ნუცა ქავთარაძისა და აჩიკო სოლოღაშვილის წყვილი მაყურებელს განსაკუთრებულად უყვარს. ნუცა ცნობილი მსახიობისა და რეჟისორის - გოგი ქავთარაძის შვილიშვილია.
"ბაბუასთან ხშირ ურთიერთობას ვერ ვახერხებდი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ერთ სახლში არ ვცხოვრობდით, თანაც - დროის უმეტეს ნაწილს გასტროლებზე ატარებდა... რაც დრო გადის, გოგის მით უფრო მეტად ვაფასებ. პატარა ვერ ვხვდებოდი, ხალხს ასე რომ უყვარდა.
თეატრში სიარული ყოველთვის მომწონდა. საერთოდ, ვცდილობ, საყვარელი ადამიანების მიმართ კრიტიკული ვიყო და ამ მხრივ გამონაკლისი არც გოგი გახლდათ - შენიშვნებს ვაძლევდი, ის კი ითვალისწინებდა."- იხსენებდა ნუცა ბაბუას.
კარიერა
მიუხედავად იმისა, რომ ბაბუა ცნობილი მსახიობია, თავად ნუცას ამ პროფესიაზე აარადროს უფიქრია და ბავშვობიდან ჟურნალისტობა სურდა.
"ყოველთვის ჟურნალისტობა მსურდა. თუმცა, ერთი პერიოდი, ჰობის დონეზე მსახიობობის სურვილიც მქონდა. ჩემს პროფესიულ არჩევანში არც ბაბუა და არც მშობლები არ ჩარეულან... 13 წლის ვიყავი, როცა რადიოში დავიწყე მუშაობა. მერე ჩუმად კოლეჯში, ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე. მახსოვს, ექსკურსიაზე მივდიოდი, როცა დედას დავურეკე და ვუთხარი: კოლეჯში ჩაბარება ვცადე და ჩემი ქულები გაიგე-მეთქი. ეს ყველაფერი სპონტანურად მოხდა, რასაც წინააღმდეგობა არ მოჰყოლია. ოჯახის წევრები ერთმანეთის ცხოვრებაში ნაკლებად ვერევით, რადგან ურთიერთს ვენდობით.
ნუცა ქავთარაძე და არჩილ სოლოღაშვილი
„ნუცა ახალი ჩამოსული იყო ბათუმიდან, სტინგის კონცერტზე იყო. მახსოვს, ზედმეტი რუჯისგან დიდი ლაქა ჰქონდა სახეზე. იმ წუთში აღმომაჩნდა ერთ-ერთი ბრენდის ზეთი და ეგრევე მივეცი. ამის შემდეგ დავმეგობრდით, აქედან დაიწყო ყველაფერი. ნუცა მანამდეც მახსოვს, პირველად პრესკონფერენციაზე დავინახე, ძალიან გარუჯული, გრძელი თმით, თეთრი მაისურით და ნარინჯისფერი მიკროფონით დადიოდა ეზოში. ეგრევე შევამჩნიე." - იხსენებდა არჩილი ერთ-ერთ ინტერვიუში.
თავად ნუცა აღნიშნავდა, რომ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილების შესახებ ყველაზე ბოლს მამამ და ბაბუამ გაიგეს. თუმცა ორივეს გაუხარდა, რომ ოჯახის ახალი წევრი მსახიობ იყო:
"- ჩემი გადაწყვეტილება მამამ და ბაბუამ სულ ბოლოს შეიტყვეს. მიუხედავად იმისა, რომ დედასთან ძალიან ახლოს ვარ, ამის გამხელა მისთვისაც გამიჭირდა... ერთ დღეს დასთან ერთად მივედი გოგისთან. მინდოდა მეთქვა, - ვთხოვდები-მეთქი. ძალიან ვნერვიულობდი და თან, მაინტერესებდა, როგორი რეაქცია ექნებოდა. როცა გავბედე და ვუთხარი: "მე ვთხოვდები!" შემომხედა და, - ბიჭი ვინ არისო? გაუხარდა, მისი სასიძო აჩიკო რომ აღმოჩნდა და თქვა: ოჯახში კიდევ ერთი მსახიობი გვეყოლებაო."