2025 წლის მთავარი მოდური ტენდენციები - Marao

2025 წლის მთავარი მოდური ტენდენციები

2025-02-05 12:21:39+04:00

2025 წელს დიზაინერები პროგნოზირებენ, რომ მოდური იქნება თამამი არჩევანისა და ახალი იდეების საინტერესო კომბინაციები. ეკომეგობრული მასალები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მოდის სამყაროში... დღეს დიზაინერები ცდილობენ აქცენტები გააკეთონ ეკომეგობრულ მასალაზე. მაგალითად, ნაქსოვ პროდუქციაზე, რადგან ის არ არის გარემოს დამაბინძურებელი, შესაძლებელია დაშლა და ახალი მოდელის შექმნა. დიდი ყურადღება ექცევა ვინტაჟურ გადამუშავებულ სამოსსაც... 

2025 წელს მოდის სამყაროში რამდენიმე გამორჩეული ტენდენცია იკვეთება, რომლებიც თქვენს სტილს განაახლებს და თანამედროვეობას შემატებს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს: 

  • მოდური და დახვეწილი - თაკო ჩხეიძის გამორჩეული სტილი 
  • 2025 წლის "გრემის" დაჯილდოება: ყველაფერი რაც წლის ყველაზე ხმაურიანი "წითელი ხალიჩის" შესახებ უნდა იცოდეთ 
  • Schiaparelli-ს 2025 წლის ჩვენება: ზღაპრული შოუ, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა 

Boho Chic In Suede 

2025

ელეგანტური, მოდური, კომფორტული - დიახ, ამ ყველაფერს აერთიანებს ბოჰემური სტილი, რომელიც ნებისმიერი ასაკის სეგმენტზეა მორგებული და არაერთი ქალის გული მოიგო. ჩაცმის ამ სტილმა ხაზი გაუსვა ქალის ლამაზ, მიმზიდველ, ჰარმონიულ და ნაკლებად ვულგარულ სტილს. ბოჰემური ჩაცმის სტილი, რომელიც ხასიათდება თავისუფალი ფორმებით და არატრადიციული მიდგომებით, კვლავ აქტუალურია. ეს სტილი გამოკვეთს პიროვნების ხასიათსა და ინტერესებს, რაც ინდივიდუალიზმის წარმოჩენის შესანიშნავი საშუალებაა.

Shades of yellow - ყვითელი ფერი 

2025

მოდის ექსპერტები აქცენტს მაქსიმალურად მხიარულ და ფერად ვიზუალზე აკეთებენ, ამიტომაც 2025 წლის გაზაფხული კაშკაშა ყვითელი ფერის სამოსის გარეშე წარმოუდგენელია. ამის პარალელურად, მთელი წლის მანძილზე სასურველია, თქვენს ყოველდღიურ თუ საღამოს სამოსს შემატოთ ყვითლის სხვადასხვა ტონალობა აქსესუარებისა თუ მცირე დეტალების სახით მაინც. ეს თქვენს მთლიან ლუქს უფრო ტრენდულსა და, ამავდროულად, მდიდრულს გახდის. 

სპორტული ტანსაცმელი

სპორტული სამოსი ქალების ნაწილისთვის ყოველდღიურობის, ზოგისთვის კი - მხოლოდ საშინაო გარდერობის ნაწილია. ასეა თუ ისე, წელს დიდი მნიშვნელობა ენიჭება თავისუფალ სტილს, თამამ გადაწყვეტილებებსა და მთლიანად სპორტულ ლუქებს. იყავით თამამი და ნუ მოერიდებით ექსპერიმენტებს - სცადეთ სპორტული ფეხსაცმელი კლასიკურ შარვალთან, შეუხამეთ სპორტული ზედა კლასიკურ პიჯაკს და მოირგეთ ის თქვენი პიროვნებისა გემოვნების შესაბამისად. პოდიუმზე ისეთმა ბრენდებმა, როგორებიცაა, Casablanca და Ferragamo, ეს სტილი უკვე დააბრუნეს. 

პოლოს მაისური

2025

პოლო მაისურები რომ კლასიკად ითვლება და მოდიდან არასდროს გადის, ამაზე არავინ დავობს, თუმცა მათი პოპულარობა წელს განსაკუთრებით იზრდება. ამ სტილის სამოსი მოდის სახლების წლევანდელი ჩვენებების განუყოფელი ნაწილია. მოკლე მკლავი, ელეგანტური სილუეტი და სხეულის გამოკვეთილი ფორმები - აი, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება პოლოს სტილის შერჩევისას. 

Animal Print - სამოსი ცხოველების პრინტებით

2025

2025 წლის მოდის ტენდენციები სწორედ ამას გვკარნახობენ, რომ გარდერობი ვინტაჟური სამოსით გავახალისოთ. წელს ისე, როგორც არასდროს აქტუალურია ცხოველის პრინტი. ეს ტრენდი 2025 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში მრავალმა დიზაინერმა წარადგინა. 

ცხოველის პრინტი ჰოლივუდის მსახიობებში მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში პოპულარული იყო. 1931 წელს მერიან ნიკსონი ცხოველის პრინტის ტანსაცმლით და ქურთუკით გამოჩნდა. რამდენიმე წლის წინ ვულგარულად ითვლებოდა, მაგრამ ახლა კვლავ ტრენდშია და შეგიძლიათ, ხელოვნური ბეწვისა და თუ ცხოველისპრინტიანი სხვა სამოსით არაჩვეულებრივი ლუქები შექმნათ. ლეოპარდის, ზებრისა და სხვა ცხოველური პრინტები კვლავ მოდურია, თუმცა უფრო დახვეწილი და თანამედროვე ინტერპრეტაციებით. შესაძლოა, ნახოთ ახალი ფერებითა და ტექსტურებით გამდიდრებული პრინტები, რაც თქვენს ჩაცმულობას გამორჩეულს გახდის.