 1960-70-იან წლებში ის კომედიებში ხშირად თამაშობდა, მათ შორის იყო მარიო მონიჩელის „გაუმაძღარი“ (1968).
  • თეატრიდან კინომდე – მისი ნამდვილი სახელი იყო მარია ლუიზა ჩეჩარელი (Maria Luisa Ceciarelli), და მან თეატრში დაიწყო კარიერა, სანამ კინოსკენ გადაიხრებოდა.
  • პოლიგლოტი და მრავალმხრივი მსახიობი – მონიკა ვიტი არამარტო იტალიურად, არამედ ფრანგულად და ინგლისურადაც თავისუფლად საუბრობდა, რამაც მას შესაძლებლობა მისცა, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში მიეღო მონაწილეობა.
  • რეჟისორის კარიერა – 1990-იან წლებში ვიტიმ სცადა რეჟისორობა და გადაიღო ფილმი "Scandalo segreto" (1990), რომელშიც თავადაც ითამაშა.
  • სიყვარული და ანტონიონისთან განშორება – ვიტი და ანტონიონი წლების განმავლობაში პირადი და პროფესიული პარტნიორები იყვნენ, მაგრამ 1970-იან წლებში მათი ურთიერთობა დასრულდა.
  • ალცჰაიმერთან ბრძოლა – სიცოცხლის ბოლოს ვიტი ალცჰაიმერის დაავადებით იტანჯებოდა და საჯაროდ აღარ ჩნდებოდა.
  • კულტურული მემკვიდრეობა – მონიკა ვიტი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება იტალიურ კინოში და მისი ფილმები კინომოყვარულებისათვის კლასიკად არის აღიარებული.იგი 2022 წელს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მისი სახელი და ნამუშევრები დღემდე დიდ გავლენას ახდენს კინემატოგრაფიაზე.