კიარა ფერანი და ფედესი, ოდესღაც იტალიაში ფავორიტ წყვილად ითვლებოდა, თუმცა ისინი ბოლო დროს სკანდალური და ხმაურიანი პირადი ცხოვრების გამო ხშირად ექცევიან მედიის ყურადღების ცენტრში.
2025 წლის იანვრის ბოლოს ფერანიმ საჯაროდ გაამხილა, რომ ფედესი მთელი ქორწინების განმავლობაში ღალატობდა და 2017 წლიდან ჰქონდა ურთიერთობა მილანელ დიზაინერთან ანჟელიკა მონტინთან. მან თქვა, რომ ფედესმა ამ რომანის შესახებ მას 2024 წელს, შობამდე ცოტა ხნით ადრე უთხრა. ამ აღიარების მიზეზი კი ის იყო, რომ ფედესი მონტინთან ქორწინებას აპირებდა და კიარასთან განქორწინება სურდა.
სკანდალი კიარა ფერანისა და ფედესის ურთიერთობის მიღმა
კიარა ფერანის მიერ ამ ამბის გასაჯაროებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ეს გასაგებიცაა, რადგან კიარა და ფედესი ერთად ყოფნის დროს თავს იდეალურ წყვილად, ჰარმონიულ პარტნიორებად წარმოაჩენდნენ და მათ სიყვარულს ბევრი შენატროდა. ამ საიდუმლოს გამჟღავნებამ კი ნათელი მოჰფინა მათი საჯარო პერსონების მიღმა არსებულ სირთულეებს.
პარალელურად, კიარა ფერანი იურიდიული გამოწვევების წინაშე დგას. მას ბრალი ედებოდა თაღლითობაში, რომელიც დაკავშირებულია საქველმოქმედო მიზნებით გაყიდული პროდუქტების სარეკლამო კამპანიებთან. გამოძიებებმა აჩვენა, რომ ამ კამპანიებიდან მიღებული შემოწირულებები ადრესატებამდე არ მისულა. ფერანის წინასწარი ჯარიმებისა და საჯარო ბოდიშის მიუხედავად, სასამართლო პროცესი 2025 წლის სექტემბერშია დაგეგმილი.
ამ ერთმანეთში გადახლართულმა პირადმა და იურიდიულმა საკითხებმა მნიშვნელოვნად იმოქმედა ფერანის საჯარო იმიჯზე და იტალიური მედიის ყურადღების ცენტრში მოაქცია.
Chiara Ferragni-სა და Fedez-ის დრამა არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სკანდალი იტალიაში ახლა, რომელიც აერთიანებს ღალატს, სამართლებრივ პრობლემებს და მედიას. ამ საქმეში რამდენიმე შოკისმომგვრელი დეტალიც იმალება, მაგალითად ის, რომ ფედესს ანჟელიკა მონტინთან ურთიერთობა არამხოლოდ კიარა ფერანისთან ქორწინების შემდეგ, არამედ მანამდეც ჰქონდა. ამ აღიარებამ საბოლოოდ გაანადგურა მათი, ერთი შეხედვით, სრულყოფილი ქორწინების საგულდაგულოდ შენიღბული სურათი. ეს სურატ განსაკუთრებით კარგად ჰქონდათ წარმოდგენილი Amazon Prime-ის დოკუმენტურ ფილმში "The Ferragnez".
კიარა და ფედესი, გავრცელებული ინფორმაციით, შორდებიან, თუმცა ოფიციალური განქორწინების შესახებ სიახლე ჯერ არ გავრცელებულა. კიარამ საჯარო აღიარების დროს თქვა, რომ ის ძალიან გულნატკენია, ფედესის მხრიდან დიდი უპატივცემულობა იგრძნო და რთული პერიოდის გავლა მოუწია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის თვეების განმავლობაში დუმდა ოჯახის დასაცავად, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეეძლო.
ამ დროისთვის ფედესს საჯარო კომენტარი იარა ფერანისთან ურთიერთობაზე, გახმაურებულ სკანდალსა და სამომავლო გეგმებზე არ გაუკეთებია.