ქალები, რომლებმაც 90-იანი წლები ლეგენდარულად აქციეს - Marao

ქალები, რომლებმაც 90-იანი წლები ლეგენდარულად აქციეს

2025-02-05 16:54:03+04:00

 1990-იანი წლები ყველაზე გამორჩეული, ცოცხალი და ბრწყინვალე იყო, რაც, თავის მხრივ, იმ მომღერლების დამსახურებაა, რომელთა სახელები დღემდე კარგად ახსოვს ჩვენს მკითხველს.

მერაია ქერი

carey

 მერაიას გააჩნია კონტრალტოს 5-ოქტავიანი ხმის დიაპაზონი, რეალურად კერის ვოკალური დიაპაზონი ფარავს ყველა ოქტავას კონტრალტოდან დაწყებული - სოპრანომდე. ადრეული ასაკიდანვე კერი ცდილობდა მიეღწია რიპერტონის მაღალი ნოტებისათვის. ასე გაზარდა საკუთარი ვოკალური დიაპაზონი მომავალმა მომღერალმა. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით, არ არსებობს მსოფლიოში სხვა ვოკალისტი, ვისაც მერაიაზე უკეთ შეუძლია სუპერმაღალი ნოტებისათვის მიწვდომა.

მადონა

madonna

 მადონა ცნობილია მეინსტრიმულ პოპულარულ მუსიკაში ტექსტების თემების, ისევე, როგორც მუსიკალურ ვიდეოებსა და სასცენო გამოსვლებში სპექტრის გამდიდრებით. როგორც შემსრულებელს, საკუთარი ჟღერადობა და იმიჯი არაერთხელ შეუცვლია, თუმცა ხმისჩამწერ ინდუსტრიაში დამოუკიდებელი რჩებოდა. 

სელინ დიონი

dion

  • საუკეთესო კლეოპატრა: მსახიობები, რომლებმაც ისტორიული პერსონაჟი ეკრანებზე გააცოცხლეს 
  • ოქროს გლობუსის გამარჯვებული ცნობილია: ნახეთ ვინ დაიმსახურა ჯილდო 
  • ფილმები, რომლებიც 2025 წელს გამოვა: აუცილებლად უნდა ნახოთ 

მისი პოპულარობის პიკი 1990-იანებია. 1988 წელს წარადგინა შვეიცარია ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე და პირველი ადგილი დაიკავა სიმღერით Ne partez pas sans moi.

ერიკა ბადუ

bad

ბადუს ხმა შეადარეს ჯაზის მომღერალ ბილი ჰოლიდეის.[7] კარიერის დასაწყისში ბადუ გამოირჩეოდა ექსცენტრული სტილით, რომელშიც ხშირად შედიოდა ძალიან დიდი და ფერადი თავსაბურავების ტარება. იგი იყო Soulquarians-ის ძირითადი წევრი. 

უიტნი ჰიუსტონი

whitney

2009 წელს „გინესის მსოფლიო რეკორდების“ მიერ დასახელდა, როგორც ყველა დროის ყველაზე მეტი ჯილდოთი აღნიშნული მომღერალი. იგი აგრეთვე ყველა დროის ერთ-ერთი გაყიდვადი შემსრულებელია, 200 მილიონი გაყიდული დისკით.

გვენ სტეფანი

gwen

სტეფანიმ თავდაპირველად პოპულარობა მოიპოვა No Doubt-ის 1995 წლის ალბომით ტრაგიკული სამეფო (Tragic Kingdom), რომლის ყველაზე წარმატებული ჰიტები იყო „Just a Girl“, „Spiderwebs“, და „Don't Speak“. მომდევნო ალბომები ისე უკვე აღარ გამოირჩეოდა არც პოპულარობით და არც გაყიდვებით, თუმცა ამ ჟანრში საკმაოდ წარმატებულ ნამუშევრებად ითვლება.

ბრიტნი სპირსი

britney

მუსიკალურ ინდუსტრიაში პირველი ათწლეულის პერიოდში იგი იქცა მეინსტრიმული პოპულარული მუსიკისა და კულტურის მნიშვნელოვან ფიგურად, რასაც მოჰყვა საჯაროდ გამოტანილი პირადი ცხოვრების დეტალებიც. მისმა პირველმა ორმა ალბომმა აქცია პოპ-ხატად და გაყიდვების რეკორდები დაამყარა, ხოლო სიმღერები „...Baby One More Time“ და „Oops!... I Did It Again“ იქცა საერთაშორისო #1 ჰიტებად.

კრისტინა აგილერა

christina

 აგილერა პოპულარული მისი სადებიუტო ალბომის, 1999 წლის Christina Aguilera-ს გამოშვების შემდეგ გახდა, რომელიც კრიტიკოსების შეფასების და კომერციული თვალსაზრისით, წარმატებული იყო.

ჯანეტ ჯექსონი

janet

ცნობილია როგორც სოციალურად პროვოკაციული და სექსუალურად ემოციური ჩანაწერებით, ასევე საგულდაგულოდ დადგმული შოუებით, სატელევიზიო და კინო როლებით. უკანასკნელი 25 წლის მანძილზე იგი პოპულარული კულტურის ერთ-ერთი გამოჩენილი ფიგურაა.

ლორინ ჰილი

hill

ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, რეპერი, პროდიუსერი და მსახიობია. იგი ცნობილია, როგორც ჰიპ-ჰოპ ტრიოს The Fugees ყოფილი წევრი. სახელი გაითქვა სოლო-ალბომით The Miseducation of Lauryn Hill.