როგორი იყო ბიანკა ცენსორი კანიე უესტთან შეხვედრამდე - Marao

როგორი იყო ბიანკა ცენსორი კანიე უესტთან შეხვედრამდე

2025-02-05 15:30:39+04:00

რე­პე­რი კა­ნიე უეს­ტი და მისი მე­უღ­ლე, ბი­ან­კა ცენ­სო­რი, ბოლო დროს თა­ვი­ან­თი ქცე­ვი­თა და ჩაც­მის სტი­ლით სკან­და­ლებს იწ­ვე­ვენ, მაგ­რამ აღ­შფო­თე­ბამ კვი­რას, ლოს ან­ჯე­ლეს­ში, "გრე­მის" და­ჯილ­დო­ე­ბის წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის გამო პიკს მი­აღ­წია.

ვი­დე­ო­ში ჩანს, რო­გორ აძ­ლევ­და უეს­ტი შე­მაშ­ფო­თე­ბელ მი­თი­თე­ბებს ბი­ან­კას, ვიდ­რე ის შავ ბეწ­ვის ქურ­ქს მო­იხ­სნი­და და სრუ­ლი­ად შიშ­ველ სხე­ულს გა­მო­ა­ჩენ­და, რა­მაც მა­ყუ­რე­ბე­ლი შოკ­ში ჩა­აგ­დო.

შო­კის­მომ­გვრე­ლი სცე­ნის შემ­დეგ წყვილ­მა გრე­მის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი სწრა­ფად და­ტო­ვა. და­სავ­ლუ­რი მე­დია წერს, რომ და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ჭო­რე­ბის მი­ხედ­ვით, მათ ცე­რე­მო­ნი­ა­ლის და­ტო­ვე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა მოს­თხო­ვეს, თუმ­ცა მე­ო­რე წყა­რო აღ­ნიშ­ნავს, რომ მსგავ­სი მო­თხოვ­ნა არა­ვის მხრი­დან არ ყო­ფი­ლა და სა­ღა­მოს და­ტო­ვე­ბა წყვი­ლის სურ­ვი­ლი იყო. ასეა თუ ისე, ბიანკა და კანიე ახლა მსოფლიოში განხილვის მთავარი ობიექტები არიან. 

ბიანკა ცენსორი

ბიანკა ცენსორი ცნობილი რეპერის კანიე უესტის მეუღლეა. კანიეს ინტერნეტშიც აკრიტიკებენ - ძირითადად, ცოლის „უსულო თოჯინად“ გადაქცევისთვის. ჭორები ვრცელდება იმის შესახებაც, რომ ბიანკას ოჯახს რეპერი არ მოსწონს და მის ამგვარ ტრანსფორმაციას მხარს არ უჭერენ. 

boanca

მედია წერდა, რომ ბიანკას კანიე, უპირველეს ყოვლისა, ფულის გამო იზიდავდა, თუმცა სინამდვილეში ცენსორის ეს არასდროს სჭირდებოდა. ის გაიზარდა მელბურნში, ავსტრალიაში, სადაც მისი გვარი საკმაოდ ცნობილია. ცენსორის ოჯახში ყველა მამაკაცი დაკავშირებულია ადგილობრივ მაფიასთან და აქვს უზარმაზარი გავლენა.

bianca

ბიანკას მამამ, ლეომ, აკრძალული ნივთიერების, იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისთვის ხუთი წელი მოიხადა, ბიძას კი, "ალ კაპონეს მელბურნიდან", მიმტანის მკვლელობისთვის მიესაჯა სიკვდილით დასჯა. თუმცა,  ქვეყანაში სიკვდილით დასჯა მალევე გაუქმდა და სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეიცვალა, შემდეგ კი „ალ კაპონე მელბურნიდან“ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდა. კანიე უესტის მეუღლის კიდევ ერთი ბიძა სათამაშო აპარატების ბიზნესში იყო ჩართული და ნასამართლევი იყო ქურდობის, მუქარისა და პოლიციელზე  თავდასხმისთვის.

bianca

  • "ბიანკას არ აქვს საზოგადოებაში თავისი აზრის დაფიქსირების უფლება" - ქანიე უესტის უცნაური "საქორწინო წესები" 
  • "ქალების ძალა" - ქანიე უესტის ყოფილი და ახლანდელი ცოლები კანიეს მხარდასაჭერად გაერთიანდნენ 
  • მაფიოზი ავსტრალიიდან: რა არის ცნობილი ბიანკა ცენზორის ოჯახის შესახებ 

ბიანკა ცენსორი დაიბადა ავსტრალიაში 1995 წლის 5 იანვარს. დაამთავრა ადგილობრივი პროტესტანტული სკოლა, შემდეგ კი მელბურნის უნივერსიტეტი, სადაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი არქიტექტურაში. სწორედ ამ საქმიანობის წყალობით გაიცნო კანიე უესტი, როდესაც მის კომპანიაში სამსახური მიიღო. მანამდე ცენსორი ოთხი წლის განმავლობაში ფლობდა საკუთარ საიუველირო ბრენდს, მუშაობდა დიზაინის კონსულტანტად და, ასევე, არქიტექტურულ ბიუროში. 

ბიანკას ერთი და, ანჯელინა მოდელად მუშაობს, მეორე ალისია კი მედდაა და შვილს ზრდის. ბიანკას დედა ალექსანდრა, ისევე როგორც მამა, შვილის ქორწინებას ეწინააღმდეგებოდნენ, ამის მიზეზი კი მათი ქალიშვილის ზედმეტად თამამი ჩაცმულობა გახდა, ამაში ისინი სწორედ კანიეს  ადანაშაულებენ. 

კანიე უესტის წარსული 

კანიე უესტი (Kanye West), სრული სახელით კანიე ომარი უესტი, დაიბადა 1977 წლის 8 ივნისს, ატლანტაში, ჯორჯიის შტატში, მაგრამ გაიზარდა ჩიკაგოში. მისი მშობლები მალევე გაიყარნენ, რის შემდეგაც კანიე დედასთან, დონდასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად. 

დონდა უესტი ინგლისური ენის პროფესორი იყო და კანიეს განათლებაზე დიდ გავლენას ახდენდა. ბავშვობიდანვე ჰქონდა ინტერესი ხელოვნების და მუსიკის მიმართ. 10 წლის ასაკში დედასთან ერთად რამდენიმე წლით ჩინეთში გადავიდა, სადაც დონდას უნივერსიტეტში ასწავლიდა.

კარიერა მუსიკაში დაიწყო, როგორც პროდიუსერმა. თავდაპირველად ცნობილ არტისტებთან თანამშრომლობდა, მათ შორის ჯეი-ზისთან (Jay-Z), რომელთანაც 2001 წელს ალბომ "The Blueprint"-ზე იმუშავა. სწორედ ამ ალბომმა მოუტანა დიდი პოპულარობა.

2004 წელს გამოუშვა პირველი სოლო ალბომი The College Dropout, რომელმაც კრიტიკოსების და მსმენელების აღიარება დაიმსახურა. ამ ალბომში შესული სიმღერები, როგორიცაა "Jesus Walks" და "Through the Wire", დღესაც კლასიკად ითვლება.

გარდა მუსიკისა, კანიე მოდის ინდუსტრიაშიც აქტიურადაა ჩართული. 2015 წელს მან გამოუშვა სპორტული ფეხსაცმლის ხაზი Yeezy Adidas-თან თანამშრომლობით, რომელმაც მილიარდობით დოლარის მოგება მოუტანა.

კანიე ყოველთვის იყო ყურადღების ცენტრში თავისი გახმაურებული განცხადებებითა და საკამათო საქციელებით. 2014 წელს დაქორწინდა კიმ კარდაშიანზე, მათ ოთხი შვილი ჰყავთ. თუმცა 2021 წელს წყვილი დაშორდა.

კანიე უესტის ცხოვრება და კარიერა სავსეა როგორც წარმატებებით, ასევე სკანდალებით, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და განხილვად ფიგურად ხდის შოუბიზნესში.